მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განცდა მაქვს, რომ მდინარაძეს სამაგიეროს გადახდა უნდოდა პოლიციელების მეშვეობით" - ალეკო ელისაშვილი
"განცდა მაქვს, რომ მდინარაძეს სამაგიეროს გადახდა უნდოდა პოლიციელების მეშვეობით" - ალეკო ელისაშვილი

გან­ცდა მაქვს, რომ მდი­ნა­რა­ძეს უნ­დო­და ჩემ­თვის სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით , - ამის შე­სა­ხებ "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, თუ რო­მე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ძა­ლა­დობ­დნენ მას­ზე და თუკი გა­მო­ძი­ე­ბა რე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სი­მარ­თლის დად­გე­ნით, დღეს­ვე შე­უძ­ლი­ათ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის და­ჭე­რა.

"ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გარ­თულ­და, როცა კორ­დონს მო­უ­ახ­ლოვ­და ვაჟა სი­რა­ძე და მის­გან მო­დი­ო­და სა­ში­ნე­ლი აგ­რე­სია უშუ­ა­ლოდ ჩემს მი­მართ. ბევ­რი რომ არ ვი­ლა­პა­რა­კო, ასე­თი გან­ცდა მაქვს, რომ მდი­ნა­რა­ძეს უნ­დო­და ჩემ­თვის სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მეტი არა­ფე­რი. ბევ­რი არაფ­რის თავი აქვს და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­მიქ­სი­ეს.

გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, მაგ­რამ მა­გა­თი გა­მო­ძი­ე­ბა არ გა­იშ­ვას. რა გა­მო­ძი­ე­ბა ამას უნდა, კად­რებ­ში ჩანს ყვე­ლა პო­ლი­ცი­ე­ლი, თუ უნ­დათ ახ­ლა­ვე და­ა­კა­ვონ. კი­დევ ვარ ხვალ და­ბა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ახლა მა­გათ­მაც კრა­მი­ტე­ბი არ და­ამ­ტვრი­ონ და ვაჟა სი­რა­ძე არ და­ი­ჭი­რონ. ვაჟა სი­რა­ძემ თქვა, რომ შე­ათ­რი­ე­თო, პირ­და­პირ ასე თქვა. შე­მაგ­დეს და წრე­ში მო­მაქ­ცი­ეს. ზუს­ტად არ მახ­სოვს, ვინ მირ­ტყამ­და და ვინ არა, მაგ­რამ კად­რებ­ში სა­ხე­ე­ბი ჩანს. მინ­და გი­თხრათ, რომ "კაი ბლო­მად“ მომ­ხვდა. ვინ სა­ი­დან მირ­ტყამ­და ღმერ­თმა უწყის.

00:00 / 00:00

ხომ გახ­სოვთ, საბ­ჭო­თა დროს პო­ლი­ცი­ე­ლებს ძაღ­ლო­ბას რომ ეძახ­დნენ? ის ტი­პე­ბი, ვინც ასე აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ, არი­ან საბ­ჭო­თა ძაღ­ლე­ბი. შემ­დეგ დი­დუ­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რომ გა­და­მიყ­ვა­ნეს, იქ ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი გა­რე­მო იყო, ფეხ­ბურ­თსაც კი ერ­თად ვუ­ყუ­რებ­დით“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მისი ცე­მის შე­სა­ხებ და­ვა­ლე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ვაჟა სი­რა­ძემ რუ­სე­თი­დან მი­ი­ღო.

"ამ კა­ნონს უკან არ გა­ი­ტა­ნენ და კა­ნო­ნი­ა­ნად გა­ვი­ტანთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა შევ­ცვა­ლოთ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვუშ­ვათ. ყო­ველ­გვა­რი ზღვა­რი გა­და­ლა­ხეს. აღარც მა­ლა­ვენ რუ­სე­თის ისეთ უღირს და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ. დუ­გინ­მა ორი დღის წინ თქვა, რომ ეგ ელი­საშ­ვი­ლი უნდა გა­ჭყლი­ტოთ და ორი დღის შემ­დეგ პო­ლი­ცია მირ­ტყამს. რო­გორ არ ვი­ფიქ­რო, რომ დუ­გი­ნის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებს ის სი­რა­ძე?“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელისაანთ ბიჭს
0

რა გინდა მერე, ხომ გადაგიხადა...

