"ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან კბილბასრი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დაბუდებას - თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით", - ასე ეხმაურება რუსი მწერალი, ბორის აკუნინი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
"საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. დავიბადე საქართველოში, ჩემი გვარი "შვილი“-თ მთავრდება და ვარ "შალვას ძე“, მყავს ბევრი ნათესავი და მეგობარი და ჩემს შეშფოთებას იწვევს იმის დანახვა, როგორ ეშვება დემოკრატიული ქვეყანა იმავე ფერდობზე, საიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა“, - წერს მწერალი სოციალურ ქსელში.
ის ქართველებს ურჩევს, პუტინიზმისგან თავი დაიცვან და თავისუფლებაზე იზრუნონ.
"ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან კბილბასრი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დაბუდებას - თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით. ამ ინფილტრატორის გამოსახლებას ვეღარ შეძლებთ. ის შეჭამს საქართველოს, როგორც კიბო.
ვიცით, გამოგვივლია. თავიდან "უცხოური აგენტები“, შემდეგ "მეხუთე კოლონა“, შემდეგ "ტერორისტები და ექსტრემისტები“, და შემდეგ პუტინისტური რუსეთის გარდა საქართველოს სხვა მეგობარი აღარ დარჩება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წარსულში, ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ. ქართველებო, ეს არ დაგემართოთ. იზრუნეთ თავისუფლებაზე“, - წერს აკუნინი.