"TV პირველი" დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე პოლიციელთა ძალადობის კადრებს ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, დეპუტატი დაიჭირეს და პოლიციის კორდონში ცემით გაატარეს.
ჩანს, როგორ ურტყამენ პოლიციელები ხელებსა და ფეხებს, ალეკო ელისაშვილი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, თუმცა ათობით პოლიციელმა ის ძალის გამოყენებით ადგილიდან გაიყვანა.
ალეკო ელისაშვილზე ძალადობის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
თვითონ დეპუტატი ამბობს, რომ მას ნეკნის მოტეხილობა აქვს. ასევე, დაზიანება აღენიშნება სახის არეში.
"უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში წერეთელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბის განყოფილებაში, იქ ნორმალური გარემო იყო. მოვედი, კლინიკაში შევემოწმე, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი", - განაცხადა ელისაშვილმა.
იხილეთ ასევე: