თბილისში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის" წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ქვეყნის ევროპული კურსისა და ამ აქციების მხარდამჭერ სთორებს და პოსტებს სოციალურ ქსელებში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები აქვეყნებენ. კანონის წინააღმდეგ გამოვიდა უკვე არაერთი ფეხბურთელი, მწერალი, მომღერალი და საზოგადო მოღვაწე. Ambebi.ge გამოხმაურებებს ეტაპობრივად გთავაზობთ. ამჯერად კიდევ რამდენიმე ცნობილი ადამიანის პოზიციას გაგიზიარებთ:
მომღერალი თამადა:
"მმართველო პარტიავ, ვგრძნობ, ბოლო შანსი გაქვთ, ყოველ დილით, ხეზე აყუდებული, გაციებული ვარლამივით არ დახვდეთ საკუთარ შთამომავლობას. ჰოდა, გადაწყვიტეთ რა და რად გიღირთ?! სულ ვერ იქნებით ასე ფესვგადგმულნი და აუცილებლად მოვრეცხავთ თქვენგან დატოვებულ ჭუჭყს. საქართველოს გზა ევროპაშია!"
ლევან კუტალია, ფეხბურთელი:
"საქართველო ევროპაში. ჩვენს არჩევანს ალტერნატივა არ აქვს. გვახსოვს ისტორია, გვტკივა ოკუპაცია. მე როგორც ფეხბურთელმა, უკლუბოდ ყოფნის დროს, უარი ვთქვი რუსულ ფულზე და რუსული კლუბის შემოთავაზებაზე. არ მინდა წარსულში - წინ ევროპული მომავლისკენ".
მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია:
"მხოლოდ ევროპული მომავალი გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. მიყვარს ჩვენი პატარა და დიდი ქვეყანა".
მებო ნუცუბიძე, მომღერალი:
"როცა ხედავ, როგორ ურტყამენ ადამიანებს და უსამართლობის გრძნობის, ბრაზისა და გინების ნაცვლად, სხვა რამეებზე იწყებ ფიქრს, მანდ კარგავ ადამიანობას და ემსგავსები ცხოველს. პრინციპში, ცხოველებს რას ვერჩი: ემსგავსები უემპათიო უტვინო არსებას, რომელსაც აღარაფერი აქვს ადამიანური.
"არ ვიცი რა ხდება", "არ მაინტერესებს", "არ მეხება" და მსგავსი ფრაზები დანაშაულია. რატომ არ იცი მერე, შე დალოცვილო, ორი თვალი და ორი ყური გაქვს, შედი ინტერნეტში, ჩართე ტელევიზორი და თუ სხვა ადამიანებს არ უჯერებ, კადრები ნახე. ასფალტზე დაგდებული უმოძრაო ადამიანის დანახვაზე სიბრაზისგან თვალები ცრემლებით თუ არ გევსება, მუჭები ავტომატურად თუ არ გეკვრება და ყელში ბურთი არ გეჩხირება, გაჩუმდი მაინც.
სარკეში ჩაიხედე და შეგრცხვეს. ნახე, რას დაემსგავსე. და რისთვის? სამსახურისთვის? კომფორტისთვის? ხვალ შენც დაგაგდებენ და არავინ იქნება შენი მომკითხავი. არცოდნა არცოდვა არ არის. ამ ამბების "არ ცოდნა" ყველაზე დიდი ცოდვა და დანაშაულია".
მარიტა როხვაძე, მომღერალი:
"ჩვენი გზა იყო და არის ევროპაში. მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი. ვისაც რუსეთი, ტანია და ვალოდიები გინდათ, გაა*ვით ჩემი ევროპული საქართველოდან".
ფეხბურთელ გიორგი აბურჯანიას "სთორი“ "ინსტაგრამზე":
მოდელი, ანა შელიას "ინსტაგრამსთორი":
გიორგი ქვილითაია, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი:
"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია, ამას ვერაფერი შეცვლის! არა რუსეთს!"
ზურიკო დავითაშვილი, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი:
"საქართველოს გზა ევროპაშია ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს".
იხილეთ ასევე: