სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია შრი-ლანკაში, რალის დროს - დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგონა
ტრაგედია შრი-ლანკაში, რალის დროს - დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგონა

21 აპ­რილს, შრი-ლან­კის ქა­ლაქ დი­ა­ტა­ლა­ვა­ში, სამ­ხედ­რო ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო შე­ჯიბ­რის დროს, რბო­ლის მი­წუ­რულს მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად 7 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 21 და­შავ­და.

ღო­ნის­ძი­ე­ბა შრი-ლან­კის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სპორ­ტის ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ 1993 წლი­დან ტარ­დე­ბა, თუმ­ცა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, პან­დე­მი­ის შემ­დეგ რბო­ლა პირ­ვე­ლად იმარ­თე­ბო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ არ­მი­ის ტრა­სა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

და­ღუ­პულ­თა შო­რის არის 4 მრბო­ლე­ლი, 3 კი მა­ყუ­რე­ბე­ლია, მათ შო­რის იმ­ყო­ფე­ბო­და რვა წლის გო­გო­ნა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ავა­რია მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ტრა­სა­ზე რბო­ლი­სას ერთ-ერთ მან­ქა­ნა გა­დაბ­რუნ­და.

მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ცდი­ლობ­და სხვა მან­ქა­ნე­ბის მძღო­ლე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბას, მაგ­რამ სის­წრა­ფის გამო ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად მოხ­და - ერთ-ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა მარ­თვა და­კარ­გა და შე­ჯიბ­რის სა­ყუ­რებ­ლად შეკ­რე­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ში შე­ვარ­და.

შე­დე­გად ხუთი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ორი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, და­ნარ­ჩე­ნე­ბიც კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

ყოველთვის მიკვირდა ასე ახლოს რატომ აყენებდნენ ხალხს. ამხელა სიჩქარეა და როგორ შეიძლება ასე ახლოს ხალხის დაყენება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ტრაგედია შრი-ლანკაში, რალის დროს - დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგონა

ტრაგედია შრი-ლანკაში, რალის დროს - დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგონა

21 აპრილს, შრი-ლანკის ქალაქ დიატალავაში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, საავტომობილო შეჯიბრის დროს, რბოლის მიწურულს მომხდარი ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

ღონისძიება შრი-ლანკის საავტომობილო სპორტის ასოციაციის მიერ 1993 წლიდან ტარდება, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო, პანდემიის შემდეგ რბოლა პირველად იმართებოდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არმიის ტრასაზე მომხდარი ავარიის შესახებ გამოძიება დაიწყო.

დაღუპულთა შორის არის 4 მრბოლელი, 3 კი მაყურებელია, მათ შორის იმყოფებოდა რვა წლის გოგონა.

თვითმხილველების თქმით, ავარია მას შემდეგ მოხდა, რაც ტრასაზე რბოლისას ერთ-ერთ მანქანა გადაბრუნდა.

მომსახურე პერსონალი ცდილობდა სხვა მანქანების მძღოლების გაფრთხილებას, მაგრამ სისწრაფის გამო ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა - ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა მართვა დაკარგა და შეჯიბრის საყურებლად შეკრებილ ადამიანებში შევარდა.

შედეგად ხუთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ოფიციალური პირების თქმით, დანარჩენებიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. წყარო