მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეწყდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები - თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა" - მეუფე გრიგოლი ხელისუფლებას
"შეწყდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები - თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა" - მეუფე გრიგოლი ხელისუფლებას

შე­წყდეს სა­და­ვო კა­ნონპ­რო­ექ­ტის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი - თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ამ სა­ხი­ფა­თო და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვა და შე­საძ­ლო მძი­მე შე­დე­გე­ბის აცი­ლე­ბა ჩვე­ნი შვი­ლე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, - ამის შე­სა­ხებ მე­უ­ფე გრი­გო­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რი­თაც ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

  • რო­გორც მე­უ­ფის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ტეს­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა შე­წყდეს სა­და­ვო კა­ნონპ­რო­ექ­ტის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი.

მე­უ­ფე მი­ი­ჩჩ­ნევს, რომ გა­ბე­დუ­ლი და დიდსუ­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­უხ­სნის გზას სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბას.

მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გო­ლი თხოვ­ნით მი­მარ­თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას , „თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ამ სა­ხი­ფა­თო და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვა და შე­საძ­ლო მძი­მე შე­დე­გე­ბის აცი­ლე­ბა ჩვე­ნი შვი­ლე­ბი­სა და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.“

"ჩვე­ნი სამ­შობ­ლო და მისი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, თა­ვი­სი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, უმ­ძი­მეს და ურ­თუ­ლეს გზას გა­დის. მი­უ­ხე­და­ვად ამ გზა­ზე არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა და გან­საც­დე­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც შე­უ­პოვ­რად მი­ი­წევს წინ!

ვე­რა­ვინ იტყვის, რომ ოდეს­მე ვინ­მემ მარ­ტი­ვად და იო­ლად გა­ი­ა­რა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მო­ცე­მუ­ლი ეტა­პი. ის­ტო­რი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ამ ეტაპ­ზე ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ზე­გარ­და­მო კურ­თხე­ვა, ხოლო გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ხალ­ხის ნე­ბას, რის აღ­სრუ­ლე­ბა­საც ხალ­ხი მი­ან­დობს თა­ვის რჩე­უ­ლებს.

ეს რჩე­ულ­ნი დღეს არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი და ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა, ე.ი. ჩვე­ნი ქვეყ­ნის დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უდი­დე­სია ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ტვირ­თი ის­ტო­რი­ი­სა და სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­შე!

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მერ­ვე მუხ­ლში აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რი­თაც ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი უხუ­ცე­სი ინ­სტი­ტუ­ტის ის­ტო­რი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე.

შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, მა­ღა­ლი სუ­ლი­ე­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ტვირ­თი და წარ­სუ­ლის მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა მა­ვა­ლებს, რომ მოგ­მარ­თოთ, რო­გორც ერ­თმა თქვენ­გან­მა და თქვენ შო­რის უკა­ნას­კნელ­მა:

ის და­ძა­ბუ­ლო­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ტეს­ტი, რაც უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და მის ირ­გვლივ, ის, რაც ამ და­ძა­ბუ­ლო­ბის ეს­კა­ლა­ცი­ას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამ ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, საკ­მა­რის­ზე მეტ არ­გუ­მენტს იძ­ლე­ვა სა­ი­მი­სოდ, რომ შე­წყდეს/შე­ჩერ­დეს სა­და­ვო კა­ნონპ­რო­ექ­ტის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი, რა­მაც შექ­მნა უკი­დუ­რე­სი და­ძა­ბუ­ლო­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

მი­მაჩ­ნია, რომ ეს გა­ბე­დუ­ლი და დიდსუ­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­უხ­სნის გზას სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბას, ხოლო ჩვენს სამ­შობ­ლოს აა­ცი­ლებს იმ საფრ­თხეს, რა­საც და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­დგო­მი ეს­კა­ლა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში უკი­დუ­რე­სად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მტე­რი რე­ვან­შის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს და შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში გა­მო­უს­წო­რე­ბელ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ მის­წრა­ფე­ბას; მა­შინ კი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი ვე­ღარ და­იხ­სნი­ან ჩვენს მრა­ვა­ლ­ჭირ­ნა­ხულ სამ­შობ­ლოს.

პა­ტივ­ცე­მუ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­ნო, მდაბ­ლად მოგ­მარ­თავთ უმორ­ჩი­ლე­სი თხოვ­ნით: თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ამ სა­ხი­ფა­თო და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვა და შე­საძ­ლო მძი­მე შე­დე­გე­ბის აცი­ლე­ბა ჩვე­ნი შვი­ლე­ბი­სა და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

მჯე­რა, თქვენ შეძ­ლებთ დაძ­ლი­ოთ პი­როვ­ნუ­ლი წყე­ნე­ბი! მჯე­რა თქვე­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დიდსუ­ლოვ­ნე­ბი­სა! ამ დიდ­მარ­ხვა­ში, მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის ზღურ­ბლზე მყოფთ, ყვე­ლას გვმარ­თებს ურ­თი­ერ­თმი­ტე­ვე­ბა და მოყ­ვა­სი­სათ­ვის თა­ვის და­დე­ბა და არა პი­რი­ქით!

ღმერ­თმა და­ლო­ცოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო! ღმერ­თმა და­ლო­ცოს ჩვენ­თა წი­ნა­პარ­თა უკ­ვდა­ვი სუ­ლე­ბი! ღმერ­თმა და­ლო­ცოს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო! ქრის­ტეს­მი­ერ საყ­ვა­რელ­ნო, მო­მა­ვა­ლი თქვე­ნია!“ , -ნათ­ქვა­მია მე­უ­ფე გრი­გო­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ი.კ
5

სულ ვერ ვიგებდი სულხან-საბა რატომ ათრიეს წვერით ეკლესიის ეზოში!

kita
21

მეუფეო, ნეტავ შენაირად სხვა მეუფეებიც ასე ზრუნავდნენ საქართველოს მომავალზე. სიჩუმეში არიან, ვერ ბედავენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"შეწყდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები - თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა" - მეუფე გრიგოლი ხელისუფლებას

"შეწყდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები - თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა" - მეუფე გრიგოლი ხელისუფლებას

შეწყდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები - თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა და შესაძლო მძიმე შედეგების აცილება ჩვენი შვილებისა და საქართველოსთვის, - ამის შესახებ მეუფე გრიგოლის განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

  • როგორც მეუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოებრივი პროტესტიდან გამომდინარე უნდა შეწყდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები.

მეუფე მიიჩჩნევს, რომ გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას.

მიტროპოლიტი გრიგოლი თხოვნით მიმართავს ხელისუფლებას , „თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა და შესაძლო მძიმე შედეგების აცილება ჩვენი შვილებისა და სრულიად საქართველოსთვის.“

"ჩვენი სამშობლო და მისი სახელმწიფოებრიობა, თავისი უახლესი ისტორიის მანძილზე, უმძიმეს და ურთულეს გზას გადის. მიუხედავად ამ გზაზე არსებული სირთულეებისა და განსაცდელისა, საქართველო მაინც შეუპოვრად მიიწევს წინ!

ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე ვინმემ მარტივად და იოლად გაიარა ცივილიზაციის მოცემული ეტაპი. ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ზეგარდამო კურთხევა, ხოლო გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხალხის ნებას, რის აღსრულებასაც ხალხი მიანდობს თავის რჩეულებს.

ეს რჩეულნი დღეს არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის წევრები და ქვეყნის მთავრობა, ე.ი. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უდიდესია ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობის ტვირთი ისტორიისა და საკუთარი ხალხის წინაშე!

საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხლში აღიარებული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში, რითაც ასევე ხაზგასმულია ამ უმნიშვნელოვანესი უხუცესი ინსტიტუტის ისტორიული პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე.

შექმნილი მდგომარეობა, მაღალი სულიერი პასუხისმგებლობის ტვირთი და წარსულის მძიმე გამოცდილება მავალებს, რომ მოგმართოთ, როგორც ერთმა თქვენგანმა და თქვენ შორის უკანასკნელმა:

ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში.

მიმაჩნია, რომ ეს გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას, ხოლო ჩვენს სამშობლოს ააცილებს იმ საფრთხეს, რასაც დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას; მაშინ კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ვეღარ დაიხსნიან ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს.

პატივცემულო ხელისუფლების წარმომადგენელნო, მდაბლად მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით: თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა და შესაძლო მძიმე შედეგების აცილება ჩვენი შვილებისა და სრულიად საქართველოსთვის.

მჯერა, თქვენ შეძლებთ დაძლიოთ პიროვნული წყენები! მჯერა თქვენი ქრისტიანული დიდსულოვნებისა! ამ დიდმარხვაში, მოახლოებული ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის ზღურბლზე მყოფთ, ყველას გვმართებს ურთიერთმიტევება და მოყვასისათვის თავის დადება და არა პირიქით!

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ღმერთმა დალოცოს ჩვენთა წინაპართა უკვდავი სულები! ღმერთმა დალოცოს ქართული სახელმწიფო! ქრისტესმიერ საყვარელნო, მომავალი თქვენია!“ , -ნათქვამია მეუფე გრიგოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: