საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 წლის გოგონამ ყველაზე დიდი ქვეწარმავლის ნამარხი იპოვა - "ძვლები დაახლოებით 202 მილიონი წლისაა... ვარაუდობენ, რომ ცხოველის სიგრძე 25მ უნდა იყო"
11 წლის გოგონამ ყველაზე დიდი ქვეწარმავლის ნამარხი იპოვა - "ძვლები დაახლოებით 202 მილიონი წლისაა... ვარაუდობენ, რომ ცხოველის სიგრძე 25მ უნდა იყო"

11 წლის რუბი რე­ი­ნოლდსმა, მა­მას­თან ერ­თად გი­გან­ტუ­რი პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ზღვის არ­სე­ბის ყბის ძვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა. პა­ლე­ონ­ტო­ლო­გე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ნაშ­თე­ბი პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ქვე­წარ­მავ­ლის, იქთი­ო­ზავ­რის ტიპს მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

ძვლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 202 მი­ლი­ო­ნი წლი­საა და ტრი­ა­სუ­ლი პე­რი­ო­დით თა­რიღ­დე­ბა, ასე­ვე ცნო­ბი­ლი, რო­გორც რე­ე­ტი. თი­თო­ე­უ­ლი ძვლის სიგ­რძე ორ მეტრს აღე­მა­ტე­ბა, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ცხო­ვე­ლის სიგ­რძე 25მ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა და­ად­გი­ნა, რომ ყბის ძვლე­ბი გი­გან­ტუ­რი იქთი­ო­ზავ­რის ახალ სა­ხე­ო­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და.

"როცა ძვლე­ბი ვი­პო­ვეთ, მა­შინ­ვე მივ­ხვდით, რომ რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე მსგავს სა­მეც­ნი­ე­რო აღ­მო­ჩე­ნა­ში“ - ამ­ბობს რუბი.

არ­სე­ბას Ichthyotitan severnensis უწო­დეს, რაც სე­ვერ­ნის გი­გან­ტურ თევზს ნიშ­ნავს. ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა ახა­ლი კვლე­ვი­სას და­ად­გი­ნეს, რომ სიკ­ვდი­ლის მო­მენ­ტში არ­სე­ბას ზრდის პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ 25 მეტ­რი მისი მაქ­სი­მა­ლუ­რი სიგ­რძე არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

იქთი­ო­ზავ­რე­ბი ოკე­ა­ნე­ში 250 000 მი­ლი­ო­ნი წლის წინ გა­მოჩ­ნდნენ, ვი­ზუ­ა­ლუ­რად კი დელ­ფი­ნებს წა­ა­გავ­დნენ, წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი სხე­უ­ლი­თა და სხე­ულ­თან შე­და­რე­ბით პა­ტა­რა თა­ვე­ბით. ისი­ნი პერ­მუ­ლი პე­რი­ო­დის მა­სობ­რი­ვი გა­და­შე­ნე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდნენ, ანუ მას შემ­დეგ, რაც ზღვის სა­ხე­ო­ბე­ბის 95%-ზე მეტი გა­ნად­გურ­და, თუმ­ცა 200 მი­ლი­ო­ნი წლის წინ, გი­გან­ტუ­რი იქთი­ო­ზავ­რე­ბიც გა­და­შენ­დნენ და მხო­ლოდ უფრო მომცრო, დელ­ფი­ნის მსგავ­სი სა­ხე­ო­ბა შე­მორ­ჩა 90 მი­ლი­ო­ნი წლის წი­ნან­დელ პე­რი­ო­დამ­დე.

წყა­რო: cnn

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
0

ეს ყბის ძვალი ქართველი კოლექციონერი რო გვყავს ალბათ იჩალიჩებს ხელში ჩაიგდოს .. თუ გახსოვთ მუზეუმიდან ძველი კბილი რო "დაიკარგა" დიდი ეჭვით "იმან" მოაპარინა ჰოდა ეს ძვალიც "იმას" დაჭირდება...

თამაზი
8

რა ზუსტად დაუთვლიათ, 200 კი არა, 202 მილიონიო :). მიდი, რა გენაღვლება რა, გაცოცხლდება და პირზე დაგადგება, მასე არაა, როგორც შენ ამბობო?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

11 წლის გოგონამ ყველაზე დიდი ქვეწარმავლის ნამარხი იპოვა - "ძვლები დაახლოებით 202 მილიონი წლისაა... ვარაუდობენ, რომ ცხოველის სიგრძე 25მ უნდა იყო"

11 წლის გოგონამ ყველაზე დიდი ქვეწარმავლის ნამარხი იპოვა - "ძვლები დაახლოებით 202 მილიონი წლისაა... ვარაუდობენ, რომ ცხოველის სიგრძე 25მ უნდა იყო"

11 წლის რუბი რეინოლდსმა, მამასთან ერთად გიგანტური პრეისტორიული ზღვის არსების ყბის ძვალი აღმოაჩინა. პალეონტოლოგები ფიქრობენ, რომ ნაშთები პრეისტორიული ქვეწარმავლის, იქთიოზავრის ტიპს მიეკუთვნება.

ძვლები დაახლოებით 202 მილიონი წლისაა და ტრიასული პერიოდით თარიღდება, ასევე ცნობილი, როგორც რეეტი. თითოეული ძვლის სიგრძე ორ მეტრს აღემატება, ვარაუდობენ, რომ ცხოველის სიგრძე 25მ უნდა ყოფილიყო. მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ყბის ძვლები გიგანტური იქთიოზავრის ახალ სახეობას მიეკუთვნებოდა.

"როცა ძვლები ვიპოვეთ, მაშინვე მივხვდით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი აღმოვაჩინეთ. ძალიან ვამაყობ, რომ მონაწილეობა მივიღე მსგავს სამეცნიერო აღმოჩენაში“ - ამბობს რუბი.

არსებას Ichthyotitan severnensis უწოდეს, რაც სევერნის გიგანტურ თევზს ნიშნავს. ბონის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალი კვლევისას დაადგინეს, რომ სიკვდილის მომენტში არსებას ზრდის პროცესი დასრულებული არ ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 25 მეტრი მისი მაქსიმალური სიგრძე არ უნდა ყოფილიყო.

იქთიოზავრები ოკეანეში 250 000 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ, ვიზუალურად კი დელფინებს წააგავდნენ, წაგრძელებული სხეულითა და სხეულთან შედარებით პატარა თავებით. ისინი პერმული პერიოდის მასობრივი გადაშენების შემდეგ გაჩნდნენ, ანუ მას შემდეგ, რაც ზღვის სახეობების 95%-ზე მეტი განადგურდა, თუმცა 200 მილიონი წლის წინ, გიგანტური იქთიოზავრებიც გადაშენდნენ და მხოლოდ უფრო მომცრო, დელფინის მსგავსი სახეობა შემორჩა 90 მილიონი წლის წინანდელ პერიოდამდე.

წყარო: cnn