საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალების მარში თბილისსა და ბათუმში - "ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა..."
ქალების მარში თბილისსა და ბათუმში - "ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა..."

„ქა­ლებ­თან ფრთხი­ლად!“, „ქა­ლე­ბი ვირ­ჩევთ ევ­რო­პას“, „არა რუ­სულ“ კა­ნონს!“ „კვო­ტე­ბი და­აბ­რუ­ნეთ, ფარ­ჩა­კე­ბო“ - ამ მო­წო­დე­ბე­ბით, ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით ქალ­თა მარ­ში - „ქა­ლე­ბი ვირ­ჩევთ ევ­რო­პას“ გა­ი­მარ­თა.

მსვლე­ლო­ბა რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან და­ი­წყო და პარ­ლა­მენ­ტთან დას­რულ­და.

ამ წუ­თებ­ში სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან მარ­შის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი შეკ­რე­ბი­ლებს სი­ტყვით მი­მარ­თა­ვენ. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა გა­და­კე­ტი­ლია.

"ლე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხალ­ხი ითხოვს "არა რუ­სულ კა­ნონს", არა­მედ, ევ­რო­პას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას უპი­რის­პირ­დე­ბა, დას­რულ­დე­ბა.

"კი­დევ ერთხელ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად, ერ­თად გა­მო­დი­ან ქუ­ჩა­ში და ეძა­ხი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ მო­ვი­დეს და და­ე­ლა­პა­რა­კოს, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ბე­დავს რომ მო­ვი­დეს და და­ე­ლა­პა­რა­კოს. აქ არის ხალ­ხი შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნი, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი. ხალ­ხი ამ­ბობს "არა რუ­სულ კა­ნონს!", ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი არის შე­მა­ლუ­ლი და და­დის დაც­ვით. ეს არის რე­ა­ლო­ბა აქ არის სა­ქარ­თვე­ლო და ითხოვს "არა რუ­სულ კა­ნონს!", არა­მედ ევ­რო­პას. ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ნე­ბას, დას­რულ­დე­ბა და ეს მოხ­დე­ბა არ­ჩევ­ნებ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

ქა­ლე­ბის მარ­ში იმარ­თე­ბა ბა­თუმ­შიც. პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კა­ნონპ­რო­ექ­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს აშო­რებს ევ­რო­პას და აახ­ლო­ებს რუ­სეთს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, ბა­თუ­მის ქუ­ჩებ­ში მსვლე­ლო­ბას გეგ­მა­ვენ.

"ჩვე­ნი ხმა არის ყვე­ლა ქა­ლის ხმა: ემიგ­რან­ტი და მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის ქა­ლე­ბის, შშმ ბავ­შვე­ბის დე­დე­ბის და თა­ვად შშმ ქა­ლე­ბის, ხან­დაზ­მუ­ლე­ბის, ახალ­გაზ­რდე­ბის, ძა­ლა­დო­ბა გა­მოვ­ლი­ლი, დევ­ნი­ლი, კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მცხოვ­რე­ბი და ყვე­ლა იმ ქა­ლის ხმა, ვი­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის ყვე­ლა ეტაპ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეროვ­ნუ­ლი მი­სია შე­უს­რუ­ლე­ბია! დღეს თუ ვხე­დავთ ძლი­ერ და რე­ა­ლი­ზე­ბულ ქა­ლებს, ეს სწო­რედ იმ სერ­ვი­სე­ბის და იმ პროგ­რა­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც ფი­ნანსდე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი­სა და დო­ნო­რე­ბის მიერ, უფრო და უფრო ძლი­ერ­დე­ბო­და ქალი რო­გორც უფ­ლებ­რი­ვად, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რად. ჩვენ ვა­ფა­სებთ ამ მხარ­და­ჭე­რას. "კი ევ­რო­პას! არა რუ­სულ კა­ნონს“,- გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე თე­ო­ნა დი­ა­სა­მი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Niniko
0

ქმრები ან არ ჰყავთ, ანდა საშოვარზე ყავთ ესენი გაშვებული და თვითონ პირდაფჩენილები ელოდებიან სახლში.

ნუცა
1

თქვენი ვერ გამიგია, ხომ გითხრათ ბლინკენმა ქალი და კაცი, გოგო და ბიჭი არ თქვათო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ქალების მარში თბილისსა და ბათუმში - "ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა..."

ქალების მარში თბილისსა და ბათუმში - "ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა..."

„ქალებთან ფრთხილად!“, „ქალები ვირჩევთ ევროპას“, „არა რუსულ“ კანონს!“ „კვოტები დააბრუნეთ, ფარჩაკებო“ - ამ მოწოდებებით, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით ქალთა მარში - „ქალები ვირჩევთ ევროპას“ გაიმართა.

მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა.

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან მარშის ორგანიზატორები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხალხი ითხოვს "არა რუსულ კანონს", არამედ, ევროპას, ხელისუფლება კი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას უპირისპირდება, დასრულდება.

"კიდევ ერთხელ, საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანად, ერთად გამოდიან ქუჩაში და ეძახიან ხელისუფლებას, რომ მოვიდეს და დაელაპარაკოს, მაგრამ ვერავინ ბედავს რომ მოვიდეს და დაელაპარაკოს. აქ არის ხალხი შეუიარაღებელი, მშვიდობიანი, ქალები და ბავშვები. ხალხი ამბობს "არა რუსულ კანონს!", ხელისუფლება კი არის შემალული და დადის დაცვით. ეს არის რეალობა აქ არის საქართველო და ითხოვს "არა რუსულ კანონს!", არამედ ევროპას. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც დაუპირისპირდება საკუთარი ხალხის ნებას, დასრულდება და ეს მოხდება არჩევნებზე აუცილებლად", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ქალების მარში იმართება ბათუმშიც. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" კანონპროექტი, საქართველოს აშორებს ევროპას და აახლოებს რუსეთს.

აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად, ბათუმის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.

"ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა: ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების, ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობა გამოვლილი, დევნილი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და ყველა იმ ქალის ხმა, ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ეროვნული მისია შეუსრულებია! დღეს თუ ვხედავთ ძლიერ და რეალიზებულ ქალებს, ეს სწორედ იმ სერვისების და იმ პროგრამების დამსახურებაა, რომლებიც ფინანსდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების მიერ, უფრო და უფრო ძლიერდებოდა ქალი როგორც უფლებრივად, ასევე სოციალურად. ჩვენ ვაფასებთ ამ მხარდაჭერას. "კი ევროპას! არა რუსულ კანონს“,- განაცხადა აქციის მონაწილე თეონა დიასამიძემ.