მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემზარავი ავარია აშშ-ში: ნასვამმა ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მცირეწლოვანი ბავშვების წვეულებაზე შევარდა - გარდაცვლილია 2 ბავშვი, არიან დაშავებულებიც
შემზარავი ავარია აშშ-ში: ნასვამმა ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მცირეწლოვანი ბავშვების წვეულებაზე შევარდა - გარდაცვლილია 2 ბავშვი, არიან დაშავებულებიც

ნას­ვამ­მა მძღოლ­მა, რო­მელ­მაც საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ავ­ტო­მან­ქა­ნით ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე შე­ვარ­და, ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი და-ძმა გა­ი­ტა­ნა ისი­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ. შემ­ზა­რა­ვი შემ­თხვე­ვი­სას, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით შუ­ა­დღის 3 სა­ათ­ზე მოხ­და, კი­დევ 13 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ტრა­გი­კუ­ლი ავა­რია დეტ­რო­იტ­თან ახ­ლოს, აშშ-ში მოხ­და.

  • ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, სა­ჭეს 66 წლის ქალი ნას­ვა­მი მარ­თავ­და.

"შემ­ზა­რა­ვი შემ­თხვე­ვის დროს სი­ტუ­ა­ცია ყვე­ლა თვითმხილ­ველ­მა ქა­ო­ტუ­რად აღ­წე­რა",- ინ­ფორ­მა­ცი­ას მონ­როს ოლ­ქის შე­რი­ფი ტროი გუ­დ­ნაუ ავ­რცე­ლებს.

ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც გა­სა­ჯა­როვ­და, ჩანს, თუ რო­გორ შე­დის ქალი მძღო­ლი ლურ­ჯი ჯი­პით წვე­უ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და შე­ნო­ბას ეჯა­ხე­ბა.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 8 წლის გო­გო­ნა და მისი 5 წლის ძმა ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვალ­ნენ. სამი ბავ­შვი და 6 ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი კი ორი ვერ­ტმფრე­ნი­თა და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბით რე­გი­ო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ზო­გი­ერთ მათ­განს სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. და­ნარ­ჩენ და­შა­ვე­ბუ­ლებს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე­ვე ჩა­უ­ტარ­დათ, ნა­წი­ლი კი კერ­ძო სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

პო­ლი­ცი­ას დამ­ნა­შა­ვის ვი­ნა­ო­ბა არ და­უ­ზუს­ტე­ბია, თუმ­ცა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც მან­ქა­ნას ნას­ვა­მი მარ­თავ­და, და­კა­ვე­ბუ­ლია. დამ­ნა­შა­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და­თან­ხმდა და სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ძი­ე­ბა მას უფრო მეტ ბრალ­დე­ბას წა­უ­ყე­ნებს, გა­ნა­ცხა­და გუ­დ­ნა­უმ.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
0

რაში გვაინტერესებს ოკეანის გაღმა სად მოხდა ავარია და რა მოყვა? ყველაფერზე მნიშვნელოვანი მაგის გაგებაა?სულ გამოშტერდით? სნნ იდან თარგმნით სიუჟეტებს? ტვინი გაანძრიეთ ცოტა! წვეყანაში ან მსოფლიოში რაიმე კარგი თუ მოხდა ის გამოაქვეყნეთ! გეგმა გაქვთ ნეგატივის შესასრულებელი?!!!!

ალექს
40

ჰოო, არ შევიდეთ ნატოში, აქ ავარიები მოხდება რომ შევიდეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შემზარავი ავარია აშშ-ში: ნასვამმა ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მცირეწლოვანი ბავშვების წვეულებაზე შევარდა - გარდაცვლილია 2 ბავშვი, არიან დაშავებულებიც

შემზარავი ავარია აშშ-ში: ნასვამმა ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მცირეწლოვანი ბავშვების წვეულებაზე შევარდა - გარდაცვლილია 2 ბავშვი, არიან დაშავებულებიც

ნასვამმა მძღოლმა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანით ბავშვების დაბადების დღის წვეულებაზე შევარდა, ორი მცირეწლოვანი და-ძმა გაიტანა ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. შემზარავი შემთხვევისას, რომელიც დაახლოებით შუადღის 3 საათზე მოხდა, კიდევ 13 ადამიანი დაშავდა. ტრაგიკული ავარია დეტროიტთან ახლოს, აშშ-ში მოხდა.

  • ადგილობრივი პოლიციის ცნობით, საჭეს 66 წლის ქალი ნასვამი მართავდა.

"შემზარავი შემთხვევის დროს სიტუაცია ყველა თვითმხილველმა ქაოტურად აღწერა",- ინფორმაციას მონროს ოლქის შერიფი ტროი გუდნაუ ავრცელებს.

ვიდეოში, რომელიც გასაჯაროვდა, ჩანს, თუ როგორ შედის ქალი მძღოლი ლურჯი ჯიპით წვეულების ტერიტორიაზე და შენობას ეჯახება.

უბედური შემთხვევის შედეგად, 8 წლის გოგონა და მისი 5 წლის ძმა ადგილზევე გარდაიცვალნენ. სამი ბავშვი და 6 ზრდასრული ადამიანი კი ორი ვერტმფრენითა და სასწრაფო დახმარების მანქანებით რეგიონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. პოლიციის ცნობით, ზოგიერთ მათგანს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნებოდა. დანარჩენ დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილზევე ჩაუტარდათ, ნაწილი კი კერძო საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

პოლიციას დამნაშავის ვინაობა არ დაუზუსტებია, თუმცა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც მანქანას ნასვამი მართავდა, დაკავებულია. დამნაშავე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას დათანხმდა და სავარაუდოდ, გამოძიება მას უფრო მეტ ბრალდებას წაუყენებს, განაცხადა გუდნაუმ.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა