მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა
პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა

საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში, ირა­ნის სა­კონ­სუ­ლო­ში თა­ვის აფეთ­ქე­ბით იმუქ­რე­ბო­და.

Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კონ­სუ­ლოს შე­ნო­ბა­ში შე­სულ მა­მა­კაცს თან ყუმ­ბა­რა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ჟი­ლე­ტი ჰქონ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­კონ­სუ­ლოს შე­ნო­ბა ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს და მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, რა მო­ტი­ვით მოქ­მე­დებ­და და­კა­ვე­ბუ­ლი.

ინ­ცი­დენ­ტის გამო ახ­ლომ­დე­ბა­რე მეტ­როს ხაზ­მა მუ­შა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა და პო­ლი­ცი­ამ მო­ქა­ლა­ქე­ებს სთხო­ვა, ტე­რი­ტო­რი­ას­თან მი­ახ­ლო­ე­ბის­თვის თავი აე­რი­დე­ბი­ნათ.

ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა მომ­ხდა­რი ირან­სა და ის­რა­ელს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას. დღეს დი­ლით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ირა­ნის ქა­ლაქ ის­პა­ან­ში აფეთ­ქე­ბე­ბის ხმე­ბი ის­მო­და, რაც, წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმას უკავ­შირ­დე­ბო­და. თე­ი­რან­მა თავ­დას­ხმა არ და­ა­დას­ტუ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბებს არ გეგ­მავს. Reuters-ი წერს, რომ ეს პა­სუ­ხი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­შტა­ბუ­რი ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი.

ვაჟა
0

რატო დაიჭირეს😬😬

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც დედაქალაქ პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

Reuters-ის ინფორმაციით, საკონსულოს შენობაში შესულ მამაკაცს თან ყუმბარა და ასაფეთქებელი ჟილეტი ჰქონდა. სამართალდამცავებმა საკონსულოს შენობა ალყაში მოაქციეს და მამაკაცი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია, რა მოტივით მოქმედებდა დაკავებული.

ინციდენტის გამო ახლომდებარე მეტროს ხაზმა მუშაობა დროებით შეაჩერა და პოლიციამ მოქალაქეებს სთხოვა, ტერიტორიასთან მიახლოებისთვის თავი აერიდებინათ.

ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის ესკალაციას. დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ქალაქ ისპაანში აფეთქებების ხმები ისმოდა, რაც, წყაროების ცნობით, ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას უკავშირდებოდა. თეირანმა თავდასხმა არ დაადასტურა და განაცხადა, რომ საპასუხო ქმედებებს არ გეგმავს. Reuters-ი წერს, რომ ეს პასუხი, სავარაუდოდ, მასშტაბური ომის თავიდან აცილებისკენ იყო მიმართული.