შენ მიპარვით დაესხი თავს და იმან სხვისი ხელით გააკეთა საქმე... ვინ უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა და ვინ უფრო დაზარალებული აღმოჩნდა?...

რაც მოგივა ალექსაო ყველა შენი თავითაო.

!!!
1

ალეკო გეშლება,ბიძინა და პუტინი,ვიოლა და სალომე,კელი და მეთიუ,ურსულა და თინა ბოკუჩავა,გავაგრძელო შე არამზადა ?! ფუი,შეგირცხვა ნამუსი! 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"განცდა მაქვს, რომ მდინარაძეს სამაგიეროს გადახდა უნდოდა პოლიციელების მეშვეობით" - ალეკო ელისაშვილი

"განცდა მაქვს, რომ მდინარაძეს სამაგიეროს გადახდა უნდოდა პოლიციელების მეშვეობით" - ალეკო ელისაშვილი

განცდა მაქვს, რომ მდინარაძეს უნდოდა ჩემთვის სამაგიეროს გადახდა პოლიციელების მეშვეობით , - ამის შესახებ "მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მედიაში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ რომელი პოლიციელები ძალადობდნენ მასზე და თუკი გამოძიება რეალურად იქნება დაინტერესებული სიმართლის დადგენით, დღესვე შეუძლიათ დამნაშავეების დაჭერა.

"ყველაფერი ძალიან გართულდა, როცა კორდონს მოუახლოვდა ვაჟა სირაძე და მისგან მოდიოდა საშინელი აგრესია უშუალოდ ჩემს მიმართ. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ასეთი განცდა მაქვს, რომ მდინარაძეს უნდოდა ჩემთვის სამაგიეროს გადახდა პოლიციელების მეშვეობით, მეტი არაფერი. ბევრი არაფრის თავი აქვს და პოლიციელები მომიქსიეს.

გამოძიება დაიწყო, მაგრამ მაგათი გამოძიება არ გაიშვას. რა გამოძიება ამას უნდა, კადრებში ჩანს ყველა პოლიციელი, თუ უნდათ ახლავე დააკავონ. კიდევ ვარ ხვალ დაბარებული, მაგრამ ახლა მაგათმაც კრამიტები არ დაამტვრიონ და ვაჟა სირაძე არ დაიჭირონ. ვაჟა სირაძემ თქვა, რომ შეათრიეთო, პირდაპირ ასე თქვა. შემაგდეს და წრეში მომაქციეს. ზუსტად არ მახსოვს, ვინ მირტყამდა და ვინ არა, მაგრამ კადრებში სახეები ჩანს. მინდა გითხრათ, რომ "კაი ბლომად“ მომხვდა. ვინ საიდან მირტყამდა ღმერთმა უწყის.

ხომ გახსოვთ, საბჭოთა დროს პოლიციელებს ძაღლობას რომ ეძახდნენ? ის ტიპები, ვინც ასე აგრესიულები იყვნენ, არიან საბჭოთა ძაღლები. შემდეგ დიდუბის განყოფილებაში რომ გადამიყვანეს, იქ ძალიან ადამიანური გარემო იყო, ფეხბურთსაც კი ერთად ვუყურებდით“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ცემის შესახებ დავალება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ რუსეთიდან მიიღო.

"ამ კანონს უკან არ გაიტანენ და კანონიანად გავიტანთ ამ ხელისუფლებას. ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. აუცილებლად უნდა გავუშვათ. ყოველგვარი ზღვარი გადალახეს. აღარც მალავენ რუსეთის ისეთ უღირს დავალებებს ასრულებენ. დუგინმა ორი დღის წინ თქვა, რომ ეგ ელისაშვილი უნდა გაჭყლიტოთ და ორი დღის შემდეგ პოლიცია მირტყამს. როგორ არ ვიფიქრო, რომ დუგინის დავალებებს ასრულებს ის სირაძე?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ ასევე: