თბილისში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის" წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
კანონპროექტის მისი პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ქვეყნის ევროპული კურსისა და ამ აქციების მხარდამჭერ სთორებს და პოსტებს სოციალურ ქსელებში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები აქვეყნებენ.
თბილისში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერად მატილდამ "სთორიში" გამოაქვეყნა ფოტო "ქალი ევროკავშირის დროშით":
რაც შეეხება თაკო ნაცვლიშვილს, მან შარლ მიშელის განცხადება გამოაქვეყნა:
"კანონი არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ და დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან", - ამბობს შარლ მიშელი.
ევროკავშირში გაერთიანებას უჭერენ მხარს, თუ რევოლუციას? რევოლუცია და არეულობა ავტომატურად რუსეთის ჯარის შემოსვლას ნიშნავს, ასე რომ ვინც რევოლუციას უჭერს მხარს, რამდენოც გინდა აგინოს რუსეთი და იყვიროს ევროპა მინდაო, რეალურად რუსეთი უნდა.
ისე თუ გავითვალისწინებთ რანაირი ,,წარმატებული" ხალხი ეწინააღმდეგება ამ კანონს, მარტო მაგიტომ უნდა მიიღონ!