სამტრედიაში, ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს.
ნატო ხელაძე სამტრედიაში 2 აპრილს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. მას მეუღლის მკვლელობას ედავებოდნენ. მოგვიანებით მკვლელობის და ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცი ჯერ სცემეს, შემდეგ ცოლის ძმამ დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. უწყებაში აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილის მეუღლემ არჩადენილი დანაშაული დაიბრალა.