ქვიზი: გამოიცანი ქვეყნები დროშების მიხედვით

ქვიზი: გამოიცანი ქვეყნები დროშების მიხედვით
<iframe id="aysQuizIframe4" style="width: 100%; max-width: 100%; margin: 0 auto; overflow: hidden;" src="https://aviage.ge/ays-quiz/4/?quiz=4&amp;id=4&amp;embed=1" width="200" height="300" frameborder="0" scrolling="yes" sandbox="allow-downloads allow-same-origin allow-forms allow-modals allow-orientation-lock allow-pointer-lock allow-popups allow-popups-to-escape-sandbox allow-presentation allow-scripts allow-top-navigation-by-user-activation"> <div overflow="" tabindex="0" role="button" aria-label="Quiz content"></div> </iframe>

იცოდით თუ არა რომ:

1. იცით, როგორ შეიძინოთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად?

დამეთანხმებით, aviabiletebi ს შეძენა და სამოგზაუროდ წასვლა, გარკვეულ ფინანსებთანაა დაკავშირებული. თუ გსურთ მოგზაურობა, თუმცა ბიუჯეტში შეზღუდული ხართ, ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მიერ შემოთავაზებული ფრენებით. ისინი, ისევე როგორც მაღალი კლასის ავიაკომპანიები, უსაფრთხოდ მოგახვედრებენ დანიშნულების ადგილზე. განსხვავება მხოლოდ მომსახურებაში და სერვისებშია, თუმცა თუ მოგზაურობა თქვენი ოცნებაა, რამდენიმე საათიანი მცირე დისკომფორტი, ამად ნამდვილად ღირს!

2. იცოდით თუ არა, რომ გაპრობლემებულ რეისებზე, შესაძლოა გეკუთვნოდეთ კომპენსაცია?

დიახ, ეს ნამდვილად შესაძლებელია. ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, თუ ფრენის შეფერხება ავიაკომპანიის ბრალეულობით მოხდა, თქვენ დაცული ხართ კანონით. ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, მგზავრებს შეუძლიათ მიიღონ ფინანსური კომპენსაცია, რომელიც 250-600 ევროს ფარგლებში მერყეობს.

3. იცოდით თუ არა, რომ თუ ერთი რეისის ბილეთს ვერ გამოიყენებთ, ავტომატურად გაგიუქმდებათ მეორე რეისის ბილეთიც?

თუ თქვენ ერთდროულად შეიძინეთ წასასვლელი და უკან დასაბრუნებელი ავიაბილეთები, თუმცა გამგზავრება თქვენი მიზეზით ვერ მოხერხდა, ავტომატურად გაგიუქმდებათ უკან დასაბრუნებელი ავიაბილეთიც. ანალოგიურად, თუ თქვენი ფრენა ერთი ან რამდენიმე გადაჯდომითაა აწყობილი, და ერთ-ერთ რეისზე დაიგვიანეთ, მოგიწევთ თავიდან შეიძინოთ დარჩენილი გზის ავიაბილეთები. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება Wizz Air -ის, Pegasus -ის და Ryanair -ის ფრენებს.

4. იცოდით, რომ ავიაბილეთში 3 სიმბოლოს ცვლილების უფლება გაქვთ?

თუ ავიაბილეთის შეძენისას, არასწორად შეიყვანეთ თქვენი მონაცემები, შესაძლებლობა გაქვთ, სრულიად უფასოდ მოახდინოთ 3 სიმბოლოს კორექტირება. საყურადღებოა, რომ ერთი სიმბოლოს წაშლა ან და დამატება ცვლილებად ჩაითვლება.

5. იცოდით, რომ თუ ონლაინ რეგისტრაციას გვიან გააკეთებთ, შესაძლოა უფრო კარგი ადგილი შეგხვდეთ?

თუ თქვენ ონლაინ ჩექინის გაკეთებას აპირებთ, დიდი ალბათობაა, კარგი ადგილი შეგხვდეთ. მიზეზი ისაა, რომ ავიაკომპანიები საუკეთესო ადგილებს ბოლო მომენტამდე ინახავენ, იმ მიზნით, რომ შესაძლოა ის უფრო მომგებიან ფასად გაყიდონ.

6. იცოდით თუ არა, რომ რეისის დაგვიანების შემთხვევაში, რეგისტრაციის დრო არ გეცვლება ?

თუ თქვენი ფრენა რამდენიმე საათით გადაიდო და ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნით ადრე მიიღეთ, რეგისტრაციაზე აუცილებლად თავდაპირველი დროით უნდა გამოცხადდეთ, რადგან ის უცვლელი რჩება. სხვა შემთხვევაში, თქვენ დაკარგავთ ავიაბილეთს.

7. იცით, რისი წაღება გეკრძალებათ ხელბარგით?

დამეთანხმებით, მგზავრობა პირადი ნივთების გარეშე, ნამდვილად რთულია. თუმცა, საჰაერო ფრენების დროს, უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საკითხია, რასაც მკაცრად აკონტროლებენ აეროპორტში. ასე რომ, სანამ სამოგზაუროდ წახვალთ, უნდა იცოდეთ, რისი ტარება არ შეგიძლიათ ხელბარგით, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები. ესენია: ბასრი საგნები, როგორიცაა დანა ან მაკრატელი. ფეთქებადი და ადვილად აალებადი ნივთიერებები. სითხე, რომლის მოცულობა აღემატება 100 მლ-ს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თქვენ შეძლებთ ხელბარგით წაიღოთ მშრალი ყველი, თუმცა არა რბილი, რომელსაც შესაძლოა გაუვიდეს წვენი. https://avia.ge/

R