7 წლის იყო, როდესაც მარიამ შუკაკიძემ აღმოაჩინა, რომ წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა. მას შემდეგ, ბევრი წელი გავიდა და მარიამი ამ ნიჭს ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს. შეუძლია ადამიანების ბედის დანახვა და იმ ხალხს კი, ვისაც მისთვის ცუდი უსურვებიათ, არც ისე კარგად წასვლიათ საქმე.
მარიამს ინსტაგრამზე 4.3 გამომწერი ჰყავს და თავისი ბიზნესი, რომელიც სილამაზის სფეროს ეხება. ამბობს, რომ წინასწარმეტყველების ნიჭი ბიზნესში გამოადგა ასევე მეუღლის შერჩევისას.
- მარიამ, ჩემთვისაც უცნაური იყო იმის გაგება, რომ გარდა თქვენი წარმატებული კარიერისა, განსაკუთრებულ ნიჭს ფლობთ და ეს ეხება წინასწარმეტყველურ თემებს. რა ასაკიდან დაიწყეთ მსგავსი სიზმრების ნახვა?
- ეს ყველაფერი დაიწყო 7-8 წლის ასაკიდან, სიზმრების მეშვეობით, ვხედავდი წინასწარ ყველაფერს.
- ვის უთხარით პირველად, არ გაგიჭირდათ, რომ მშობლებისთვის მოგეყოლა?
- დედას. ყოველდღე ვყვებოდი იმას, რასაც ვნახულობდი და ემთხვეოდა, ამიტომ არ გამჭირვებია იმის ახსნა, რომ განსაკუთრებული ნიჭი მაქვს.
- სიზმრების გარდა ვიცი, რომ მზერითაც შეგიძლიათ ადამიანის შესახებ ბევრი რამ გამოიცნოთ?
- დიახ, სულ სხვანაირად ვხედავ ადამიანებს, პირდაპირ მის სულიერ სამყაროს ვხედავ და ვხვდები როგორი პიროვნებაა.
- რაში იყენებთ ყოველდღიურობაში თქვენს ნიჭს?
- ბევრ რამეში, პირველ რიგში ჩემს ბიზნესში.
- საუბრისას მითხარით, რომ იმ ადამიანებს ვისაც თქვენთვის ბოროტება ან ცუდი უსურვებია, არც ისე კარგად წასვლია ცხოვრება...
- ზოგადად ასეა, ბევრისგან გექნებათ გაგონილი, რომ კარმა არსებობს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, რაც გამომიცდია ცხოვრების განმავლობაში, თუ ვინმემ გული მატკინა, დიდი უბედურება დაემართა. უძლიერესი ენერგეტიკა მაქვს, თუ ვინმე ზიანის მოყენებას შეეცდება ასმაგად ნადგურდება.
- მომავალ მეუღლეს რომ შეხვდით, რა იგრძენით, რაში დაგეხმარათ განსაკუთრებული ნიჭი.
- მე ზუსტად ვიცოდი როგორი მეუღლე მეყოლებოდა. ველოდებოდი მის გამოჩენას და როგორც კი გამოჩნდა, პირველივე წამებში მივხვდი, რომ ის იყო. სამომავლო საოჯახო გეგმებში.
- მარიამ, თქვენს გარდა ვინმეს იცნობთ თქვენნაირი ნიჭით დაჯილდოებულს?
- დიახ, მაგრამ საქართველოში არ არიან.
- მართვა თუ იცით, როგორ უნდა მართოთ, ამის გამო პრობლემები ხომ არ შეგქმნიათ?
- პრობლემები არა, პირიქით სასიკეთოდ ვიყენებ.
- დახმარებას თუ გთხოვენ ახლობლები და უახლოესი ადამიანები?
- რა თქმა უნდა. ჩემი ახლობლების ცხოვრებაში თუ რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, ყოველთვის მეკითხებიან თუ როგორ მოიქცნენ. მერე მოდიან და მეუბნებიან. აი, ზუსტად ისე მოხდა როგორც შენ მითხარი.
- მარიამ, დასასრულს გკითხავთ, რამდენად საინტერესოა ისე ცხოვრება, რომ იცოდეთ, როგორ წარიმართება თქვენი ცხოვრება?
- ძალიან საინტერესოა, თუმცა დროის ფაქტორია, როცა იცი, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, ვერ ითმენ და გინდა, რომ ძალიან მალე მიიღო ეს ყველაფერი. ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა ისეთი რამ, რაც მე ვთქვი და არ ასრულდა. ზოგჯერ მეც მიკვირს, რატომ მომდის წინასწარ ყველა ინფორმაცია.
წაიკითხეთ ასევე: