სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ კანონპროექტით პარლამენტს უნდა დასმენების და რეპრესიების დროში დაგვაბრუნოს" - რას აცხადებენ კულტურის ცნობილი მოღვაწეები?
"ამ კანონპროექტით პარლამენტს უნდა დასმენების და რეპრესიების დროში დაგვაბრუნოს" - რას აცხადებენ კულტურის ცნობილი მოღვაწეები?

მე­სა­მე დღეა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ უკან გაწ­ვე­უ­ლი ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის უკან დაბ­რუ­ნე­ბას. პარ­ლა­მენ­ტში კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­რეთ საპ­რო­ტეს­ტოდ გა­მო­სუ­ლი ხალ­ხის ნა­კა­დი არ წყდე­ბა. გთა­ვა­ზობთ კულ­ტუ­რის სფე­როს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რებს:

თეა დარ­ჩია, მო­ცეკ­ვა­ვე:

"უკან გაწ­ვე­უ­ლი კა­ნო­ნის ხელ­მე­ო­რედ შე­მობ­რუ­ნე­ბით ვიგ­რძე­ნი სა­ში­ნე­ლი გაწ­ბი­ლე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, ტყუ­ი­ლი, და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა. ამ მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში, ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა მო­დუ­ნე­ბის, რად­გან არა­ვინ იცის, ერთხელ მო­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა, რამ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა გა­ტყდეს და რამ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვა­ტყუ­ონ. 9 აპ­რილს, და­ღუ­პუ­ლი ხალ­ხის სის­ხლი, უბ­რა­ლოდ არაფ­რად ჩა­აგ­დონ და 35-წლი­ა­ნი ბრძო­ლის მერე, იმ სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სის­ხლი ჩა­ლის ფა­სად გვიქ­ცი­ონ - ეს უპა­ტი­ე­ბე­ლია! სა­თა­უ­რის გა­მოც­ვლით, აზრი არ იც­ვლე­ბა. ახლა გა­ჩუ­მე­ბა ნიშ­ნავს: გზა გა­ვუხ­სნათ ტყუ­ილს, ტე­რორს, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის დას­ჯას, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ზი­ზღს და დას­მე­ნას. მოკ­ლედ, მო­დერ­ნის­ტულ, უფრო სა­შიშ, უი­დეო, უაზ­რო სსრკ-ში დაბ­რუ­ნე­ბას".

ეკა ნი­ჟა­რა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ჩვე­ნი მი­ზა­ნი არ არის აქ დგო­მა. წლე­ბი გა­ვა­ტა­რე ამ ად­გი­ლას მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა. ახლა ჩვენ, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დეთ ახალ­გაზ­რდებს, მო­ხუ­ცებს, ქა­ლებ­სა თუ ბავ­შვებს. მაგ­რამ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ დღეს, ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში უნ­დათ და­ი­წყონ დიდი, რუ­სუ­ლი კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნი­ცაა სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ მი­ზანს ჩა­მო­ა­ცი­ლონ, ამას ვერ და არ და­ვუშ­ვებთ. და ვიდ­გე­ბით იქამ­დე, სა­დამ­დეც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა!

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, მუ­სი­კო­სი:

- ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი სპობს ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ხალ­ხის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ვაძ­ლი­ე­როთ ერ­თმა­ნე­თი და ქვე­ყა­ნა. ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტით პარ­ლა­მენტს უნდა დას­მე­ნე­ბის და რეპ­რე­სი­ე­ბის დრო­ში დაგ­ვაბ­რუ­ნოს. რუ­სუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი მტრუ­ლად წარ­მო­ა­ჩენს ჩვენს მე­გობ­რებს, ვის­თან ერ­თა­დაც ამ ქვე­ყა­ნას ვა­შე­ნებ­დით.

ზურა გე­წა­ძე, რე­ჟი­სო­რი:

- ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა იქ­ნე­ბა შე­ტე­ვა მთა­ვარ ქარ­თულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე - ღირ­სე­ბის გან­ცდა­ზე, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სო­ლი­და­რო­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბა, სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნებს ქვეყ­ნის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს, მათ შო­რის და­აბ­რკო­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სვლას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბი­სა­კენ. ამ კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ასი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის­თვის გა­ნუ­ზო­მე­ლი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის გა­რე­შე.

ბად­რი წე­რე­დი­ა­ნი, რე­ჟი­სო­რი:

- ევ­რო­პას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა აქვს. ეს ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნია. ჩვენ ვართ უძ­ვე­ლე­სი ევ­რო­პე­ლე­ბი, ვი­ღა­ცე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით. ლი­ე­ტუ­ვა­ში, სა­დაც ახლა ვმუ­შა­ობ, და რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად გვეხ­მა­რე­ბა ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბი­თა და ძა­ლით, რომ მოვ­ხვდეთ ევ­რო­პის დიდ ოჯახ­ში, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო დროს აშ­კა­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რომ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი და დაბ­ნე­უ­ლი არი­ან - მათი შე­ხე­დუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლებ­ზე აქამ­დე სულ სხვაგ­ვა­რი იყო, დღეს კი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან ჩემი აქა­უ­რი მე­გობ­რე­ბი, ნუთუ ეს მარ­თლა ხდე­ბა შენს ქვე­ყა­ნა­შიო.

ნანა ჯორ­ჯა­ძე, რე­ჟი­სო­რი:

- გა­მა­გე­ბი­ნეთ, რა­ტომ უნდა მი­ვი­ღოთ ის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას და­ა­კარ­გვი­ნებს?! კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ისევ უკან ჩაგ­ვძი­რავს იმ ჭა­ობ­ში, რო­მე­ლიც თით­ქოს­და უკან მო­ვი­ტო­ვეთ. ჩვენ ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა ვართ და ამ ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი კა­ნო­ნე­ბით ცხოვ­რე­ბა ვერ და არ გა­მო­ვა”.

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 120 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩემი მომენტარი
0

სახელმწიფო საქმეს სერიოზული პოლიტიკოსები უნდა აგვარებდნენ. მსახიობმა და მომღერალმა სცენას უნდა მიხედოს, ჟონგლიორმა ცირკს... მერე იქნება ყველაფერი მშვიდად და მოწესრიგებულად. სხვა მხრივ კი ყველას დიდი პატივისცემა ჩემგან. 

მწარე სიმართლე
48

ამას იძახის ყველა, ქოცებს და რუსების გარდა -_-

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ამ კანონპროექტით პარლამენტს უნდა დასმენების და რეპრესიების დროში დაგვაბრუნოს" - რას აცხადებენ კულტურის ცნობილი მოღვაწეები?

"ამ კანონპროექტით პარლამენტს უნდა დასმენების და რეპრესიების დროში დაგვაბრუნოს" - რას აცხადებენ კულტურის ცნობილი მოღვაწეები?

მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ უკან გაწვეული ე.წ. აგენტების კანონის უკან დაბრუნებას. პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პარალელურად გარეთ საპროტესტოდ გამოსული ხალხის ნაკადი არ წყდება. გთავაზობთ კულტურის სფეროს ცნობილი ადამიანების კომენტარებს:

თეა დარჩია, მოცეკვავე:

"უკან გაწვეული კანონის ხელმეორედ შემობრუნებით ვიგრძენი საშინელი გაწბილება, შეურაცხყოფა, ტყუილი, და განუკითხაობა. ამ მთავრობის პირობებში, ჩვენ არ გვაქვს უფლება მოდუნების, რადგან არავინ იცის, ერთხელ მოცემული პირობა, რამდენჯერ შეიძლება გატყდეს და რამდენჯერ შეიძლება მოგვატყუონ. 9 აპრილს, დაღუპული ხალხის სისხლი, უბრალოდ არაფრად ჩააგდონ და 35-წლიანი ბრძოლის მერე, იმ საოცარი ადამიანების სისხლი ჩალის ფასად გვიქციონ - ეს უპატიებელია! სათაურის გამოცვლით, აზრი არ იცვლება. ახლა გაჩუმება ნიშნავს: გზა გავუხსნათ ტყუილს, ტერორს, თავისუფალი სიტყვის დასჯას, ერთმანეთის მიმართ ზიზღს და დასმენას. მოკლედ, მოდერნისტულ, უფრო საშიშ, უიდეო, უაზრო სსრკ-ში დაბრუნებას".

ეკა ნიჟარაძე, მსახიობი:

- ჩვენი მიზანი არ არის აქ დგომა. წლები გავატარე ამ ადგილას მე და ჩემმა მეგობრებმა. ახლა ჩვენ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე უნდა ვემსახურებოდეთ ახალგაზრდებს, მოხუცებს, ქალებსა თუ ბავშვებს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, ჩვენი პარლამენტის შენობაში უნდათ დაიწყონ დიდი, რუსული კედლის მშენებლობა, რომლის მიზანიცაა საქართველო ევროპულ მიზანს ჩამოაცილონ, ამას ვერ და არ დავუშვებთ. და ვიდგებით იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება!

ნიკოლოზ რაჭველი, მუსიკოსი:

- ეს კანონპროექტი სპობს ჩვენი ქვეყნის და ხალხის შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ერთმანეთი და ქვეყანა. ამ კანონპროექტით პარლამენტს უნდა დასმენების და რეპრესიების დროში დაგვაბრუნოს. რუსული კანონპროექტი მტრულად წარმოაჩენს ჩვენს მეგობრებს, ვისთან ერთადაც ამ ქვეყანას ვაშენებდით.

ზურა გეწაძე, რეჟისორი:

- ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე - ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება, სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისაკენ. ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.

ბადრი წერედიანი, რეჟისორი:

- ევროპას ალტერნატივა არა აქვს. ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია. ჩვენ ვართ უძველესი ევროპელები, ვიღაცებისაგან განსხვავებით. ლიეტუვაში, სადაც ახლა ვმუშაობ, და რომელიც ყველაზე მეტად გვეხმარება ყველა საშუალებითა და ძალით, რომ მოვხვდეთ ევროპის დიდ ოჯახში, ჩემდა სამწუხაროდ, ბოლო დროს აშკარად შეინიშნება, რომ შეურაცხყოფილი და დაბნეული არიან - მათი შეხედულება ქართველებზე აქამდე სულ სხვაგვარი იყო, დღეს კი გაოგნებულები მეკითხებიან ჩემი აქაური მეგობრები, ნუთუ ეს მართლა ხდება შენს ქვეყანაშიო.

ნანა ჯორჯაძე, რეჟისორი:

- გამაგებინეთ, რატომ უნდა მივიღოთ ის კანონი, რომელიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დააკარგვინებს?! კანონი, რომელიც ისევ უკან ჩაგვძირავს იმ ჭაობში, რომელიც თითქოსდა უკან მოვიტოვეთ. ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ და ამ ქვეყანაში რუსული კანონებით ცხოვრება ვერ და არ გამოვა”.

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი