ავტორი:

აქციის მონაწილეთა გეგმა ცნობილია: ისინი მთავრობის კანცელარიასთან მიდიან - "მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერი და დაგველაპარაკოს

აქციის მონაწილეთა გეგმა ცნობილია: ისინი მთავრობის კანცელარიასთან მიდიან - "მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერი და დაგველაპარაკოს

აქციის ორგანიზატორები პარლამენტის ტერიტორიიდან მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლებენ. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა ერთ საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ განაცხადეს.

მათი თქმით, კანცელარიასთან პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ. ასევე მათი მოთხოვნაა სადავო კანონის უკან გაწვევა და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება.

"დრო გავიდა. გესმით ალბათ პასუხისმგებლობა რომელიც გვაქვს. აქ ვართ მოსული მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად. გვინდა შემოგთავაზოთ რომ ახლა ჩვენთან ერთად მშვიდად წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერი და დაგველაპარაკოს" - აღნიშნეს აქციის ორგანიზატორებმა.

ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმია განთავსებული. სპეცრაზმელები ადგილზე განთავსებულ ავტობუსებში იმყოფებიან. თავისუფლების მოედანზე დგას წყლის ჭავლის მანქანაც.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა. კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: