დღეიდან, „ბიბლუსის“ კაფე „პიატოში“ მისულ სტუმრებს, ლიტერატურული მენიუ დახვდებათ, საიდანაც 6 კერძის დაგემოვნებას შეძლებენ.
მენიუში, ცნობილი მწერლებისა და ლიტერატურული პერსონაჟების საყვარელი ან რომანებში მოხსენიებული, კარგად დასამახსოვრებელი კერძებია თავმოყრილი, რომელთა ინტერპრეტაციაც „პიატოს“ შეფმზარეულებმა შექმნეს. უფრო დეტალურად, კერძების ჩამონათვალი ასეთია:
როგორც „პიატოს“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, ექსპერიმენტული მენიუ სტუმრებს გახალისებისა და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას მისცემს:
„ბიბლუსის“ წიგნის კაფე „პიატოსთვის“ მნიშვნელოვანია ლიტერატურისა და გასტრონომიული სამყაროს გაერთიანება, რაც ვიმედოვნებთ, ჩვენს მომხმარებლებს პოზიტიურ განწყობას შეუქმნის. მენიუში ყველასთვის საყვარელი მწერლები და პერსონაჟები გავაცოცხლეთ მათ საყვარელ კერძებთან ერთად, რათა ჩვენს სტუმრებს გავახსენოთ ბავშვობა და კლასიკური ნაწარმოებების პერსონაჟები“, - აღნიშნა წიგნის კაფეების ქსელის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ ლიტერატურული მენიუ ჯერჯერობით „ბიბლუსის“ კაფე „პიატოს“ ერთ ფილიალში, ი. ჭავჭავაძის 2 ნომერში დაგხვდებათ.
R