სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილის პასუხი პესკოვს - "ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები"
სალომე ზურაბიშვილის პასუხი პესკოვს - "ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები"

ამ "რუ­სულ კა­ნონს" ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხა­რი რუ­სებ­მა და­უ­ჭი­რეს, მა­შინ რო­დე­საც ყვე­ლა ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რი ამ­ბობს, რომ ის შე­ფერ­ხე­ბა იქ­ნე­ბა ჩვენს ევ­რო­პულ გზა­ზე. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ტე­ლე­არხ France24-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

  • ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ასე­ვე უპა­სუ­ხა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რი, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თქმი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში "ან­ტი­რუ­სუ­ლი სენ­ტი­მენ­ტე­ბი" გარე აქ­ტო­რე­ბის­გან მო­დის.

"არ ვიცი ვის გუ­ლის­ხმო­ბენ, მაგ­რამ იმას გე­ტყვით, რომ ან­ტი­რუ­სულ სენ­ტი­მენ­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ის აღ­ვი­ვებს, ვინც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის ოკუ­პა­ცი­ას ახ­დენს, და სხვა არა­ვინ. ასე რომ, ეს ძა­ლი­ან ნა­თე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, თუ ვი­ნაა მტე­რი და ვინ არი­ან პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარს უჭერ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­სტი­ტუ­ტებს, სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბას წლე­ბის მან­ძილ­ზე.

ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რია, რომ ამ რუ­სულ კა­ნონს ამ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხა­რი რუ­სებ­მა და­უ­ჭი­რეს, მა­შინ რო­დე­საც ყვე­ლა ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რი ამ­ბობს, რომ ის შე­ფერ­ხე­ბა იქ­ნე­ბა ჩვენს ევ­რო­პულ გზა­ზე. ასე რომ, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან-ძა­ლი­ან ნა­თე­ლია”, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

  • რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა დმიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის რუ­სე­თის გავ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

"არა­ნა­ი­რად არ იყო სა­ჭი­რო ამ კა­ნონპ­რო­ექტს რუ­სუ­ლი დარ­ქმე­ო­და. საქ­მე იმა­შია, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ალ­ბათ, სა­კუ­თარ ში­და­პო­ლი­ტი­კურ ჰი­გი­ე­ნა­ზე ზრუნ­ვა პირ­ველ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და­ი­წყო, რომ­ლებ­მაც FARA მო­ი­ფიქ­რეს. სწო­რედ მათ შე­მო­ი­ტა­ნეს ეს პრაქ­ტი­კა. ამი­ტომ ეს არა­ნა­ი­რი რუ­სუ­ლი [პრაქ­ტი­კა არ არის], ბევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ნორ­მა­ლუ­რი პრაქ­ტი­კაა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რათა გარე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან და­იც­ვან სა­კუ­თა­რი თავი - უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის­გან შიდა პო­ლი­ტი­კა­ზე”, - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

მისი თქმით, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ამა თუ იმ ფორ­მით იღებს ზო­მებს, მაგ­რამ ყვე­ლა კა­ნონპ­რო­ექ­ტი ერთ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"ამ ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ - სა­ეჭ­ვოა, რომ ეს იმ­პულ­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნი­დან მო­დი­ო­დეს. ისი­ნი რა­საკ­ვირ­ვე­ლია გა­რე­დან მო­დის, ეს მშვე­ნივ­რად გვეს­მის. და ვაკ­ვირ­დე­ბით იმას, თუ რა ხდე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
12

პუწინზე გაქვთ სწორება, მადამ ? მოსახლეობა მანდ არ დგას, ვენახშია, ყანაში, და ელიავა ლილოშია , ნაწილიც, დიდი , ძალიან დიდი , გესტარბაიტერობაში იქარვებს დარდებს, თქვენ რომ აჰკიდეთ! ნაწილი კომპიუტერებთანაა შინ! ქუჩაში ქუჩის ხალხია, არაა მანდ ერი!

ქართველი!
23

ვირთხა! ვირთხა! ვირთხა!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

სალომე ზურაბიშვილის პასუხი პესკოვს - "ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები"

სალომე ზურაბიშვილის პასუხი პესკოვს - "ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები"

ამ "რუსულ კანონს" ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეარხ France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვის განცხადებას, რომლის თქმითაც საქართველოში "ანტირუსული სენტიმენტები" გარე აქტორებისგან მოდის.

"არ ვიცი ვის გულისხმობენ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს, და სხვა არავინ. ასე რომ, ეს ძალიან ნათელია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიზაციას, საქართველოს ინსტიტუტებს, საქართველოს განვითარებას წლების მანძილზე.

ძალიან გასაკვირია, რომ ამ რუსულ კანონს ამ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან-ძალიან ნათელია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის რუსეთის გავლენასთან დაკავშირება არ შეიძლება.

"არანაირად არ იყო საჭირო ამ კანონპროექტს რუსული დარქმეოდა. საქმე იმაშია, რომ საბოლოო ჯამში, ალბათ, საკუთარ შიდაპოლიტიკურ ჰიგიენაზე ზრუნვა პირველმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო, რომლებმაც FARA მოიფიქრეს. სწორედ მათ შემოიტანეს ეს პრაქტიკა. ამიტომ ეს არანაირი რუსული [პრაქტიკა არ არის], ბევრი სახელმწიფოსთვის ნორმალური პრაქტიკაა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა გარე ზემოქმედებისგან დაიცვან საკუთარი თავი - უცხოური გავლენისგან შიდა პოლიტიკაზე”, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით იღებს ზომებს, მაგრამ ყველა კანონპროექტი ერთ მიზანს ემსახურება.

"ამ შიდაპოლიტიკური პროცესის ანტირუსული განწყობების პროვოცირების ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ - საეჭვოა, რომ ეს იმპულსები საქართველოს შიგნიდან მოდიოდეს. ისინი რასაკვირველია გარედან მოდის, ეს მშვენივრად გვესმის. და ვაკვირდებით იმას, თუ რა ხდება”, - განაცხადა პესკოვმა.