ავტორი:

"მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი" - რას წერს დეა მელაძე "ოცნების" მილიონერ დეპუტატზე საკუთარი ანტირუსული პოზიციის განმარტებისას

"მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი" - რას წერს დეა მელაძე "ოცნების" მილიონერ დეპუტატზე საკუთარი ანტირუსული პოზიციის განმარტებისას

დეა მელაძე, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატს, გოჩა ენუქიძეს 2023 წლის დეკლარაციაში მეუღლედ ჰყავს მოხსენიებული, წერს, რომ 10 წელია, რაც დეპუტატის ცოლი აღარ არის. ეს კი მან საკუთარი ანტირუსული პოზიციის განმარტებისთვის დაწერა.

"არა რუსულ კანონს! არა რუსეთს! ამ ზარზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა, მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი, შესაბამისად განსჯის საგანიც ვერ იქნება." - წერს ის.

გოჩა ენუქიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე საკანონმდებლო ორგანოში დიდი აქტიურობით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ის უკვე ოთხგზის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.

ოთხჯერვე მაჟორიტარი გახლდათ... პირველ 2 შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად შევიდა საკანონმდებლო ორგანოში, შემდეგ კი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.

მისი "მარადიული დეპუტატობის" საიდუმლო კი მის ქონებაშია. სხვადასხვა მონაცემებით, გოჩა ენუქიძის ქონების ღირებულება დაახლოებით, 5 181 800 ლარია. ის, როგორც წესი, სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია ხოლმე.

ასევე იხილეთ: