მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში პოლიციამ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა... რისი მოწმეც გუშინ გავხდით, იყო სასტიკი ანგარიშსწორება " - Amnesty International-ის მიმართვა საქართველოს მთავრობას
"თბილისში პოლიციამ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა... რისი მოწმეც გუშინ გავხდით, იყო სასტიკი ანგარიშსწორება " - Amnesty International-ის მიმართვა საქართველოს მთავრობას

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისე იქ­ცე­ვა, თით­ქოს მისი პრე­რო­გა­ტი­ვაა გა­და­წყვი­ტოს, რო­დის შე­უძ­ლია ან არ შე­უძ­ლია ხალ­ხს პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტოს და გა­მო­ი­ყე­ნოს სპეც­რაზ­მი, რათა და­არ­ბი­ოს და თვით­ნე­ბუ­რად და­ა­კა­ვოს მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, - ამის შე­სა­ხებ Amnesty International-ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, დე­ნის კრი­ვო­შე­ე­ვი აცხა­დებს.

"რისი მოწ­მეც გუ­შინ თბი­ლის­ში გავ­ხდით, იყო სას­ტი­კი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ხალ­ხის მი­მართ მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ცე­ვა ისე, თით­ქოს მისი პრე­რო­გა­ტი­ვაა გა­და­წყვი­ტოს, რო­დის შე­უძ­ლია ან არ შე­უძ­ლია ხალ­ხს პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტოს და გა­მო­ი­ყე­ნონ სპეც­რაზ­მი, რათა და­არ­ბი­ოს და თვით­ნე­ბუ­რად და­ა­კა­ვოს მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. რამ­დენ­ჯერ­მე ნა­ხეს პო­ლი­ცია, რო­გორ მის­დევ­და და სცემ­და გაქ­ცე­ულ მო­მი­ტინ­გე­ებს ხელ­კე­ტე­ბით, ალ­ყა­ში აქ­ცევ­და მათ და უმო­წყა­ლოდ სცემ­და, - აღ­ნიშ­ნავს დე­ნის კრი­ვო­შე­ე­ვი.

მისი თქმით, პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში გუ­შინ სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა.

"პო­ლი­ცი­ამ იმის ნაც­ვლად, რომ ხელი შე­ე­წყო მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცი­ას, რო­გორც ჩანს, სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა. მო­ვუ­წო­დებთ სწრა­ფი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­კენ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ძა­ლის ყვე­ლა შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბას იმ პი­რე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც ძალა გა­მო­ი­ყე­ნეს. ჩვენ ასე­ვე შე­ვახ­სე­ნებთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რია და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უნდა შე­ას­რუ­ლოს ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის შე­სა­ხებ, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დე­ნის კრი­ვო­შე­ე­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მისი თქმით, Amnesty International-ი კვლავ მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, უარი თქვას „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი და "აშ­კა­რად მიზ­ნად ისა­ხავს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და მათი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვას".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ესენი რამდენ პროცენტს იატკატებენ ? ზოგი 30-ს ითხოვს ?!

გიორგი
0

სისასტიკე რაში გამოიხატება,პოლიციელებს სახეში,რომ ესვრიან აგურებს,აგინებენ და ისინი ამაზე არ რეაგირებენ აგრესიით?ეს ყოფილა სისასტიკე. ტვინ ამოტრიალებულები! სისხლის გუბეები დაგავიწყდათ მიშას დროს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"თბილისში პოლიციამ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა... რისი მოწმეც გუშინ გავხდით, იყო სასტიკი ანგარიშსწორება " - Amnesty International-ის მიმართვა საქართველოს მთავრობას

"თბილისში პოლიციამ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა... რისი მოწმეც გუშინ გავხდით, იყო სასტიკი ანგარიშსწორება " - Amnesty International-ის მიმართვა საქართველოს მთავრობას

საქართველოს ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს მისი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი გამოხატოს და გამოიყენოს სპეცრაზმი, რათა დაარბიოს და თვითნებურად დააკავოს მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით, - ამის შესახებ Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევი აცხადებს.

"რისი მოწმეც გუშინ თბილისში გავხდით, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის მიმართ მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მისი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი გამოხატოს და გამოიყენონ სპეცრაზმი, რათა დაარბიოს და თვითნებურად დააკავოს მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით. რამდენჯერმე ნახეს პოლიცია, როგორ მისდევდა და სცემდა გაქცეულ მომიტინგეებს ხელკეტებით, ალყაში აქცევდა მათ და უმოწყალოდ სცემდა, - აღნიშნავს დენის კრივოშეევი.

მისი თქმით, პოლიციამ თბილისში გუშინ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა.

"პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეწყო მშვიდობიანი დემონსტრაციას, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა. მოვუწოდებთ სწრაფი, მიუკერძოებელი და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებისკენ გამოყენებული ძალის ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით და პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირებისთვის, რომლებმაც ძალა გამოიყენეს. ჩვენ ასევე შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტურია და საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, - აღნიშნულია დენის კრივოშეევის განცხადებაში.

მისი თქმით, Amnesty International-ი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც თავისუფლების უფლების შეზღუდვისკენაა მიმართული და "აშკარად მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მათი საქმიანობის შეზღუდვას".

წაიკითხეთ ასევე: