მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიბორგი ტარაკნები უდაბნოში გამოცადეს: სინგაპურელმა მეცნიერებმა შეძლეს მათი გადაადგილების გაკონტროლება: რობოტიკის ახალი მიღწევა
კიბორგი ტარაკნები უდაბნოში გამოცადეს: სინგაპურელმა მეცნიერებმა შეძლეს მათი გადაადგილების გაკონტროლება: რობოტიკის ახალი მიღწევა

სინ­გა­პუ­რელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თვა­დი კი­ბორგ ტა­რაკ­ნე­ბის ჯგუ­ფი უდაბ­ნო­ში გა­უშ­ვეს, რათა გა­მო­ე­ცა­დათ, რო­გორ მო­ა­ხერ­ხებ­დნენ მათ მარ­თვას უდაბ­ნოს პი­რო­ბებ­ში და სა­მო­მავ­ლოდ შეძ­ლებ­დნენ თუ არა, მათ გა­მო­ყე­ნე­ბას სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო მი­სი­ე­ბის­თვის.

კვლე­ვამ, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ არ არის ბო­ლომ­დე შე­ჯა­მე­ბუ­ლი, და­ად­გი­ნა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 20 კი­ბორ­გი მა­და­გას­კა­რის ტა­რა­კა­ნი, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლია პა­ტა­რა კომ­პი­უ­ტე­რი­ზე­ბუ­ლი ზურგჩან­თე­ბით, შე­იძ­ლე­ბა კონ­ტროლ­დე­ბო­დეს ისე, რომ ისი­ნი ქვი­შის ბორ­ცვებ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ ერთ გუნ­დად", - უწყე­ბა ”Independent” - ი.

ეს კი­ბორ­გე­ბი ცო­ცხა­ლი ტა­რაკ­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი არი­ან ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რებს შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ მათ გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად.

მკვლევ­რებ­მა მა­და­გას­კა­რის ტა­რაკ­ნე­ბის ზურ­გზე უკა­ბე­ლო მარ­თვის მო­დუ­ლე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟეს, რო­მე­ლიც მზის ბა­ტა­რე­ე­ბით იკ­ვე­ბე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, ტა­რაკ­ნე­ბის ეს სა­ხე­ო­ბა სიგ­რძე­ში 6 სან­ტი­მეტრს აღ­წევს.

ტა­რაკ­ნე­ბის ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სტი­მუ­ლი­რე­ბით მეც­ნი­ე­რებ­მა შეძ­ლეს მწე­რე­ბის მო­ტო­რი­კის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო მი­სი­ე­ბის დროს ან გა­რე­მოს მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, სინ­გა­პუ­რის ნა­ნი­ან­გის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რებ­მა შეძ­ლეს ტა­რაკ­ნე­ბის­თვის ბრძა­ნე­ბე­ბის გა­და­ცე­მა და მათ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მა. მეც­ნი­ე­რე­ბი ახერ­ხებ­დნენ ტა­რაკ­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას მარ­ცხნივ ან მარ­ჯვნივ, თუმ­ცა თა­ვად ტა­რაკ­ნებ­მა ასე­ვე შეძ­ლეს თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნათ დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, რო­გორც ამას ჩვე­უ­ლებ­რივ აკე­თე­ბენ.

მკვლევ­რებ­მა ასე­ვე და­ა­ფიქ­სი­რეს რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ამოტ­რი­ა­ლე­ბულ ტა­რაკ­ნებს, ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა­ში სხვე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

მსგავს კი­ბორგ მწე­რებ­ზე მეც­ნი­ე­რებს ად­რეც უმუ­შა­ვი­ათ, მაგ­რამ კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბის თქმით, მათი ახა­ლი კვლე­ვა ინო­ვა­ცი­უ­რია. ახა­ლი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით მწე­რე­ბის კონ­ტრო­ლი უფრო მარ­ტი­ვია და ბევ­რად უფრო დიდი ხნი­თაც შე­იძ­ლე­ბა.

კერ­ძოდ, ერთ-ერთი ინო­ვა­ცია ბა­ტა­რე­ე­ბის გამ­ძლე­ო­ბა­შია. პა­ტა­რა და ძა­ლი­ან თხე­ლი მზის ელე­მენ­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს ბა­ტა­რე­ის და­ტე­ნას, რაც მკვლე­ვა­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს დის­ტან­ცი­უ­რად აკონ­ტრო­ლონ ტა­რაკ­ნე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"სხე­ულ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ულტრა­თხე­ლი ორ­გა­ნუ­ლი მზის უჯრე­დე­ბის მო­დუ­ლი აღ­წევს 17,2 მიკ­რო­ვა­ტამ­დე სიმ­ძლავ­რეს, რაც ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა აქამ­დე არ­სე­ბულ მსგავს ტექ­ნო­ლო­გი­ებს"

"ეს კვლე­ვა ხელს უწყობს რო­ბო­ტი­კის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას და აჩ­ვე­ნებს ბი­ო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნიზ­მე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბის პო­ტენ­ცი­ალს რო­ბო­ტი­კას­თან და კონ­ტრო­ლის თე­ო­რი­ას­თან, რათა რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში შე­იქ­მნას უფრო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი სის­ტე­მე­ბი“, - წე­რენ მეც­ნი­ე­რე­ბი კვლე­ვა­ში.

