საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მხიარული ნიჩბოსნის უცნაური ახირება - ცურვა გიგანტური გოგრის კანოეთი (ფოტოები)
მხიარული ნიჩბოსნის უცნაური ახირება - ცურვა გიგანტური გოგრის კანოეთი (ფოტოები)

რო­გორც ჩანს, ავ­სტრა­ლი­ა­ში, სამ­ხრეთ უელ­სის შტატ­ში მცხოვ­რებ­მა მა­მა­კა­ცებ­მა იცი­ან, რო­გორ გა­მო­ნა­ხონ უც­ნა­უ­რი ჰობი...

მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ მარკ პი­კოკ­მა მო­ა­ხერ­ხა თა­ვის ბაღ­ში 407 კგ გოგ­რის გაზ­რდა. კაც­მა თა­ვის ახალ მე­გო­ბარს და­არ­ქვა ტორ­მუნ­დი ("სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბის" პერ­სო­ნა­ჟის პა­ტივ­სა­ცე­მად, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი გახ­და ჟღა­ლი თმი­თა და წვე­რით). შემ­დეგ თა­ვი­სი გი­გან­ტუ­რი გოგ­რა კონ­კურ­სზე გა­ი­ტა­ნა, სა­დაც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, შე­დე­გად, 2024 წელს ტორ­მუნ­დი ავ­სტრა­ლი­ის ყვე­ლა­ზე დიდ გოგ­რად აღი­ა­რეს.

  • ტორ­მუნ­დის ახა­ლი ცხოვ­რე­ბა

კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კაც­მა გა­და­წყვი­ტა გოგ­რით ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლებს გა­მას­პინ­ძლე­ბო­და, მაგ­რამ ეს იდეა მის მე­გო­ბარს, ადამ ფარ­კუ­ჰარ­სონს არ მო­ე­წო­ნა. ადა­მი ად­გი­ლობ­რი­ვი ნიჩ­ბოს­ნო­ბის კლუ­ბის წევ­რი გახ­ლავთ, ამი­ტომ მე­გო­ბარს სთხო­ვა გი­გან­ტუ­რი გოგ­რა მის­თვის მი­ე­ცა. ნიჩ­ბო­სან­მა გოგ­რის­გან კა­ნოე გა­ა­კე­თა და მდი­ნა­რე თუ­მუ­ტის გას­წვრივ კი­ლო­მეტრნა­ხე­ვარ­ზე მეტი გა­ცუ­რა. სა­ნა­ხა­ო­ბას თვალს ადევ­ნებ­და ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

ფარ­კუ­ჰარ­სო­ნის თქმით, მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო მათი პა­ტა­რა ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­თა გარ­თო­ბა და ამა­ში ტორ­მუნ­დი და­ეხ­მა­რა.

ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ადამს გოგ­რის კაცი უწო­დეს, თუმ­ცა მისი თქმით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ დი­დე­ბა ხან­მოკ­ლე იქ­ნე­ბა.

"ვფიქ­რობ, ტე­ი­ლორ სვიფ­ტი­ვით არ ვიქ­ნე­ბი. მალე ჩემს ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბი", - ამ­ბობს გოგ­რის კაცი.

კა­ნო­ეს ცხოვ­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ისე დას­რულ­დე­ბა რო­გორც და­გეგ­მი­ლი იყო, გოგ­რას ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის საკ­ვე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

"ეს ჩემ­თვის სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვია. ჩემს მე­უღ­ლეს ვუ­თხა­რი, რომ უნდა მივ­მარ­თო პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, რომ ის ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში ფარ ლა­პის (ლე­გენ­და­რუ­ლი ცხე­ნი ავ­სტრა­ლი­ა­ში, ყვე­ლა დო­ღის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, სა­დაც კი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­უ­ღია) გუ­ლის გვერ­დით შე­ი­ნა­ხონ", - ხუმ­რობს ადა­მი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

მხიარული ნიჩბოსნის უცნაური ახირება - ცურვა გიგანტური გოგრის კანოეთი (ფოტოები)

მხიარული ნიჩბოსნის უცნაური ახირება - ცურვა გიგანტური გოგრის კანოეთი (ფოტოები)

როგორც ჩანს, ავსტრალიაში, სამხრეთ უელსის შტატში მცხოვრებმა მამაკაცებმა იციან, როგორ გამონახონ უცნაური ჰობი...

მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მარკ პიკოკმა მოახერხა თავის ბაღში 407 კგ გოგრის გაზრდა. კაცმა თავის ახალ მეგობარს დაარქვა ტორმუნდი ("სამეფო კარის თამაშების" პერსონაჟის პატივსაცემად, რომელიც ცნობილი გახდა ჟღალი თმითა და წვერით). შემდეგ თავისი გიგანტური გოგრა კონკურსზე გაიტანა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა, შედეგად, 2024 წელს ტორმუნდი ავსტრალიის ყველაზე დიდ გოგრად აღიარეს.

  • ტორმუნდის ახალი ცხოვრება

კონკურსში გამარჯვების შემდეგ კაცმა გადაწყვიტა გოგრით შინაური ცხოველებს გამასპინძლებოდა, მაგრამ ეს იდეა მის მეგობარს, ადამ ფარკუჰარსონს არ მოეწონა. ადამი ადგილობრივი ნიჩბოსნობის კლუბის წევრი გახლავთ, ამიტომ მეგობარს სთხოვა გიგანტური გოგრა მისთვის მიეცა. ნიჩბოსანმა გოგრისგან კანოე გააკეთა და მდინარე თუმუტის გასწვრივ კილომეტრნახევარზე მეტი გაცურა. სანახაობას თვალს ადევნებდა ათასზე მეტი ადამიანი.

ფარკუჰარსონის თქმით, მისი მთავარი მიზანი იყო მათი პატარა ქალაქის მცხოვრებთა გართობა და ამაში ტორმუნდი დაეხმარა.

ადგილობრივებმა ადამს გოგრის კაცი უწოდეს, თუმცა მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ დიდება ხანმოკლე იქნება.

"ვფიქრობ, ტეილორ სვიფტივით არ ვიქნები. მალე ჩემს ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდები", - ამბობს გოგრის კაცი.

კანოეს ცხოვრება, სავარაუდოდ, ისე დასრულდება როგორც დაგეგმილი იყო, გოგრას შინაური ცხოველების საკვებად გამოიყენებენ.

"ეს ჩემთვის სევდიანი ამბავია. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ უნდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, რომ ის ეროვნულ მუზეუმში ფარ ლაპის (ლეგენდარული ცხენი ავსტრალიაში, ყველა დოღის გამარჯვებული, სადაც კი მონაწილეობა მიუღია) გულის გვერდით შეინახონ", - ხუმრობს ადამი.

წყარო