ავტორი:

"როცა ირაკლი კაკაბაძეს ცოლად გავყევი, პატარაც არ ვყოფილვარ... ჩემი მეორე მეუღლე ფინანსისტია, საჯაროობა არ უყვარს" - ანა დოლიძე ორ ქორწინებასა და მრავალფეროვან საქმიანობაზე

"როცა ირაკლი კაკაბაძეს ცოლად გავყევი, პატარაც არ ვყოფილვარ... ჩემი მეორე მეუღლე ფინანსისტია, საჯაროობა არ უყვარს" - ანა დოლიძე ორ ქორწინებასა და მრავალფეროვან საქმიანობაზე

ყოველთვის ელეგანტური, მომხიბვლელი და ენერგიული ანა დოლიძე კარგა ხანია ქართულ პოლიტიკაშია.

შესაძლოა, ყველამ არ იცის, რომ ის საერთაშორისო სამართლის პროფესორია, წაკითხული აქვს ლექციები ნიუ-იორკის, მადრიდის, ოქსფორდის, კემბრიჯის, გლაზგოს უნივერსიტეტებში. გამოქვეყნებული აქვს სამი წიგნი, 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სხვადასხვა დროს, პასუხსაგებ თანამდებობებზეც მუშაობდა...

2020 წლის მაისში ანა დოლიძემ დააფუძნა სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის", რომელიც 2021 წლის მაისში პარტიად გადაკეთდა. რას ნიშნავს მისთვის პოლიტიკაში ყოფნა და როგორ მოვიდა დღემდე? - ამის შესახებ თავად გვესაუბრება.

- როდის გადაწყვიტეთ, რომ პოლიტიკა გაინტერესებდათ?

- შეიძლება ითქვას, რომ მე ქართულ პოლიტიკაში პატარაობიდანვე ჩართული ვიყავი: მამაჩემი, ვალერი დოლიძე ეროვნულ მოძრაობაში იყო, ის "მრგვალი მაგიდის" წევრი გახლდათ და ზვიად გამსახურდიასაც ახლოს იცნობდა. ჩვენს სახლში ტელევიზორი 24 საათი ჩართული იყო და სულ მიმდინარე ამბებზე მსჯელობა მესმოდა, ჩვენთან ტარდებოდა ზვიად გამსახურდიას მთავრობის შეკრებებიც. სწორედ ჩვენს ოჯახში დაიგეგმა ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი იმდროინდელ საქართველოში. ბავშვობიდან იმდენი რამ მესმოდა, იმდენად პოლიტიზებულ გარემოში ვიზრდებოდი, რომ ეს ჩემი სამყარო იყო, სადაც თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი - წყალში. მამა ახლოს იყო ზვიადთან და ორჯერ ჩავიდა მასთან, გროზნოში. მახსოვს, რომ 4-5-ჯერ დაიჭირეს, ერთხელ აწამეს კიდეც. როგორც ჩანს, სხგვაგვარად ცხოვრება არ შეეძლო. ძალიან ახლოს იცნობდა ვალტერ შურღაიას და ზვიად ძიძიგურს, რომელთან ერთად ციხეშიც იჯდა. გადატრიალება უკვე მომხდარი იყო, როცა სატელევიზიო გადაცემებში რეკავდა და იმდროინდელ ხელისუფლებას აკრიტიკებდა. თანაც, თავის სახელს და გვარს არ მალავდა, პირდაპირ ეთერში ამბობდა, რასაც ფიქრობდა, მერე სახლში აკითხავდნენ, წაიყვანდნენ, დაკითხავდნენ და უკან აბრუნებდნენ. მოკლედ, როგორც ყველა "ზვიადისტს", მასაც დევნიდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, მე ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა, ჩემს პროფესიად საერთაშორისო სამართალი ამიტომ ავირჩიე.

- ალბათ, ქალის პოლიტიკაში ყოფნა ორმაგად რთულია, როცა მას ორი არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს აღსაზრდელი...

- ცხადია, პოლიტიკისა და ოჯახის ერთმანეთთან შეთავსება რთულია, მით უმეტეს, რომ ლექციებსაც ვკითხულობ, მაქვს ჩემი კვლევები და ეს ჩემი სამსახურია. ლექციებს ძირითადად, უცხოეთში ვკითხულობ - სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც მიწვეული ლექტორი. იქ ანაზღაურება ბევრად მაღალია, რაც მომწონს. ჩვენს უნივერსიტეტებში, სამწუხაროდ, ანაზღაურების არასწორი ფორმაა ანუ საათობრივი სისტემა, ამიტომ უცხოეთში ჩასვლა მირჩევნია. პროფესორობა და დოქტორობა ძალიან მადგება, რადგან მარტო პოლიტიკით საქართველოში ვერ იარსებებ.

- თქვენი შვილები ამის გამო ხომ არ გსაყვედურობენ?

- რასაკვირველია, პერიოდული განშორება გვიწევს, რაც მეც მიჭირს და მათაც. ჩემი უფროსი შვილი, ანდრო თინეიჯერია, 17 წლის და როგორც ყველას ამ ასაკში, მასაც მხარდაჭერა და ემოციური თანადგომა სჭირდება. პატარა ჯერ 3 წლისაა და მას უფრო ფიზიკური მხარდაჭერა ესაჭიროება. ხშირად ვამბობ, რომ კრავაისთან ერთად მე ხელახლა დავიწყე მშობლობა. ეს რთული, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესია. ვწუხვარ, რომ მათ ჩემი ზრუნვა აკლიათ, მაგრამ გავა დრო და მიხვდებიან, რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერი მათთვისაა. სხვათა შორის, ჩემი დისერტაციაც ანდროს მივუძღვენი და მეორე წიგნიც. მას პროფესია ჯერ არ აურჩევია, ყოყმანობს და შერჩევის პროცესშია. მეც არ ვერევი, რადგან ვფიქრობ, საკუთარი მომავალი თავად უნდა განსაზღვროს. სხვათა შორის, ანდროს ძალიან ეხერხება მათემატიკა, მაგრამ არანაკლებ მოსწონს და ეხერხება სპორტიც. გატაცებულია ორთაბრძოლებით, რომელიც ახლა მოდაშია. ვნახოთ, საბოლოო ჯამში რას გადაწყვეტს. მთავარია, თავისი არჩევანი მოსწონდეს, თორემ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, სად, რომელ სპეციალობაზე ჩააბარებს. ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ საბოლოო არჩევანი გააკეთოს.

- იმის გამო, რომ ძალიან დაკავებული ხართ, მეუღლე ხომ არ გირჩევთ, პოლიტიკას შეეშვიო?

- ჩემი მეუღლე ფინანსისტია, პოლიტიკისგან შორსაა და საჯაროდ გამოჩენა საერთოდ არ უყვარს, სხვა მხრივ, ყველანაირად მეხმარება. 18 წლის ასაკში ხომ არ შევუღლებულვართ? როცა გავიცანი, მან უკვე კარგად იცოდა ჩემი ხასიათიც და არჩევანიც; ახლაც იცის, რომ ჩემი საქმე მიყვარს და ყველაფერს პატრიოტიზმის გამო ვაკეთებ. მისთვის ჩემი ცხოვრების სტილი თავიდან ბოლომდე გასაგებია და ამის გამო ვემადლიერები. ორივე მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ და მთელი ჩვენი დრო პოლიტიკამ არ წაიღოს. ოჯახში როცა ვართ, საქმეზე ნაკლებად ვსაუბრობთ, სადილს ვამზადებთ თუ ბავშვებს ვასეირნებთ; ვცდილობთ, ოჯახური საკითხები განვიხილოთ და ყველაფერი ერთად გადავწყვიტოთ.

- რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი?

- ოჯახი არის ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი, რომელიც ჩემი იმედიცაა და თავშესაფარიც. ადამიანისთვის ჯერ დედ-მამის ოჯახში გატარებული წლებია გადამწყვეტი და მერე ვისთან შექმნის ოჯახს. შეიძლება მარტო მყოფი ადამიანიც განვითარდეს და კარიერულად წინ წავიდეს, მაგრამ ის სოციალური არსებაა, ამიტომ ოჯახი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. საკუთარი სახლი შენი ციხესიმაგრე და შენი მთავარი საყრდენი უნდა იყოს. მე ოჯახი ყველაფერში მეხმარება; ეს არის ხალხი, რომელსაც მე ყველა ვარიანტში ვუყვარვარ - შეცდომას დავუშვებ, წარმატებული ვიქნები თუ წარუმატებელი... ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ოჯახის წევრებს ის უყვართ - გამარჯვებულიც და დამარცხებულიც. ოჯახი წარმატების მთავარი წყაროა, ამიტომ მის ასაშენებლად დიდი დრო და ენერგია უნდა დახარჯო.

- ცნობილია, რომ თქვენი პირველი მეუღლე ირაკლი კაკაბაძე იყო. თუ ახერხებთ მასთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ?

- სხვათა შორის, ირაკლი კაკაბაძეს ცოლად რომ გავყევი, ძალიან პატარა მაშინაც არ ვყოფილვარ. ამჟამად მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მასაც მეორე მეუღლე ჰყავს. ჩვენ ძირითადად, ანდროს თაობაზე გვიწევს მსჯელობა და შეთანხმება. ვცდილობთ, მას მხარში დავუდგეთ, ყურადღება არ მოვაკლოთ და სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფებით, მის სასიკეთოდ ვმართოთ....წაიკითხეთ სრულად