მა­თი­ვე თქმით, დის­ტან­ცი­უ­რად კონ­ტრო­ლი­რე­ბად კი­ბორ­გი მწე­რე­ბის არ­მი­ას შე­უძ­ლია შე­აღ­წი­ოს ძნე­ლად მი­სად­გომ ად­გი­ლებ­ში ან და­აკ­ვირ­დეს ამა თუ იმ ლო­კა­ცი­ას, თუმ­ცა ამის­თვის შემ­დგო­მი კვლე­ვე­ბი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კრიტიკოსი
0

ტერმინატორი გაოგნებულია...

დათო
17

ისე ამ ჩვენ პროტესტანტებსაც ეგრე ხომ არ მართავენ ნეტა? რაღაც ნამეტანი ზომბებივით არიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

კიბორგი ტარაკნები უდაბნოში გამოცადეს: სინგაპურელმა მეცნიერებმა შეძლეს მათი გადაადგილების გაკონტროლება: რობოტიკის ახალი მიღწევა

კიბორგი ტარაკნები უდაბნოში გამოცადეს: სინგაპურელმა მეცნიერებმა შეძლეს მათი გადაადგილების გაკონტროლება: რობოტიკის ახალი მიღწევა

სინგაპურელმა მეცნიერებმა დისტანციურად მართვადი კიბორგ ტარაკნების ჯგუფი უდაბნოში გაუშვეს, რათა გამოეცადათ, როგორ მოახერხებდნენ მათ მართვას უდაბნოს პირობებში და სამომავლოდ შეძლებდნენ თუ არა, მათ გამოყენებას სამძებრო-სამაშველო მისიებისთვის.

კვლევამ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შეჯამებული, დაადგინა, რომ დაახლოებით 20 კიბორგი მადაგასკარის ტარაკანი, რომლებიც აღჭურვილია პატარა კომპიუტერიზებული ზურგჩანთებით, შეიძლება კონტროლდებოდეს ისე, რომ ისინი ქვიშის ბორცვებზე გადაადგილდებოდნენ ერთ გუნდად", - უწყება ”Independent” - ი.

ეს კიბორგები ცოცხალი ტარაკნები არიან, რომლებიც აღჭურვილები არიან ტექნოლოგიური მოწყობილობებით, რომელიც მეცნიერებს შეუძლიათ გამოიყენონ მათ გასაკონტროლებლად.

მკვლევრებმა მადაგასკარის ტარაკნების ზურგზე უკაბელო მართვის მოდულები დაამონტაჟეს, რომელიც მზის ბატარეებით იკვებება. შეგახსენებთ, ტარაკნების ეს სახეობა სიგრძეში 6 სანტიმეტრს აღწევს.

ტარაკნების ნერვული სისტემის სტიმულირებით მეცნიერებმა შეძლეს მწერების მოტორიკის გაკონტროლება, რაც შეიძლება გამოიყენონ სამძებრო-სამაშველო მისიების დროს ან გარემოს მონიტორინგისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეძლეს ტარაკნებისთვის ბრძანებების გადაცემა და მათთვის მიმართულების მიცემა. მეცნიერები ახერხებდნენ ტარაკნების გადაადგილებას მარცხნივ ან მარჯვნივ, თუმცა თავად ტარაკნებმა ასევე შეძლეს თავიდან აეცილებინათ დაბრკოლებები, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებენ.

მკვლევრებმა ასევე დააფიქსირეს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ამოტრიალებულ ტარაკნებს, ფეხზე წამოდგომაში სხვები ეხმარებოდნენ.

მსგავს კიბორგ მწერებზე მეცნიერებს ადრეც უმუშავიათ, მაგრამ კვლევის ავტორების თქმით, მათი ახალი კვლევა ინოვაციურია. ახალი მეთოდის გამოყენებით მწერების კონტროლი უფრო მარტივია და ბევრად უფრო დიდი ხნითაც შეიძლება.

კერძოდ, ერთ-ერთი ინოვაცია ბატარეების გამძლეობაშია. პატარა და ძალიან თხელი მზის ელემენტი უზრუნველყოფს ბატარეის დატენას, რაც მკვლევარებს საშუალებას აძლევს დისტანციურად აკონტროლონ ტარაკნები დიდი ხნის განმავლობაში.

"სხეულზე დამონტაჟებული ულტრათხელი ორგანული მზის უჯრედების მოდული აღწევს 17,2 მიკროვატამდე სიმძლავრეს, რაც ბევრად აღემატება აქამდე არსებულ მსგავს ტექნოლოგიებს"

"ეს კვლევა ხელს უწყობს რობოტიკის სფეროს განვითარებას და აჩვენებს ბიოლოგიური ორგანიზმების ინტეგრირების პოტენციალს რობოტიკასთან და კონტროლის თეორიასთან, რათა რეალურ სამყაროში შეიქმნას უფრო ინტელექტუალური ავტონომიური სისტემები“, - წერენ მეცნიერები კვლევაში.

მათივე თქმით, დისტანციურად კონტროლირებად კიბორგი მწერების არმიას შეუძლია შეაღწიოს ძნელად მისადგომ ადგილებში ან დააკვირდეს ამა თუ იმ ლოკაციას, თუმცა ამისთვის შემდგომი კვლევები იქნება საჭირო. წყარო

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა