მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა მედია" საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას აუქმებს
"პალიტრა მედია" საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას აუქმებს

"პა­ლიტ­რა მე­დია“ 18 აპ­რი­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"პა­ლიტ­რა მე­დია“ 18 აპ­რილს 29 წლის ხდე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­გეგ­მი­ლი იყო ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­შიც თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ე­ღო ჰოლ­დინ­გის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან გულ­შე­მატ­კი­ვარ­საც.

თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ვი­თა­რე­ბაა შექ­მნი­ლი. პარ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხილ­ვე­ლად "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის დაბ­რუ­ნე­ბამ, პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა და­ძა­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მძაფრ პრო­ტესტს მი­მარ­თავს. თა­ვის მხრივ, ამ ეტაპ­ზე უკან და­ხე­ვას არც კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი აპი­რე­ბენ.

ჩვენ ყვე­ლას ერთი სამ­შობ­ლო გვაქვს და ვთვლით, რომ საღი აზ­რი­სა და კე­თი­ლი ნე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა კომ­პრო­მი­სუ­ლი ვა­რი­ან­ტის მო­ძებ­ნა ისე, რომ არც მშვი­დო­ბი­ან და სტა­ბი­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას და არც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას არ შე­ექ­მნას საფრ­თხე.

"პა­ლიტ­რა მე­დი­ას“ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი არც პირ­და­პირ და არც ირი­ბად არ ეხე­ბა. ჰოლ­დინ­გი არა­ნა­ირ და­ფი­ნან­სე­ბას არ იღებს, მათ შო­რის - უცხო­ე­თი­დან და, შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის“ რე­ესტრში და­რე­გის­ტრი­რე­ბა ან დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბა არ მო­უ­წევს.

თუმ­ცა არც ერ­თმა კა­ნონპ­რო­ექ­ტმა, ინი­ცი­ა­ტი­ვამ თუ ქმე­დე­ბამ არ უნდა შე­ა­ფერ­ხოს ის, რის­თვი­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თა­ო­ბე­ბი იბ­რძოდ­ნენ და 2017 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შიც არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი (78-ე მუხ­ლი) - ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია. ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "პა­ლიტ­რა მე­დია“ 29 წლის თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბას აუქ­მებს.

თა­ვის მხრივ, "პა­ლიტ­რა მე­დია“ გა­აგ­რძე­ლებს იმ გზას, რა­საც ამ 29 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიჰ­ყვე­ბო­და - მა­ყუ­რებ­ლის­თვის, მსმე­ნე­ლის­თვის და მკი­თხვე­ლის­თვის მარ­თა­ლი, ობი­ექ­ტუ­რი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა თუ ანა­ლი­ზის მი­წო­დე­ბას", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"პალიტრა მედია" საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას აუქმებს

"პალიტრა მედია" საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას აუქმებს

"პალიტრა მედია“ 18 აპრილის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"პალიტრა მედია“ 18 აპრილს 29 წლის ხდება. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი იყო ტრადიციული საზეიმო ღონისძიება, რომელშიც თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა უნდა მიეღო ჰოლდინგის მრავალრიცხოვან გულშემატკივარსაც.

თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში არაორდინარული ვითარებაა შექმნილი. პარლამენტში განსახილველად "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაბრუნებამ, პოლიტიკური ვითარება დაძაბა. საზოგადოების ნაწილი მძაფრ პროტესტს მიმართავს. თავის მხრივ, ამ ეტაპზე უკან დახევას არც კანონპროექტის ინიციატორები აპირებენ.

ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ვთვლით, რომ საღი აზრისა და კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება კომპრომისული ვარიანტის მოძებნა ისე, რომ არც მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და არც ევროინტეგრაციას არ შეექმნას საფრთხე.

"პალიტრა მედიას“ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არც პირდაპირ და არც ირიბად არ ეხება. ჰოლდინგი არანაირ დაფინანსებას არ იღებს, მათ შორის - უცხოეთიდან და, შესაბამისად, კანონის ამოქმედების შემთხვევაში, არც "უცხოური გავლენის“ რეესტრში დარეგისტრირება ან დეკლარაციის შევსება არ მოუწევს.

თუმცა არც ერთმა კანონპროექტმა, ინიციატივამ თუ ქმედებამ არ უნდა შეაფერხოს ის, რისთვისაც ჩვენს ქვეყანაში თაობები იბრძოდნენ და 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული (78-ე მუხლი) - ევროინტეგრაცია. ეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, "პალიტრა მედია“ 29 წლის თარიღთან დაკავშირებულ ოფიციალურ საზეიმო ღონისძიებას აუქმებს.

თავის მხრივ, "პალიტრა მედია“ გააგრძელებს იმ გზას, რასაც ამ 29 წლის განმავლობაში მიჰყვებოდა - მაყურებლისთვის, მსმენელისთვის და მკითხველისთვის მართალი, ობიექტური, დაბალანსებული და მრავალფეროვანი ინფორმაციისა თუ ანალიზის მიწოდებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.