სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელ-ნინიოს" გავლენა დასრულდა, წყნარი ოკეანე გაგრილდა" -  როგორ იმოქმედებს ეს გლობალურ კლიმატზე?
"ელ-ნინიოს" გავლენა დასრულდა, წყნარი ოკეანე გაგრილდა" -  როგორ იმოქმედებს ეს გლობალურ კლიმატზე?

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "ელ-ნი­ნი­ოს" გავ­ლე­ნა, რო­მელ­მაც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, გლო­ბა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ახალ სი­მაღ­ლე­ე­ბამ­დე აიყ­ვა­ნა, დას­რულ­და. ავ­სტრა­ლი­ის მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის ბი­უ­როს თქმით, გა­სულ კვი­რა­ში წყნა­რი ოკე­ა­ნე "არ­სე­ბი­თად გაგ­რილ­და".

  • ელ-ნი­ნიო წყნა­რი ოკე­ა­ნის ეკ­ვა­ტო­რუ­ლი ნა­წი­ლის ზე­და­პი­რუ­ლი ფე­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რის რყე­ვაა, რო­მე­ლიც შე­სამ­ჩნევ გავ­ლე­ნას ახ­დენს კლი­მატ­ზე.

გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში და­წყე­ბულ­მა ამ კლი­მა­ტურ­მა მოვ­ლე­ნამ წყნა­რი ოკე­ა­ნის ზე­და­პირ­ზე უფრო თბი­ლი წყლე­ბი ამო­ი­ტა­ნა, რაც ატ­მოს­ფე­როს კი­დევ უფრო ათ­ბობ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, რა გვე­ლის მო­მა­ვალ­ში, მკვლევ­რებ­მა ჯერ არ იცი­ან. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ელ-ნი­ნი­ოს დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში შე­ვი­ტყობთ, არის თუ არა ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა.

ყო­ველ რამ­დე­ნი­მე წელ­ში, "ელ-ნი­ნი­ოს" დად­გო­მა მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ამინ­დის მკვეთრ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს, ხშირ­დე­ბა წყალ­დი­დო­ბე­ბი და გვალ­ვა. მას სამი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფაზა აქვს, ცხე­ლი "ელ-ნი­ნიო", ნე­იტ­რა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი ან შე­და­რე­ბით გრი­ლი პე­რი­ო­დი, სა­ხელ­წო­დე­ბით "ლა-ნი­ნია".

ბოლო "ელ-ნი­ნიო" გა­სულ ივ­ნის­ში და­ი­წყო და მან პიკს დე­კემ­ბერ­ში მი­აღ­წია. თუმ­ცა ახლა, "ელ-ნი­ნიო" გაქ­რა და ეს იმა­ზე სწრა­ფად მოხ­და, ვიდ­რე ელოდ­ნენ. ავ­სტრა­ლი­ე­ლი მკვლევ­რე­ბის თქმით, ისი­ნი ნე­იტ­რა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის ივ­ლი­სამ­დე გაგ­რძე­ლე­ბას ელი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა ლა-ნი­ნი­ას, მას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია ქა­რიშ­ხალ­ზე. ხში­რად ის ქა­რიშ­ხლის და­წყე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ელ-ნინიოს" გავლენა დასრულდა, წყნარი ოკეანე გაგრილდა" -  როგორ იმოქმედებს ეს გლობალურ კლიმატზე?

"ელ-ნინიოს" გავლენა დასრულდა, წყნარი ოკეანე გაგრილდა" -  როგორ იმოქმედებს ეს გლობალურ კლიმატზე?

მეცნიერები ამბობენ, რომ "ელ-ნინიოს" გავლენა, რომელმაც კლიმატის ცვლილებასთან ერთად, გლობალური ტემპერატურა ახალ სიმაღლეებამდე აიყვანა, დასრულდა. ავსტრალიის მეტეოროლოგიის ბიუროს თქმით, გასულ კვირაში წყნარი ოკეანე "არსებითად გაგრილდა".

  • ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე.

გასული წლის ივნისში დაწყებულმა ამ კლიმატურმა მოვლენამ წყნარი ოკეანის ზედაპირზე უფრო თბილი წყლები ამოიტანა, რაც ატმოსფეროს კიდევ უფრო ათბობდა. ამის მიუხედავად, რა გველის მომავალში, მკვლევრებმა ჯერ არ იციან. მეცნიერები ამბობენ, რომ ელ-ნინიოს დასრულებიდან რამდენიმე თვეში შევიტყობთ, არის თუ არა ბოლოდროინდელი მაღალი ტემპერატურა დაჩქარებული კლიმატის ცვლილების დამსახურება.

ყოველ რამდენიმე წელში, "ელ-ნინიოს" დადგომა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამინდის მკვეთრ ცვლილებებს იწვევს, ხშირდება წყალდიდობები და გვალვა. მას სამი განსხვავებული ფაზა აქვს, ცხელი "ელ-ნინიო", ნეიტრალური პირობები ან შედარებით გრილი პერიოდი, სახელწოდებით "ლა-ნინია".

ბოლო "ელ-ნინიო" გასულ ივნისში დაიწყო და მან პიკს დეკემბერში მიაღწია. თუმცა ახლა, "ელ-ნინიო" გაქრა და ეს იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე ელოდნენ. ავსტრალიელი მკვლევრების თქმით, ისინი ნეიტრალური პირობების ივლისამდე გაგრძელებას ელიან.

რაც შეეხება ლა-ნინიას, მას მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ქარიშხალზე. ხშირად ის ქარიშხლის დაწყების მიზეზი ხდება.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა