საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით" - პრემიერი
"გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით" - პრემიერი

გუ­შინ შსს-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ან გა­ხა­რია, რამ­დე­ნი­მე მო­მი­ტინ­გის ცხე­დარს ჯი­ხუ­რის თავ­ზე მი­აგ­ნებ­დით, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი თვალს და­კარ­გავ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვას და შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნო­ნის სა­ბო­ლო­ოდ მი­ღე­ბას ვე­რა­ფე­რი და­უდ­გე­ბა წინ.

"გუ­შინ შსს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ან გა­ხა­რია, რამ­დე­ნი­მე მო­მი­ტინ­გის ცხე­დარს ჯი­ხუ­რის თავ­ზე მი­აგ­ნებ­დით, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი თვალს და­კარ­გავ­და. ყვე­ლას გვახ­სოვს, რო­გორ მთავ­რდე­ბო­და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა. თუმ­ცა მად­ლო­ბა ღმერ­თს, დღეს შსს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლობს არა უცხო­უ­რი ძა­ლის აგენ­ტი, არა­მედ პატ­რი­ო­ტი კაცი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი, რო­მე­ლიც უმაღ­ლე­სი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით უძღვე­ბა პო­ლი­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას. მინ­და პო­ლი­ცი­ე­ლებს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, რომ­ლე­ბიც მოთ­მი­ნე­ბით იტან­დნენ აგ­რე­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა­სა და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას. რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენტს თუ არ ჩავ­თვლით, ისი­ნი უმაღ­ლე­სი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით და­უ­პი­რის­პირ­დნენ მო­მი­ტინ­გე­ე­ბის აგ­რე­სი­ულ ნა­წილს, რომ­ლე­ბიც უკი­დუ­რე­სად არა­ევ­რო­პუ­ლად მოქ­მე­დებ­დნენ. რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში, უბ­რა­ლოდ გა­უ­საძ­ლი­სი იყო ის აგ­რე­სია, რომ­ლებ­საც კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ხა­ტავ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის საკ­მა­ოდ დიდი მას­შტა­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გუ­შინ მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა არა­ვის მი­უ­ღია. ორი­ვე პო­ლი­ცი­ელ­სა და ხუ­თი­ვე მო­მი­ტინ­გეს, რო­მელ­საც ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა დას­ჭირ­დათ, დრო­უ­ლად გა­ე­წი­ათ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, რის­თვი­საც ექი­მებს მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო.

ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სია თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, თი­თო­ე­უ­ლი გულ­წრფე­ლი მო­მი­ტინ­გე. ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სია ის მო­ქა­ლა­ქეც, რო­მე­ლიც შეც­დო­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი და წა­უ­კი­თხავ კა­ნონს მე­ო­რედ აპ­რო­ტეს­ტებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში რა­დი­კა­ლებ­მა ბევ­რად ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი შე­იყ­ვა­ნეს შეც­დო­მა­ში. ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სია ის მო­ქა­ლა­ქეც, რო­მე­ლიც ფრანკლი­ნის კლუბ­ში, ე.წ. მო­მავ­ლის აკა­დე­მი­ა­სა და „სირ­ცხვი­ლი­ას“ შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავთ და სა­ხელ­მწი­ფოს უპი­რის­პი­რე­ბენ. აქვე მინ­და გა­ვაფრ­თხი­ლო ყვე­ლა, თავი შე­ი­კა­ვონ ძა­ლა­დო­ბი­სა და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­გან. ყვე­ლა სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით აგებს პა­სუხს. გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რად მო­ე­თხო­ვე­ბათ პა­სუ­ხი იმათ, ვინც კუ­ლი­სებ­ში იმა­ლე­ბი­ან. პრო­ცე­სე­ბი წა­რი­მარ­თე­ბა კუ­ლი­სე­ბი­დან. ყვე­ლა უნდა გა­ვაფრ­თხი­ლოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით კუ­ლი­სე­ბი­დან მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნილ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლა­დო­ბი­სა და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვას და შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნო­ნის სა­ბო­ლო­ოდ მი­ღე­ბას ვე­რა­ფე­რი და­უდ­გე­ბა წინ! ღირ­სე­ბით, გამჭვირ­ვა­ლო­ბით და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტით ევ­რო­პის­კენ, ეს არის ჩვე­ნი დე­ვი­ზი და სუ­ლის­კვე­თე­ბა. გვჯე­რა, რომ მხო­ლოდ ღირ­სე­ბით, გამჭვირ­ვა­ლო­ბით და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტით შეგ­ვიძ­ლია გავ­ხდეთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა. ასე რომ, წინ ღირ­სე­ბით ევ­რო­პის­კენ!“- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრისტან დ'აკუნია
0

როგორც ხაბეს თავმჯდომარედ გახდომამ საბოლოოდ დააკნინა და მოსპო ნაცები, იგივე ემართება ქოცებს კობახიძის გაპრემიერებით; წინ უნდა მიდიოდეთ და ბიძინას და გახარიას სკამზე ამას რომ ნიშნავთ, ეს წინსვლაა? ძნელი დასაჯერებელია!

დ ხუნდაძე
0

კოკაინშიკი ხომ გახადა, მერე მოღალატე და შტურმის ოპერაციის ცუდად ჩამტარებელი (სხვათა შორის შტურმი ამის და ქუცნაშვილის უგუნურების შედეგია) ახლა თურმე გვამებიც სადღაც შემოუდია გახარიას! :)) შურს კობახიძეს და ვერ ინელებს, რომ გახარიას დღესაც მასზე ბევრად დიდი რეიტინგი აქვს :))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით" - პრემიერი

"გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით" - პრემიერი

გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ.

"გუშინ შსს-ის ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა. ყველას გვახსოვს, როგორ მთავრდებოდა ამ ადამიანების მიერ ჩატარებული ოპერაციების უმრავლესობა. თუმცა მადლობა ღმერთს, დღეს შსს-ის ხელმძღვანელობს არა უცხოური ძალის აგენტი, არამედ პატრიოტი კაცი, ვახტანგ გომელაური, რომელიც უმაღლესი ევროპული სტანდარტებით უძღვება პოლიციის საქმიანობას. მინდა პოლიციელებს მადლობა გადავუხადო, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ძალადობას. რამდენიმე ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, ისინი უმაღლესი ევროპული სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეების აგრესიულ ნაწილს, რომლებიც უკიდურესად არაევროპულად მოქმედებდნენ. რამდენიმე შემთხვევაში, უბრალოდ გაუსაძლისი იყო ის აგრესია, რომლებსაც კონკრეტული ადამიანები გამოხატავდნენ პოლიციელების წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელებზე ძალადობის საკმაოდ დიდი მასშტაბის მიუხედავად, გუშინ მძიმე ფიზიკური დაზიანება არავის მიუღია. ორივე პოლიციელსა და ხუთივე მომიტინგეს, რომელსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ, დროულად გაეწიათ სამედიცინო დახმარება, რისთვისაც ექიმებს მინდა მადლობა გადავუხადო.

ჩვენთვის ძვირფასია თითოეული მოქალაქე, თითოეული გულწრფელი მომიტინგე. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეც, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი და წაუკითხავ კანონს მეორედ აპროტესტებს. ამ შემთხვევაში რადიკალებმა ბევრად ნაკლები ადამიანი შეიყვანეს შეცდომაში. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეც, რომელიც ფრანკლინის კლუბში, ე.წ. მომავლის აკადემიასა და „სირცხვილიას“ შეცდომაში შეჰყავთ და სახელმწიფოს უპირისპირებენ. აქვე მინდა გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისა და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი იმათ, ვინც კულისებში იმალებიან. პროცესები წარიმართება კულისებიდან. ყველა უნდა გავაფრთხილოთ, განსაკუთრებით კულისებიდან მოქმედი ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს ძალადობისა და პროვოკაციებისთვის იყენებენ. სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ! ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ, ეს არის ჩვენი დევიზი და სულისკვეთება. გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ, წინ ღირსებით ევროპისკენ!“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაიკითხეთ ასევე: