საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტომი მისთვის არ არსებობს... რომ დაურეკოს, არ უპასუხებს" - ტომ კრუზის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამას არ აღიარებს: რატომ არ აქვს შვილთან ურთიერთობა ჰოლივუდის ვარსკვლავს
"ტომი მისთვის არ არსებობს... რომ დაურეკოს, არ უპასუხებს" - ტომ კრუზის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამას არ აღიარებს: რატომ არ აქვს შვილთან ურთიერთობა ჰოლივუდის ვარსკვლავს

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის, ტომ კრუ­ზის ცნო­ბი­ლი მემ­კვიდ­რე, სური კრუ­ზი სრულ­წლო­ვა­ნი გახ­და. გო­გო­ნას ოქ­როს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და, 18 აპ­რილს 18 წელი შე­უს­რულ­და. აქე­დან უკვე 12 წე­ლია რაც ცნო­ბილ მა­მას არ შეხ­ვედ­რია და მას­თან ტე­ლე­ფო­ნი­თაც კი არ უსა­უბ­რია.

  • მშობ­ლე­ბის გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, სური ნიუ-იორკში დე­დას­თან, მსა­ხი­ობ ქეით ჰოლმსთან ერ­თად ცხოვ­რობს. რო­დე­საც გო­გო­ნამ და­ბა­დე­ბის დღის ტორტზე სან­თლე­ბი აან­თო, ტომი მათ­გან ხუთი ათა­სი კი­ლო­მეტ­რით იყო და­შო­რე­ბუ­ლი, ლონ­დონ­ში, სე­რი­ა­ლის Mission: Impossible მო­რი­გი სე­რი­ის გა­და­ღე­ბა­ზე.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, სური სა­ერ­თოდ არ ღე­ლავ­და, რომ მის­თვის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს მამა გვერ­დით არ ჰყავ­და.

  • "ტომი მის­თვის არ არ­სე­ბობს", - ამ­ბო­ბენ ქეით ჰოლმსის ნაც­ნო­ბე­ბი.

და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნის შემ­დეგ, სუ­რიმ უკა­ნას­კნე­ლი კავ­ში­რიც გაწ­ვი­ტა მა­მას­თან - ამი­ე­რი­დან ტომი მას ყო­ველ­წლი­ურ ალი­მენტს, 400 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით აღარ გა­და­უხ­დის.

კრუ­ზი ჰო­ლი­ვუ­დის ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი მსა­ხი­ო­ბია, მისი ქო­ნე­ბა 600 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს. მაგ­რამ გო­გო­ნას მე­გობ­რე­ბის თქმით, ამ­ხე­ლა თან­ხის მი­ღე­ბის პერ­სპექ­ტი­ვაც კი არ უბიძ­გებს სუ­რის გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ურ­თი­ერ­თო­ბა მა­მას­თან.

"სუ­რის არ სურს რა­ი­მე კონ­ტაქ­ტის აღ­დგე­ნა მა­მას­თან. რომც და­ურ­ე­კოს, ის არ უპა­სუ­ხებს“, - გა­ნუ­ცხა­და Daily Mail-ს ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ.

ტომ კრუ­ზი და ქე­ი­თი ჰოლმსი 2006 წელს და­ქორ­წინ­დნენ. მსა­ხი­ო­ბებ­მა მდიდ­რუ­ლი ქორ­წი­ლი იტა­ლი­ა­ში გა­და­ი­ხა­დეს. ექ­ვსი თვით ადრე ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს შე­ე­ძი­ნათ ქა­ლიშ­ვი­ლი სური, თუმ­ცა 2012 წელს ქე­ით­მა ქმრის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გან­ქორ­წი­ნე­ბა და ქა­ლიშ­ვილ­ზე სრუ­ლი მე­ურ­ვე­ო­ბა მო­ი­თხო­ვა.

  • მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ ის უარს ამ­ბობს სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ურ რწმე­ნა­ზე, რო­მელ­საც ტომი აღი­ა­რებ­და და სურ­და გო­გო­ნა კა­თო­ლი­კუ­რი რწმე­ნით აღე­ზარ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­უ­რი ეკ­ლე­სია, რომ­ლის მიმ­დე­ვა­რიც 58 წლის კრუ­ზია, უკ­რძა­ლავს მას ქა­ლიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რად­გან გო­გო­ნა მათ რი­გებს არ შე­უ­ერ­თდა.

ფაქ­ტია, რომ ქე­ით­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტის შემ­დეგ, ტომ­მა გა­წყვი­ტა ურ­თი­ერ­თო­ბა ქა­ლიშ­ვილ­თა­ნაც. 2015 წელს კრუ­ზი გა­და­ვი­და აშშ-დან დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად, რათა უფრო ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყო თა­ვის ინ­გლი­სელ სა­ი­ენ­ტო­ლოგ მე­გობ­რებ­თან.

ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტომი არ კარ­გავ­და იმედს, რომ გო­გო­ნა რომ ზრდას­რუ­ლი გახ­დე­ბო­და, მის რწმე­ნა­ზე გა­და­ვი­დო­და, თუმ­ცა ასე არ მოხ­და.

"ის არ არ­სე­ბობს ქე­ი­თი­სა და სუ­რის ცხოვ­რე­ბა­ში. მის ქა­ლიშ­ვილს არ სურს მა­მის იმე­დი ჰქონ­დეს რა­ი­მე­ში. ის გრძნობს, რომ მხო­ლოდ ერთი მშო­ბე­ლი ჰყავს და ის დე­დაა“, - ამ­ბო­ბენ ოჯა­ხის მე­გობ­რე­ბი.

ახლა სური ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია. უც­ნო­ბია, რა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევს გო­გო­ნა. ერთი რამ ცხა­დია: ის არ გაჰ­ყვე­ბა ცნო­ბი­ლი მშობ­ლე­ბის კვალს, რად­გან არ მოს­წონს პო­პუ­ლა­რო­ბა, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი და მუდ­მი­ვი შე­ვიწ­რო­ე­ბა პა­პა­რა­ცე­ბის მხრი­დან. გარ­და ამი­სა, არ სურს გა­მო­ი­ყე­ნოს კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის ვარ­სკვლა­ვი მა­მის სა­ხე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქრითი
0

რს რელიგიაა შვილთან ურთიერთობას რომ უკრძალავს???

.......
0

მილიონების საძიებლად რომ გარბიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ზუსტად ამიტომ დაკარგა შვილმა დედის სიყვარული, არ გამოხტეს ეხლა ვინმე და არ შემედავოს არა გაჭირვებამო, არა და არაა გაჭირვება ბევრს არ აქვს მაგრამ შური კლავს სხვის ჯიბეში ყურების. მეც მყავს შვილი მაგრამ იმის სუნთქვა თუ არ მესმის ვერ ვიძინებ. ცოტა მაქვს და მყოფნის იმიტომ რომ ჩემთვის შვილის სიყვარულზე მაღლა ფული არასოდეს დადგება. ასე რომ მილიონს და ბევრ ფულს გაუგებრობა და სიძულვილი მოაქვს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ტომი მისთვის არ არსებობს... რომ დაურეკოს, არ უპასუხებს" - ტომ კრუზის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამას არ აღიარებს: რატომ არ აქვს შვილთან ურთიერთობა ჰოლივუდის ვარსკვლავს

"ტომი მისთვის არ არსებობს... რომ დაურეკოს, არ უპასუხებს" - ტომ კრუზის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამას არ აღიარებს: რატომ არ აქვს შვილთან ურთიერთობა ჰოლივუდის ვარსკვლავს

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ტომ კრუზის ცნობილი მემკვიდრე, სური კრუზი სრულწლოვანი გახდა. გოგონას ოქროს დაბადების დღე ჰქონდა, 18 აპრილს 18 წელი შეუსრულდა. აქედან უკვე 12 წელია რაც ცნობილ მამას არ შეხვედრია და მასთან ტელეფონითაც კი არ უსაუბრია.

  • მშობლების განქორწინების შემდეგ, სური ნიუ-იორკში დედასთან, მსახიობ ქეით ჰოლმსთან ერთად ცხოვრობს. როდესაც გოგონამ დაბადების დღის ტორტზე სანთლები აანთო, ტომი მათგან ხუთი ათასი კილომეტრით იყო დაშორებული, ლონდონში, სერიალის Mission: Impossible მორიგი სერიის გადაღებაზე.

ოჯახის ახლობლების თქმით, სური საერთოდ არ ღელავდა, რომ მისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს მამა გვერდით არ ჰყავდა.

  • "ტომი მისთვის არ არსებობს", - ამბობენ ქეით ჰოლმსის ნაცნობები.

დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ, სურიმ უკანასკნელი კავშირიც გაწვიტა მამასთან - ამიერიდან ტომი მას ყოველწლიურ ალიმენტს, 400 ათასი დოლარის ოდენობით აღარ გადაუხდის.

კრუზი ჰოლივუდის ერთ-ერთი უმდიდრესი მსახიობია, მისი ქონება 600 მილიონ დოლარს შეადგენს. მაგრამ გოგონას მეგობრების თქმით, ამხელა თანხის მიღების პერსპექტივაც კი არ უბიძგებს სურის გააუმჯობესოს ურთიერთობა მამასთან.

"სურის არ სურს რაიმე კონტაქტის აღდგენა მამასთან. რომც დაურეკოს, ის არ უპასუხებს“, - განუცხადა Daily Mail-ს ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ.

ტომ კრუზი და ქეითი ჰოლმსი 2006 წელს დაქორწინდნენ. მსახიობებმა მდიდრული ქორწილი იტალიაში გადაიხადეს. ექვსი თვით ადრე ახალდაქორწინებულებს შეეძინათ ქალიშვილი სური, თუმცა 2012 წელს ქეითმა ქმრისთვის მოულოდნელად, განქორწინება და ქალიშვილზე სრული მეურვეობა მოითხოვა.

  • მსახიობმა თქვა, რომ ის უარს ამბობს საიენტოლოგიურ რწმენაზე, რომელსაც ტომი აღიარებდა და სურდა გოგონა კათოლიკური რწმენით აღეზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საიენტოლოგიური ეკლესია, რომლის მიმდევარიც 58 წლის კრუზია, უკრძალავს მას ქალიშვილთან ურთიერთობას, რადგან გოგონა მათ რიგებს არ შეუერთდა.

ფაქტია, რომ ქეითთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, ტომმა გაწყვიტა ურთიერთობა ქალიშვილთანაც. 2015 წელს კრუზი გადავიდა აშშ-დან დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო თავის ინგლისელ საიენტოლოგ მეგობრებთან.

ახლობლების თქმით, წლების განმავლობაში ტომი არ კარგავდა იმედს, რომ გოგონა რომ ზრდასრული გახდებოდა, მის რწმენაზე გადავიდოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

"ის არ არსებობს ქეითისა და სურის ცხოვრებაში. მის ქალიშვილს არ სურს მამის იმედი ჰქონდეს რაიმეში. ის გრძნობს, რომ მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს და ის დედაა“, - ამბობენ ოჯახის მეგობრები.

ახლა სური ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია. უცნობია, რა პროფესიას აირჩევს გოგონა. ერთი რამ ცხადია: ის არ გაჰყვება ცნობილი მშობლების კვალს, რადგან არ მოსწონს პოპულარობა, თაყვანისმცემლები და მუდმივი შევიწროება პაპარაცების მხრიდან. გარდა ამისა, არ სურს გამოიყენოს კარიერული წარმატებისთვის ვარსკვლავი მამის სახელი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"