მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემინემის ქალიშვილი, რომელიც რეპერის ცხოვრებაში მთავარი ადამიანია - რა არის ცნობილი ჰეილის შესახებ, რომელიც ახლა ქორწილისთვის ემზადება (ფოტოები)
ემინემის ქალიშვილი, რომელიც რეპერის ცხოვრებაში მთავარი ადამიანია - რა არის ცნობილი ჰეილის შესახებ, რომელიც ახლა ქორწილისთვის ემზადება (ფოტოები)

ემი­ნე­მის ქა­ლიშ­ვი­ლის, ჰე­ი­ლის შე­სა­ხებ რე­პე­რის სიმ­ღე­რე­ბი­დან ბევ­რი გვსმე­ნია. ამ­ჟა­მად გო­გო­ნა ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა და მე­გობ­რებ­თან და დას­თან, ალე­ნას­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რობს. გო­გო­ნა ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც აქ­ვეყ­ნებს და კა­მე­რე­ბის წინ თეთრ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში პო­ზი­რებს.

მისი საქმრო ევან მა­კკ­ლინ­ტო­კია. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 2016 წელს მი­ჩი­გა­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს გა­იც­ნო, 2023 წელს კი ჰე­ი­ლიმ ნიშ­ნო­ბის წვე­უ­ლე­ბი­დან ფო­ტო­ე­ბი გა­ა­ზი­ა­რა.

ჰე­ი­ლი ემი­ნე­მი­სა და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, კიმ სკო­ტის ერ­თა­დერ­თი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ქა­ლიშ­ვი­ლია. ამე­რი­კელ­მა რე­პერ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცო­ლის დის­შვი­ლი ალე­ნაც იშ­ვი­ლა.

"ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ჩემ­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე წინ დგას. თუ მის ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა, რისი ნა­წი­ლიც უნდა ვიყო, ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს მი­ვა­ტო­ვებ და მის გვერ­დით ვიქ­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და 44 წლის რე­პერ­მა - "ჰე­ი­ლი ჩემი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რია, ეს სა­უ­კე­თე­სოდ მა­შინ და­ვი­ნა­ხე, რო­დე­საც სულ პა­ტა­რა იყო, მე ფული არ მქონ­და, არც სახ­ლი, სწო­რედ ჰე­ი­ლის ფაქ­ტორ­მა იმოქ­მე­და ყვე­ლა­ზე მე­ტად, რომ ცხოვ­რე­ბა შე­მეც­ვა­ლა. ის არის ჩემი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი ცხოვ­რე­ბა­ში. ხვალ ყვე­ლა­ფე­რი რომ დას­რულ­დეს, ჰე­ი­ლია ერ­თა­დერ­თი, რაც გა­მაჩ­ნია", - აღ­ნიშ­ნავ­და ემი­ნე­მი შვილ­ზე სა­უბ­რი­სას.

წყა­რო

ავტორი:

ემინემის ქალიშვილი, რომელიც რეპერის ცხოვრებაში მთავარი ადამიანია - რა არის ცნობილი ჰეილის შესახებ, რომელიც ახლა ქორწილისთვის ემზადება (ფოტოები)

ემინემის ქალიშვილი, რომელიც რეპერის ცხოვრებაში მთავარი ადამიანია - რა არის ცნობილი ჰეილის შესახებ, რომელიც ახლა ქორწილისთვის ემზადება (ფოტოები)

ემინემის ქალიშვილის, ჰეილის შესახებ რეპერის სიმღერებიდან ბევრი გვსმენია. ამჟამად გოგონა ქორწილისთვის ემზადება და მეგობრებთან და დასთან, ალენასთან ერთად მოგზაურობს. გოგონა ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს და კამერების წინ თეთრ საცურაო კოსტიუმში პოზირებს.

მისი საქმრო ევან მაკკლინტოკია. წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო, 2023 წელს კი ჰეილიმ ნიშნობის წვეულებიდან ფოტოები გააზიარა.

ჰეილი ემინემისა და მისი ყოფილი მეუღლის, კიმ სკოტის ერთადერთი ბიოლოგიური ქალიშვილია. ამერიკელმა რეპერმა მოგვიანებით ცოლის დისშვილი ალენაც იშვილა.

"ჩემი ქალიშვილი ჩემთვის ყველაფერზე წინ დგას. თუ მის ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, რისი ნაწილიც უნდა ვიყო, ნებისმიერ საქმეს მივატოვებ და მის გვერდით ვიქნები", - განაცხადა 44 წლის რეპერმა - "ჰეილი ჩემი მთავარი მოტივატორია, ეს საუკეთესოდ მაშინ დავინახე, როდესაც სულ პატარა იყო, მე ფული არ მქონდა, არც სახლი, სწორედ ჰეილის ფაქტორმა იმოქმედა ყველაზე მეტად, რომ ცხოვრება შემეცვალა. ის არის ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი ცხოვრებაში. ხვალ ყველაფერი რომ დასრულდეს, ჰეილია ერთადერთი, რაც გამაჩნია", - აღნიშნავდა ემინემი შვილზე საუბრისას.

წყარო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"