სპორტი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ გოგოსგან რა გინდათ, თუ ამის ქმარი "ქოცია"?! იმ 82-ის ცოლებსაც შეუვარდით..." - რას უწერენ ქეთი ხატიაშვილს გამომწერები და რას პასუხობს ის ერთ-ერთ არაეთიკურ კომენტარს?
"ამ გოგოსგან რა გინდათ, თუ ამის ქმარი "ქოცია"?! იმ 82-ის ცოლებსაც შეუვარდით..." - რას უწერენ ქეთი ხატიაშვილს გამომწერები და რას პასუხობს ის ერთ-ერთ არაეთიკურ კომენტარს?

17 აპ­რილს, 83 ხმით 0-ის წი­ნა­აღ­მდეგ - ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტმა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ი­ღო. მხარ­დამ­ჭერ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის იყოს მო­რაგ­ბე და­ვით კა­ჭა­რა­ვა, რო­მე­ლიც ბოლო მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან...“

უკვე წლე­ბია, რაც ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში დიდი რაგ­ბი­დან წა­სულ და­ვით კა­ჭა­რა­ვა ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. წყვილს 14 მარტს სა­ერ­თო შვი­ლი, ვაჟი ილია კა­ჭა­რა­ვა შე­ე­ძი­ნათ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, მათ შო­რის ინფლუ­ენ­სე­რე­ბის­გან, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას ითხოვ­და.

ქეთი ხა­ტი­აშ­ვილ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე" ბოლო პოს­ტი ორი დღის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა., რო­მელ­შიც ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქა­ლებს მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბი­სა და მუც­ლის მო­შო­რე­ბის­თვის ვარ­ჯიშს ას­წავ­ლის. კო­მენ­ტა­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლია, ქე­თის ქმრის სტა­ტუსს ახ­სე­ნე­ბენ და წე­რენ, რომ ვარ­ჯი­შის მა­გი­ერ, ახლა "რუ­სულ კა­ნონს“ უნდა აპ­რო­ტეს­ტებ­დეს.

"ყო­ველ­დღე ვა­მოწ­მებ­დი შენს "ინ­სტაგ­რამს", მა­ინ­ტე­რე­სებ­და, და­წერ­დი თუ არა რა­მეს... არაფ­რის მომ­ცე­მია შენი სი­ტყვე­ბი, ნული ღი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი. ვი­თომ ძა­ლი­ან გა­დარ­დებ­დეს ეს სი­ტუ­ა­ცია და გული შეგ­ტკი­ო­დეს ხალ­ხსა თუ შენს ქვე­ყა­ნა­ზე, მონა“.

"შენ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში გინ­და ცხოვ­რე­ბა? ამ დროს შენი სა­მარ­ცხვი­ნო ქმა­რი, შენი შვი­ლის მამა, ქვეყ­ნის გამ­ყიდ­ვე­ლი, რას შვე­ბა? აი, იმას უთხა­რი ეს, რომ არ გინ­და საბ­ჭო­თა რუ­სეთ­ში შენი შვი­ლე­ბის გაზ­რდა, არა­მედ ევ­რო­პა­ში! შენი მო­ღა­ლა­ტე, ორუ­ჯრე­დი­ა­ნი სა­მარ­ცხვი­ნო ქმა­რი იმ 83 კაც­ში თი­თის დამ­ჭე­რი, აი, მას უთხა­რი ეს! ფა­რი­სევ­ლუ­რი "სთო­რი" ვი­თომ ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ გინ­და ცხოვ­რე­ბა, ეს იმი­ტომ რომ ყვე­ლა შენ­მა კო­ლე­გამ გა­ა­ზი­ა­რა და და­ცინ­ვის შე­გე­შინ­და! გრცხვე­ნო­დეს ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი, კა­პი­კია შენი სტუ­დი­ე­ბის! მიღ­წე­ვე­ბის და ინფლუ­ენ­სე­რო­ბის ფასი!“

