ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს ეხმაურებიან მოსამართლეები.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ასე ეხმაურება:
"თუ მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, ვერ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას (78-ე მუხლი), ჩემ სამშობლოს, როგორ დავიცავ ადამიანის უფლებებს, რომელთა წინაშეც ვარ ანგარიშვალდებული?! რა თქმა უნდა, წინ, ევროპისკენ!"
"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს ქვეყნის ინტერესების დაცვას, რომ ევროპის ნაწილი გავხდეთ. წინ ევროპისკენ. არა ოკუპანტ რუსეთს", - წერა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მამუკა წიკლაური, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის პოსტს აზიარებს.