საზოგადოება
მოზაიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თრილერი "ეტიჰადზე", სადაც მატჩის გმირად უკრაინელი მეკარე იქცა - "რეალი" და "ბაიერნი" შემდეგ ეტაპზე გავიდნენ: ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
თრილერი "ეტიჰადზე", სადაც მატჩის გმირად უკრაინელი მეკარე იქცა - "რეალი" და "ბაიერნი" შემდეგ ეტაპზე გავიდნენ: ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის სა­პა­სუ­ხო მე­ო­თხე­დფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩე­ბი ჩა­ტარ­და და ყვე­ლა ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტი უკვე ცნო­ბი­ლია. გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა ნამ­დვი­ლი თრი­ლე­რი იხი­ლეს "ეტი­ჰად­ზე", სა­დაც "მან­ჩეს­ტერ სი­ტიმ" "რე­ალს" უმას­პინ­ძლა. შე­გახ­სე­ნებთ, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა მად­რიდ­ში ლი­გის კლა­სი­კად ქცე­უ­ლი პირ­ვე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მარ­თლაც სა­ო­ცა­რი იყო, ის 3:3 დას­რულ­და.

მე­ო­რე მატ­ჩიც უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი გა­მოდ­გა.

სტუმ­რე­ბი როდ­რი­გომ და­ა­წი­ნა­უ­რა, რის შემ­დე­გაც მას­პინ­ძლე­ბი გა­ნუ­წყვეტ­ლივ უტევ­დნენ, დე ბრუ­ინ­მა ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა და ძი­რი­თა­დი დრო 1:1 დას­რულ­და.

ექ­სტრა ტა­ი­მებ­ში გოლი არ გა­სუ­ლა, პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში კი "სა­მე­ფო გუნ­დმა" იმარ­ჯვა. მატ­ჩის გმი­რად კი იქცა, "რე­ა­ლის" უკ­რა­ი­ნე­ლი მე­კა­რე ან­დრეი ლუ­ნი­ნი, რომ­ლე­მაც ორი პე­ნალ­ტი მო­ი­გე­რია, "სი­ტის" გოლ­კი­პერ­მა მე­დერ­სონ­მა კი ერთი გა­ი­ტა­ნა და ერთი მო­ი­გე­რია, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა.

"სიტი" ტი­ტულს ვე­ღარ და­ი­ცავს, რე­ა­ლი კი მე-15 ტი­ტუ­ლის­თვის ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს. პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში "რე­ალ­მა" მე­ტო­ქეს ან­გა­რი­შით 3:4 აჯო­ბა და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­შია, სა­დაც მი­უნ­ხე­ნის "ბა­ი­ერნს" და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, რო­მელ­მაც თა­ვის მხრივ არა­ნაკ­ლებ რთულ ბრძო­ლა­ში "არ­სე­ნალს“ სძლია. მატ­ჩის ერ­თა­დე­რი გოლო ბრი­ტა­ნელ­თა კარ­ში კი­მი­ხის გო­ლით 1:0 სძლია და 2020 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­ვი­და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში - მა­შინ ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.

ამ მატ­ჩის შემ­დეგ რე­კორდსმე­ნი გახ­და მა­ნუ­ელ ნო­ი­ე­რი, რო­მელ­მაც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე 58-ე "მშრა­ლი“ მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი მე­კა­რის იკერ კა­სი­ლი­ა­სის რე­კორ­დი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა.

რო­გორც მო­გეხ­სნე­ბათ, ცნო­ბი­ლია, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი წყვი­ლიც. პსჟ-მა სახ­ლში 2:3 წა­გე­ბის შემ­დეგ გას­ვლა­ზე "ბარ­სე­ლო­ნას“ 4:1 სძლია და და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა "დორ­ტმუნდ ბო­რუ­სი­ას", რო­მელ­მაც მად­რიდ­ში 1:2 და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ "ატ­ლე­ტი­კოს“ სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე 4:2 მო­უ­გო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2020 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში არ არის არ­ცერ­თი ინ­გლი­სუ­რი კლუ­ბი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიუტი
0

აი ამ სიტიში ვინატრებდი იმ ქინქლაძეს!!!!!

mzirali
67

ვიდეოში რომელიც ასახულია მათჩის პერიპეტიები რატომრაც რუსული კომენტარია და რა არ შეიძლებოდა ქართული ყოფილიყო. აი ეს არის რუსული ე. წ. რბილი ძალა......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

თრილერი "ეტიჰადზე", სადაც მატჩის გმირად უკრაინელი მეკარე იქცა - "რეალი" და "ბაიერნი" შემდეგ ეტაპზე გავიდნენ: ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

თრილერი "ეტიჰადზე", სადაც მატჩის გმირად უკრაინელი მეკარე იქცა - "რეალი" და "ბაიერნი" შემდეგ ეტაპზე გავიდნენ: ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები ჩატარდა და ყველა ნახევარფინალისტი უკვე ცნობილია. გულშემატკივრებმა ნამდვილი თრილერი იხილეს "ეტიჰადზე", სადაც "მანჩესტერ სიტიმ" "რეალს" უმასპინძლა. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა მადრიდში ლიგის კლასიკად ქცეული პირველი დაპირისპირება მართლაც საოცარი იყო, ის 3:3 დასრულდა.

მეორე მატჩიც უკიდურესად დაძაბული გამოდგა.

სტუმრები როდრიგომ დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები განუწყვეტლივ უტევდნენ, დე ბრუინმა ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

ექსტრა ტაიმებში გოლი არ გასულა, პენალტების სერიაში კი "სამეფო გუნდმა" იმარჯვა. მატჩის გმირად კი იქცა, "რეალის" უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი, რომლემაც ორი პენალტი მოიგერია, "სიტის" გოლკიპერმა მედერსონმა კი ერთი გაიტანა და ერთი მოიგერია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

"სიტი" ტიტულს ვეღარ დაიცავს, რეალი კი მე-15 ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს. პენალტების სერიაში "რეალმა" მეტოქეს ანგარიშით 3:4 აჯობა და ნახევარფინალშია, სადაც მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ არანაკლებ რთულ ბრძოლაში "არსენალს“ სძლია. მატჩის ერთადერი გოლო ბრიტანელთა კარში კიმიხის გოლით 1:0 სძლია და 2020 წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში - მაშინ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ამ მატჩის შემდეგ რეკორდსმენი გახდა მანუელ ნოიერი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 58-ე "მშრალი“ მატჩი ჩაატარა და ცნობილი ესპანელი მეკარის იკერ კასილიასის რეკორდი გააუმჯობესა.

როგორც მოგეხსნებათ, ცნობილია, მეორე ნახევარფინალური წყვილიც. პსჟ-მა სახლში 2:3 წაგების შემდეგ გასვლაზე "ბარსელონას“ 4:1 სძლია და დაუპირისპირდება "დორტმუნდ ბორუსიას", რომელმაც მადრიდში 1:2 დამარცხების შემდეგ "ატლეტიკოს“ საკუთარ მოედანზე 4:2 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ არის არცერთი ინგლისური კლუბი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"