ავტორი:

საქართველო ჯანდაცვის ხარისხით რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა - რომელი ქვეყნები შედიან რეიტინგის პირველ ათეულში

საქართველო ჯანდაცვის ხარისხით რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა - რომელი ქვეყნები შედიან რეიტინგის პირველ ათეულში

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლიოს 94 ქვეყანას შორის არც ისე სახარბიელო ადგილზეა. 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კვლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში გამოქვეყნდა, საქართველო ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა. მაშინ ქვეყანა ჯანდაცვის ანალოგიური 54.5 ინდექსით 78-ე ადგილზე იყო.

Numbeo-ს ინდექსი ჯანმრთელობის დაცვის სისტემას, მათ შორის, ისეთი ფაქტორების ჩათვლით აფასებს, როგორიც არის აღჭურვილობა, პერსონალი, ექიმები და ხარჯები. ინდექსი, ასევე, ჯანდაცვის ადგილობრივ ინფრასტრუქტურას, სერვისებს, რესურსებსა და მათზე ხელმისაწვდომობას აფასებს. გააგრძელეთ კითხვა