ამ ში­ნა­არ­სის არა­ერთ კო­მენ­ტარ­ში ახალ­გაზ­რდა ქა­ლის პო­ზი­ცი­ას აკ­რი­ტი­კე­ბენ, თუმ­ცა ქე­თის ექო­მა­გე­ბი­ან კი­დეც:

"ამ გო­გოს­გან რა გინ­დათ, თუ ამის ქმა­რი "ქო­ცია"?! იმ 82-ის ცო­ლებ­საც შე­უ­ვარ­დით და ლან­ძღეთ "ინ­სტაგ­რამ­ზე". ღმერ­თო, რა­საც ვგმობთ, იმას აკე­თებთ თუ რა ჯან­და­ბა გჭირთ?! წა­დით კა­ჭა­რა­ვა­საც აქვს თა­ვის ინ­სტაგ­რა­მი და სხვა 82-საც და და­უ­წე­რეთ! და­დე­ქით აქ­ცი­ა­ზე და და­უ­დე­ქით სპეც­რაზმს წინ, ამომ­ფა­რე­ბი­ხართ აქ კლა­ვი­ა­ტუ­რას, მარ­თლა რა­მის გამ­კე­თებ­ლე­ბი იყოთ რა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დგა აქ­ცი­ა­ზე და აქ არ­ცერ­თი არ აქვს კო­მენ­ტა­რე­ბის წე­რის დრო, უსაქ­მურ­თა ხრო­ვა.“

ერთ-ერთ კო­მენ­ტარ­ში ქე­თის გა­მომ­წე­რი ეკი­თხე­ბა:

"კა­ჭოს­გან" შვი­ლი რომ გა­ა­ჩი­ნეთ, არ გრცხვე­ნი­ათ?“ - ამ კო­მენ­ტარს ტან­მო­ვარ­ჯი­შემ სპე­ცი­ა­ლუ­რი ვი­დე­ო­თი უპა­სუ­ხა.

"არ გა­ვურ­ბი­ვარ არა­ფერს, უბ­რა­ლოდ, რაზე გი­პა­სუ­ხოთ, ამ კი­თხვებ­ზე? არ ვა­პი­რებ პა­სუ­ხის გა­ცე­მას. მა­შინ "ან­ფო­ლოუ“ გა­მი­კე­თე, ნუ "და­მა­ფო­ლო­ვებთ“ თუ ასე­თი ცუდი ვარ. ძა­ლი­ან სა­წყე­ნია...“ - ამ­ბობს ვი­დე­ო­ში ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაკოია
1

კაჭარავასგან შვილი გააჩინა! ეს როგორ გავიგოთ? ანუ უკანონო შვილი ყავთ?, ასე გამოდის. ცოდოა ბავშვი. ან გააოფიციალურეთ ურთიერთობა ნუ ცდილობთ ბავშვი ნაბიჭვრიშვილის გვარის მატარებელი იყოს.

ეს უნდა იცოდეთ!
81

განსხვავებული აზრის მქონე პირებზე ძალადობა და თავდასხმები ნაცების დამკვიდრებული სტილია, დღემდე კარგად მუშაობს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ამ გოგოსგან რა გინდათ, თუ ამის ქმარი "ქოცია"?! იმ 82-ის ცოლებსაც შეუვარდით..." - რას უწერენ ქეთი ხატიაშვილს გამომწერები და რას პასუხობს ის ერთ-ერთ არაეთიკურ კომენტარს?

"ამ გოგოსგან რა გინდათ, თუ ამის ქმარი "ქოცია"?! იმ 82-ის ცოლებსაც შეუვარდით..." - რას უწერენ ქეთი ხატიაშვილს გამომწერები და რას პასუხობს ის ერთ-ერთ არაეთიკურ კომენტარს?

