პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა - სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს: კადრები ადგილიდან
პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა - სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს: კადრები ადგილიდან

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის შეხ­ლა შე­მოხ­ლაა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ე.წ. წი­წა­კის სპრეი გა­მო­ი­ყე­ნეს.

ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ და­შა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი.

  • პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სავ­ლელ­თან, ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე სპეც­რაზ­მი და წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნაა გან­ლა­გე­ბუ­ლი. პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რედ ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სპეც­რაზ­მე­ლებს გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სპეც­რაზ­მე­ლებს წყა­ლი შე­ას­ხეს.

პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტთან შეკ­რე­ბილ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს დაშ­ლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

„მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, და­ი­შა­ლეთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად“,- მი­მარ­თა­ვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით, „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამ წუ­თებ­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­წყდა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ად­გილ­ზე კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის ბა­ნე­რე­ბი აქვთ მო­ტა­ნი­ლი.

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა ხვალ, 17 აპ­რილს გაგ­რძელ­დე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა დღე­ის­თვის დას­რუ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა კა­ნონპ­რო­ექ­ტის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა დღეს სრუ­ლად ვერ მო­ეს­წრო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკო
4

ქართველებს სხვა ვერაფერი მოარჯულებთ,კანონებია აუცილებელი.

სახლის გზას ვერ აგნებენ და იმიტომ მოსდით ეგრე

გოგა
2

რაზეს გადაგიხადეს ფული ის მიღეთ ნუ წუწუნებთ ,საქმე შესრულებულია პირველ დღესთან განსხვავებით , ვიცი გვარამიასგან რო საყვედური მიღეთ პირვლ დღეს , აი რატომ შეიწყალა ზურაბამ გვარამია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა - სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს: კადრები ადგილიდან

პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა - სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს: კადრები ადგილიდან

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა შემოხლაა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ცნობილი ხდება, რომ დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

  • პარლამენტის უკანა შესავლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა განლაგებული. პარლამენტის მიმდებარედ ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები სპეცრაზმელებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მოქალაქეებმა სპეცრაზმელებს წყალი შეასხეს.

პროცესის პარალელურად სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.

„მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად“,- მიმართავენ მოქალაქეებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. აქციის მონაწილეებს ადგილზე კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეისთვის დასრულებულია, თუმცა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო.