სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდონეზიაში ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა - ოფიციალური პირების განცხადებით, გაზრდილია ცუნამის საშიშროება
ინდონეზიაში ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა - ოფიციალური პირების განცხადებით, გაზრდილია ცუნამის საშიშროება

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, კუნ­ძულ ია­ვა­ზე ვულ­კა­ნი რა­უნ­გი ამო­იფ­რქვა. ინ­დო­ნე­ზი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ი­რე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა - ვულ­კა­ნი რა­უნ­გი ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უკი­დუ­რე­სად გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია და უკევ მე­ხუ­თედ ამო­იფ­რქვა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ში­შო­ბენ, რომ შე­იძ­ლე­ბა მთა ჩა­მო­ი­შა­ლოს და ცუ­ნა­მის სა­შიშ­რო­ე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რაც საფრ­თხეს შე­უქ­მნის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე კუნ­ძულ ტა­გუ­ლან­დანგს. მსგავ­სი რამ ინ­დო­ნე­ზი­ა­ში 1871 წელს მოხ­და.

"ვი­ზუ­ა­ლურ­მა დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ვულ­კა­ნურ­მა აქ­ტი­ვო­ბამ მე­სა­მე დო­ნი­დან მე­ო­თხე დო­ნე­ზე აი­წია, რაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია", - თქვა ინ­დო­ნე­ზი­ის ვულ­კა­ნო­ლო­გი­უ­რი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ჰენ­დრა გუ­ნა­ვან­მა.

ვულ­კა­ნის მიმ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნე­ბი­დან უკვე 11 000 ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. ამ დრო­ის­თვის და­კე­ტი­ლია უახ­ლო­ე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი ქა­ლაქ მა­ნა­დო­ში, კუნ­ძულ სუ­ლა­ვე­სის­ზე.

"ვულ­კა­ნუ­რი ფერ­ფლის გავ­რცე­ლე­ბის გამო ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კე­ბი და­ი­ფა­რა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნას ფრე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას", - თქვა მა­ნა­დოს რე­გი­ო­ნის აე­რო­პორ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამ­ბარ სუ­რი­ო­კომ . და­ღუ­პუ­ლე­ბის ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვრცელ­დე­ბა.

ინ­დო­ნე­ზი­ის კა­ტას­ტრო­ფე­ბის შერ­ბი­ლე­ბის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ გა­ნა­ცხა­და, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა დრო­ე­ბით უახ­ლო­ეს ქა­ლაქ მა­ნა­ო­ში გა­დაჰ­ყავთ.

ინ­დო­ნე­ზი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სე­ის­მუ­რი და ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. რა­უნ­გი მისი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ვულ­კა­ნია. (სი­მაღ­ლე 3332 მ). აგე­ბუ­ლია ან­დე­ზი­ტე­ბი­თა და ბა­ზალ­ტუ­რი ლა­ვე­ბით. მწვერ­ვალ­ზე გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლია 2 კმ დი­ა­მეტ­რის კალ­დე­რა, რომ­ლის სიღ­რმე 600 მ-მდეა. კალ­დე­რის ფსკერ­ზე არის მე­ო­რე თან­რი­გის მცი­რე ზო­მის ვულ­კა­ნუ­რი კო­ნუ­სი. უძ­ვე­ლე­სი ამოფრქვე­ვა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია 1586 წელს. კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ამოფრქვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და აგ­რეთ­ვე 1586-1817 წწ. შო­რის. უკა­ნას­კნე­ლი ამოფრქვე­ვა მოხ­და 2015 წელს.

2018 წელს ვულ­კან ანაკ კრა­კა­ტა­უს ამოფრქვე­ვამ სუ­მატ­რა­სა და ჯა­ვის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე ცუ­ნა­მი გა­მო­იწ­ვია, რის შე­დე­გა­დაც 430 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
0

პირველ აბზაცში კუნძული იავაო, ბოლოში ჯავაო, რომელია სწორი?

ss
12

აი ერთი პატარა ვულკანი რო ნაცების ოფისში ამოიფრქვეს არაა ? შიგნით რო არავინ იქნება იმ დროს. 

ავტორი:

ინდონეზიაში ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა - ოფიციალური პირების განცხადებით, გაზრდილია ცუნამის საშიშროება

ინდონეზიაში ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა - ოფიციალური პირების განცხადებით, გაზრდილია ცუნამის საშიშროება

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე ვულკანი რაუნგი ამოიფრქვა. ინდონეზიის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუირების ბრძანება გასცა - ვულკანი რაუნგი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკიდურესად გააქტიურებულია და უკევ მეხუთედ ამოიფრქვა.

ოფიციალური პირები შიშობენ, რომ შეიძლება მთა ჩამოიშალოს და ცუნამის საშიშროება გამოიწვიოს, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ ტაგულანდანგს. მსგავსი რამ ინდონეზიაში 1871 წელს მოხდა.

"ვიზუალურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვულკანურმა აქტივობამ მესამე დონიდან მეოთხე დონეზე აიწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია", - თქვა ინდონეზიის ვულკანოლოგიური სააგენტოს ხელმძღვანელმა ჰენდრა გუნავანმა.

ვულკანის მიმდებარე რაიონებიდან უკვე 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის დაკეტილია უახლოესი საერთაშორისო აეროპორტი ქალაქ მანადოში, კუნძულ სულავესისზე.

"ვულკანური ფერფლის გავრცელების გამო ასაფრენი ბილიკები დაიფარა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფრენის უსაფრთხოებას", - თქვა მანადოს რეგიონის აეროპორტის ოფისის ხელმძღვანელმა ამბარ სურიოკომ . დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ინდონეზიის კატასტროფების შერბილების ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მოსახლეობა დროებით უახლოეს ქალაქ მანაოში გადაჰყავთ.

ინდონეზიისთვის დამახასიათებელია სეისმური და ვულკანური აქტივობა. რაუნგი მისი ერთ-ერთ ყველაზე აქტიური ვულკანია. (სიმაღლე 3332 მ). აგებულია ანდეზიტებითა და ბაზალტური ლავებით. მწვერვალზე გამომუშავებულია 2 კმ დიამეტრის კალდერა, რომლის სიღრმე 600 მ-მდეა. კალდერის ფსკერზე არის მეორე თანრიგის მცირე ზომის ვულკანური კონუსი. უძველესი ამოფრქვევა დაფიქსირებულია 1586 წელს. კატასტროფული ამოფრქვევები დაფიქსირდა აგრეთვე 1586-1817 წწ. შორის. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2015 წელს.

2018 წელს ვულკან ანაკ კრაკატაუს ამოფრქვევამ სუმატრასა და ჯავის სანაპიროებზე ცუნამი გამოიწვია, რის შედეგადაც 430 ადამიანი დაიღუპა.