17 აპრილს, 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ - ე.წ. აგენტების კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. მხარდამჭერ დეპუტატებს შორის იყოს მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ბოლო მოწვევის პარლამენტის წევრია "ქართული ოცნებიდან...“

უკვე წლებია, რაც ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი პარლამენტში დიდი რაგბიდან წასულ დავით კაჭარავა ერთად ცხოვრობენ. წყვილს 14 მარტს საერთო შვილი, ვაჟი ილია კაჭარავა შეეძინათ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე დღეების განმავლობაში საზოგადოების ნაწილი ცნობილ ადამიანებისგან, მათ შორის ინფლუენსერებისგან, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდა.

ქეთი ხატიაშვილმა "ინსტაგრამზე" ბოლო პოსტი ორი დღის წინ გამოაქვეყნა., რომელშიც ტანმოვარჯიშე ქალებს მშობიარობის შემდეგ წონაში დაკლებისა და მუცლის მოშორებისთვის ვარჯიშს ასწავლის. კომენტარების დიდი ნაწილი საკმაოდ კრიტიკულია, ქეთის ქმრის სტატუსს ახსენებენ და წერენ, რომ ვარჯიშის მაგიერ, ახლა "რუსულ კანონს“ უნდა აპროტესტებდეს.

"ყოველდღე ვამოწმებდი შენს "ინსტაგრამს", მაინტერესებდა, დაწერდი თუ არა რამეს... არაფრის მომცემია შენი სიტყვები, ნული ღირებულების მატარებელი. ვითომ ძალიან გადარდებდეს ეს სიტუაცია და გული შეგტკიოდეს ხალხსა თუ შენს ქვეყანაზე, მონა“.

"შენ ევროპულ ქვეყანაში გინდა ცხოვრება? ამ დროს შენი სამარცხვინო ქმარი, შენი შვილის მამა, ქვეყნის გამყიდველი, რას შვება? აი, იმას უთხარი ეს, რომ არ გინდა საბჭოთა რუსეთში შენი შვილების გაზრდა, არამედ ევროპაში! შენი მოღალატე, ორუჯრედიანი სამარცხვინო ქმარი იმ 83 კაცში თითის დამჭერი, აი, მას უთხარი ეს! ფარისევლური "სთორი" ვითომ ევროპულ საქართველოში, რომ გინდა ცხოვრება, ეს იმიტომ რომ ყველა შენმა კოლეგამ გააზიარა და დაცინვის შეგეშინდა! გრცხვენოდეს ქეთი ხატიაშვილი, კაპიკია შენი სტუდიების! მიღწევების და ინფლუენსერობის ფასი!“

ამ შინაარსის არაერთ კომენტარში ახალგაზრდა ქალის პოზიციას აკრიტიკებენ, თუმცა ქეთის ექომაგებიან კიდეც:

"ამ გოგოსგან რა გინდათ, თუ ამის ქმარი "ქოცია"?! იმ 82-ის ცოლებსაც შეუვარდით და ლანძღეთ "ინსტაგრამზე". ღმერთო, რასაც ვგმობთ, იმას აკეთებთ თუ რა ჯანდაბა გჭირთ?! წადით კაჭარავასაც აქვს თავის ინსტაგრამი და სხვა 82-საც და დაუწერეთ! დადექით აქციაზე და დაუდექით სპეცრაზმს წინ, ამომფარებიხართ აქ კლავიატურას, მართლა რამის გამკეთებლები იყოთ რა, უამრავი ადამიანი დგა აქციაზე და აქ არცერთი არ აქვს კომენტარების წერის დრო, უსაქმურთა ხროვა.“

ერთ-ერთ კომენტარში ქეთის გამომწერი ეკითხება:

"კაჭოსგან" შვილი რომ გააჩინეთ, არ გრცხვენიათ?“ - ამ კომენტარს ტანმოვარჯიშემ სპეციალური ვიდეოთი უპასუხა.

"არ გავურბივარ არაფერს, უბრალოდ, რაზე გიპასუხოთ, ამ კითხვებზე? არ ვაპირებ პასუხის გაცემას. მაშინ "ანფოლოუ“ გამიკეთე, ნუ "დამაფოლოვებთ“ თუ ასეთი ცუდი ვარ. ძალიან საწყენია...“ - ამბობს ვიდეოში ქეთი ხატიაშვილი.