ავტორი:

ის, რაც ვერ შეძლო ირანმა 320 რაკეტით, გააკეთა უკრაინამ 12-ით... -  რა მოხდა რუსეთის საჰაერო ბაზაზე?

ის, რაც ვერ შეძლო ირანმა 320 რაკეტით, გააკეთა უკრაინამ 12-ით... -  რა მოხდა რუსეთის საჰაერო ბაზაზე?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ირანის მიერ 13-14 აპრილის ღამეს ისრაელის მიმართულებით განხორციელებული კომბინირებული საჰაერო შეტევა, რომელშიც 320-კამიკაძე-დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა მონაწილეობდა, საბოლოო ჯამში თითქმის სრული კრახით დასრულდა, რადგან უშუალოდ ისრაელის ტერიტორიაზე მხოლოდ ცხრა რაკეტა თუ აფეთქდა და მათაც დიდი ვერაფერი ზიანი მიაყენეს ისრაელის საჰაერო ბაზებს...

სამი დღის შემდეგ, 16-17 აპრილის ღამეს კიდევ ერთი სარაკეტო შეტევა განხორციელდა, ოღონდ ამჯერად რუსეთის საჰაერო ბაზის წინააღმდეგ ანექსირებული ყირიმის ჯანკოიში, მხოლოდ 12 ბალისტიკური რაკეტით და უკრაინამ მნიშვნელოვანი საბრძოლო წარმატება ჩაიწერა...

ჯანკოი ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და იქ საბჭოთა პერიოდიდან განთავსებულია სამხედრო აეროდრომი, რომელზეც ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შემავალი 39-ე საშვეულმფრენო პოლკია დისლოცირებული. ამ პოლკის სამი ესკადრილია აღჭურვილია Ми-8АМТШ სამხედრო-სატრანსპორტო, ასევე Ми-35М, Ми-28 და Ка-52 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენებით.

ინტერნეტსივრცეში ვრცელდება С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის დაზიანებულ/განადგურებული გამშვები დანადგარების ფოტო, მაგრამ დასაზუსტებელია, ამ ფოტოზე მართლაც ჯანკოიზე უკრაინული სარაკეტო თავდასხმის შედეგია ასახული თუ არა.

ჯანკოის აეროდრომიდან ფრონტის ხაზამდე 150 კმ-მდეა და რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობა სწორედ ჯანკოის პოლკის " ტერმინატორებს“,"ალიგატორებსა“ და "ღამის მონადირეებს“ იყენებდა გასული წლის უკრაინული კონტრშეტევების მოსაგერიებლად...

ამიტომაც უკრაინის გენშტაბს დიდი ხანია ყელში აქვს გაჩხერილი ეს რუსული საშვეულმფრენო პოლკი და აქამდეც, ომის მსვლელობის პერიოდში მას რამდენჯერმე კიდეც დაარტყა...

თუმცა 16-17 აპრილის საჰაერო შეტევა სულ სხვა სცენარით განხორციელდა, რადგან ამჯერად უკრაინამ, ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ, მასიურად გამოიყენა ბალისტიკური რაკეტები...

რა თქმა უნდა, უკრაინული "მასიური“ სარაკეტო დარტყმა რაოდენობით ვერ გაუტოლდება ირანულს, მაგრამ სამაგიეროდ, საბრძოლო ეფექტიანობით ბევრად გადააჭარბა...

თუკი ირანულმა ხუთმა ბალისტიკურმა რაკეტამ ისრაელის "ნევატიმის“ საჰაერო ბაზაზე მხოლოდ ღრმულები დატოვა, უკრაინის მიერ გაშვებულმა 12 რაკეტამ ჯანკოის აეროდრომის ტერიტორიაზე რუს ოკუპანტებს ბევრად მნიშვნელოვანი საბრძოლო ზარალი მიაყენეს, ოღონდ არა შვეულმფრენების, არამედ ბევრად უფრო ძვირი სამხედრო ტექნიკის დაზიანება-განადგურების სახით...უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად,მათმა სარაკეტო დარტყმამ ჯანკოიში კრიტიკულად დააზიანა ან სრულად გაანადგურა С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ოთხი გამშვები დანადგარი და სამი რადიოლოკაციური სადგური, ამასთან მწყობრიდან იქნა გამოყვანილი თვით რუსეთის არმიისთვისაც ძალზე დეფიციტური Фундамент-М ტიპის საჰაერო სივრცის კონტროლისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების მართვის ცენტრიც... გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: