ავტორი:

შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს - "უკვე დაშავდა ჩვენი თანამშრომელი... მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შემთხვევაში გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს"

შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს - "უკვე დაშავდა ჩვენი თანამშრომელი... მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შემთხვევაში გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს"

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის წევრებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.

"იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს.კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ წუთებში პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა შემოხლაა.

სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. სპეცრაზმელებსა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება.

ნახეთ ასევე: