პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქმე მძიმედ არის - შესაძლოა, ოლიგარქებზე გაფორმებული რუსული შავი სალარო საქართველოში ვიხილოთ" - რას ამბობს ხუხაშვილი კიდევ ერთ სადავო საკანონმდებლო ცვლილებაზე?
"საქმე მძიმედ არის - შესაძლოა, ოლიგარქებზე გაფორმებული რუსული შავი სალარო საქართველოში ვიხილოთ" - რას ამბობს ხუხაშვილი კიდევ ერთ სადავო საკანონმდებლო ცვლილებაზე?

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ "სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში" ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ე.წ. ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბას გუ­ლის­ხმობს, მძი­მე შე­დეგს გა­მო­ი­ღებს.

მისი თქმით, შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხვა ოლი­გარ­ქებ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი მთე­ლი "რუ­სუ­ლი შავი სა­ლა­რო სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ხი­ლოთ".

ხუ­ხაშ­ვი­ლი თვლის, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი შავი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის და­კა­ნო­ნე­ბაა.

"დღეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა ვი­ხი­ლეთ სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს არის "რუხ ზო­ნებ­ში" გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ეჭ­ვო აქ­ტი­ვე­ბის "შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სებ­ში" გა­თეთ­რე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა. ვის­მენ კო­მენ­ტა­რებს, რომ ეს გა­კეთ­და პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აქ­ტი­ვე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში მუქ­თა ტრანსფე­რის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ვფიქ­რობ, საქ­მე ბევ­რად უფრო მძი­მედ არის - სხვა­დას­ხვა ოლი­გარ­ქებ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი მთე­ლი რუ­სუ­ლი შავი სა­ლა­რო შე­საძ­ლოა ვი­ხი­ლოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ეს ბუ­ნებ­რი­ვია სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ხერ­გავს და­სავ­ლე­თის­კენ მი­მა­ვალ გზას, რად­გან ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბი­ან სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მო­ახ­ვედ­რონ მთე­ლი ჩვე­ნი სა­ფი­ნან­სო-სა­ბან­კო სის­ტე­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ბუ­ნებ­რი­ვად ვხდე­ბით რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ნა­წი­ლი.

იმა­საც არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ “აგენ­ტე­ბის” კა­ნო­ნის ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მით მი­ღე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი შემ­დე­გია - ვი­ღა­ცა ცდი­ლობს პუ­ტინს აჩ­ვე­ნოს, რომ ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებს და მისი აქ­ტი­ვე­ბი აქ სა­ი­მე­დოდ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი…" - ამ­ბობს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

  • პარ­ლა­მენ­ტმა, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, 82 ხმით მხა­რი და­უ­ჭი­რა “სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის 2021 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე და­რი­ცხუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის და შე­სა­ბა­მი­სი სა­უ­რა­ვე­ბის ჩა­მო­წე­რას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამა­ვე პრო­ექ­ტით, სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი წეს­დე­ბა ე.წ. ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი უცხო­უ­რი სა­წარ­მოს ყვე­ლა აქ­ტივ­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­წარ­მოს­თვის გა­და­ცე­მის ოპე­რა­ცი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც 2028 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით “სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში“ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს და მას პარ­ლა­მენ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით იხი­ლავს.

ინი­ცი­ა­ტორ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, 145 842 ფი­ზი­კურ პირს ერი­ცხე­ბა სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბი­ლია 2021 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ჯა­მუ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 591 458 571 ლარს შე­ად­გენს, მათ შო­რი­საა, გა­და­სა­ხა­დი - 225 746 111 ლარი; ჯა­რი­მა - 138 611 457 ლარი და სა­უ­რა­ვი - 227 101 003 ლარი.

“ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ერი­ცხე­ბათ, მათ მი­მართ მიმ­დი­ნა­რე სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამო პრაქ­ტი­კუ­ლად ვე­ღარ საქ­მი­ა­ნო­ბენ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ჩა­მო­წე­რით მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ ხე­ლახ­ლა, სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­ნა­ახ­ლონ საქ­მი­ა­ნო­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ აქ­ტი­ვე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ტა­ნის ხელ­შე­წყო­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბულ სა­გა­და­სა­ხა­დო ინი­ცი­ა­ტი­ვას, პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან, სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი­სა და ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის­გან. ასე­ვე, ამ ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, აქ­ტი­ვის/სა­ქონ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნა/იმ­პორ­ტი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა იმ­პორ­ტის გა­და­სახ­დე­ლე­ბის­გან.

სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლო­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ შე­ღა­ვა­თი­ა­ნი და­ბეგ­ვრის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი უცხო­უ­რი სა­წარ­მო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­წარ­მო­ში წი­ლის/აქ­ცი­ე­ბის 100 პრო­ცენტს ერთი და იგი­ვე ფი­ზი­კუ­რი პირი (პირ­თა ჯგუ­ფი) ფლობ­დეს.

“სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის და­ბან­დე­ბა ხში­რად შე­ღა­ვა­თი­ა­ნი და­ბეგ­ვრის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში (ოფ­შორ­ში) რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი უცხო­უ­რი სა­წარ­მო­ე­ბის მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შვი­ლო­ბი­ლი სა­წარ­მო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით საქ­მი­ა­ნო­ბენ, რაც მო­ი­ცავს გა­და­სა­ხა­დის­გან თა­ვის არი­დე­ბის რისკს და ეფექ­ტურ სა­გა­და­სა­ხა­დო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას უშ­ლის ხელს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­და­სა­ხა­დის­გან თა­ვის არი­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ის, საქ­მი­ა­ნო­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და გა­და­სა­ხა­დის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხელი შე­ე­წყოს შე­ღა­ვა­თი­ა­ნი და­ბეგ­ვრის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან აქ­ტი­ვე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ტა­ნის პრო­ცესს“, - ვკი­თხუ­ლობთ კა­ნონპ­რო­ექ­ტში.

“სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა: - პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძემ, ან­ტონ ობო­ლაშ­ვილ­მა, ირაკ­ლი კირ­ცხა­ლი­ამ, ბეჟან წა­ქა­ძემ, ზაალ მი­ქე­ლა­ძემ, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ და გოგი მეშ­ვე­ლი­ან­მა წა­რად­გი­ნეს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

მაიცა და დანგრეულია კვიპროსი? აბა სეიშელის კუნძულები დაიძირა? არ შეუვარდა რუსეთი და მის სიმძიმეს ვერ გაუძლო? აა , რუსეთის გარდა მთელი მსოფლიოს გემები ოფშორშია თვითმფრინავებიანად და ამიტომ ზოგი დაიძირა ზოგიც გაფრინდა ჰაერში! შენ, ძაბირაძე და გოცრუიძე სწორედ მაგ რუსეთიდან მოდიხართ და ტამ ი ვაშე მესტო, ა ნე ს ნამი ზდეს ! ნუ ი კავაკაზსამოცვეტი ს ვამი!

გოგა
0

ჩერ ეგ სახლი დაუბრუნე ბიძინას რომ წამოსკუპულხარ და , მის ფინანსებზე მერე ვარჩიოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"საქმე მძიმედ არის - შესაძლოა, ოლიგარქებზე გაფორმებული რუსული შავი სალარო საქართველოში ვიხილოთ" - რას ამბობს ხუხაშვილი კიდევ ერთ სადავო საკანონმდებლო ცვლილებაზე?

"საქმე მძიმედ არის - შესაძლოა, ოლიგარქებზე გაფორმებული რუსული შავი სალარო საქართველოში ვიხილოთ" - რას ამბობს ხუხაშვილი კიდევ ერთ სადავო საკანონმდებლო ცვლილებაზე?

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები, რომელიც ე.წ. ოფშორული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებას გულისხმობს, მძიმე შედეგს გამოიღებს.

მისი თქმით, შესაძლოა, სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი "რუსული შავი სალარო საქართველოში ვიხილოთ".

ხუხაშვილი თვლის, რომ ცვლილებები შავი ფულის გათეთრების დაკანონებაა.

"დღეს წარმოუდგენელი კანონპროექტის ინიცირება ვიხილეთ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის "რუხ ზონებში" განთავსებული საეჭვო აქტივების "შეღავათიან ფასებში" გათეთრების დაკანონება. ვისმენ კომენტარებს, რომ ეს გაკეთდა პირადად ბიძინა ივანიშვილის აქტივების საქართველოში მუქთა ტრანსფერის ინტერესებიდან გამომდინარე.

ვფიქრობ, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის - სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში.

ეს ბუნებრივია საბოლოოდ ჩახერგავს დასავლეთისკენ მიმავალ გზას, რადგან ისინი იძულებული გახდებიან სანქციების ქვეშ მოახვედრონ მთელი ჩვენი საფინანსო-საბანკო სისტემა. შესაბამისად, ბუნებრივად ვხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი.

იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ “აგენტების” კანონის ასეთი აგრესიული ფორმით მიღების მთავარი მიზანი შემდეგია - ვიღაცა ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და მისი აქტივები აქ საიმედოდ იქნება დაცული…" - ამბობს გია ხუხაშვილი.

  • პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

ამ მიმართულებით “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ინიციატორთა ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1-ელ იანვრამდე. აღნიშნული საგადასახადო დავალიანება ჯამურად, დაახლოებით, 591 458 571 ლარს შეადგენს, მათ შორისაა, გადასახადი - 225 746 111 ლარი; ჯარიმა - 138 611 457 ლარი და საურავი - 227 101 003 ლარი.

“ფიზიკური პირები, რომლებსაც საგადასახადო დავალიანება ერიცხებათ, მათ მიმართ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამო პრაქტიკულად ვეღარ საქმიანობენ. წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით მათ შესაძლებლობა ეძლევათ ხელახლა, საგადასახადო ვალდებულების გარეშე განაახლონ საქმიანობა“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობისთვის მომზადებულ საგადასახადო ინიციატივას, პროექტის თანახმად, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

“საქართველოში ინვესტიციის დაბანდება ხშირად შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორში) რეგისტრირებული უცხოური საწარმოების მიერ ხორციელდება, რომლებიც საქართველოში შვილობილი საწარმოების მეშვეობით საქმიანობენ, რაც მოიცავს გადასახადისგან თავის არიდების რისკს და ეფექტურ საგადასახადო ადმინისტრირებას უშლის ხელს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადისგან თავის არიდების პრევენციის, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და გადასახადის ადმინისტრირების გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესს“, - ვკითხულობთ კანონპროექტში.

“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: - პაატა კვიჟინაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ბეჟან წაქაძემ, ზაალ მიქელაძემ, ირაკლი ზარქუამ და გოგი მეშველიანმა წარადგინეს.

ნახეთ ასევე: