მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია 16 წლის მოზარდი - რა ხდება ცნობილი სიდნეიში ღვთისმსახურსა და მისი მრევლის წევრებზე თავდასხმაზე?
დაკავებულია 16 წლის მოზარდი - რა ხდება ცნობილი სიდნეიში ღვთისმსახურსა და მისი მრევლის წევრებზე თავდასხმაზე?

სიდ­ნე­ი­ში, სა­სუ­ლი­ე­რო პირ­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით 16 წლის მო­ზარ­დი და­ა­კა­ვეს. ინ­ცი­დენ­ტი ოთხშა­ბათს, სა­ღა­მოს მოხ­და - შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სულ მცი­რე, 4 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა. მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. პო­ლი­ცი­ამ თავ­დას­ხმა რე­ლი­გი­უ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ "ტე­რო­რის­ტულ აქ­ტად“ გა­მო­ა­ცხა­და. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ისი­ნი სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ და მათ­ზე ექი­მე­ბი ზრუ­ნა­ვენ", - ნათ­ქვა­მია პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა ეკ­ლე­სი­ის წინ, რა­საც მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა - თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, შეკ­რე­ბი­ლე­ბი თავ­დამ­სხმე­ლის გა­რეთ გაყ­ვა­ნას ითხოვ­დნენ.

ცნო­ბი­ლია და­შა­ვე­ბუ­ლი ეპის­კო­პო­სის ვი­ნა­ო­ბაც - ის მარ მარი ემა­ნუ­ე­ლია. ავ­სტრა­ლი­ა­ში მას პო­პუ­ლა­რულ და სა­კა­მა­თო ფი­გუ­რად მი­იჩ­ნე­ვენ. მის ქა­და­გე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ნახ­ვა აქვს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ემა­ნუ­ელს და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ასუ­რულ ეკ­ლე­სი­ას­თან, სა­ი­და­ნაც იგი კა­ნო­ნე­ბის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გამო განკვე­თეს.

მარ მარი ემა­ნუ­ე­ლი კო­ვიდ 19-ის დროს და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებ­საც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და და ამ­ტკი­ცებ­და, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია უშე­დე­გო იყო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ Christ The Good Shepherd-ის ეკ­ლე­სი­ა­ში ეპის­კო­პო­სი ქა­და­გე­ბი­სას დაჭ­რეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს მა­შინ მოხ­და, როცა რე­ლი­გი­უ­რი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ონ­ლა­ინ, პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მო­და. მა­ნამ­დე, სიდ­ნე­ის პო­პუ­ლა­რულ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი შე­ვი­და და 6 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, მათ შო­რის 55 წლის ქარ­თვე­ლი ფიქ­რია დარ­ჩი­ა­ცაა. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, არის თუ არა რა­ი­მე კავ­ში­რი ამ ორ თავ­დას­ხმას შო­რის.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მარტოხელა მგელი!
1

ასე იმკიან ქვეყნები, ლიბერასტების კანონებს და შედეგებს!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

დაკავებულია 16 წლის მოზარდი - რა ხდება ცნობილი სიდნეიში ღვთისმსახურსა და მისი მრევლის წევრებზე თავდასხმაზე?

დაკავებულია 16 წლის მოზარდი - რა ხდება ცნობილი სიდნეიში ღვთისმსახურსა და მისი მრევლის წევრებზე თავდასხმაზე?

სიდნეიში, სასულიერო პირზე მომხდარი თავდასხმის ბრალდებით 16 წლის მოზარდი დააკავეს. ინციდენტი ოთხშაბათს, საღამოს მოხდა - შემთხვევის შედეგად სულ მცირე, 4 ადამიანი დაიჭრა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ თავდასხმა რელიგიურად მოტივირებულ "ტერორისტულ აქტად“ გამოაცხადა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

"დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ და მათზე ექიმები ზრუნავენ", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ასობით ადამიანი შეიკრიბა ეკლესიის წინ, რასაც მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა - თვითმხილველების თქმით, შეკრებილები თავდამსხმელის გარეთ გაყვანას ითხოვდნენ.

ცნობილია დაშავებული ეპისკოპოსის ვინაობაც - ის მარ მარი ემანუელია. ავსტრალიაში მას პოპულარულ და საკამათო ფიგურად მიიჩნევენ. მის ქადაგებებს სოციალურ ქსელებში მილიონობით ნახვა აქვს. როგორც ცნობილია, ემანუელს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ასურულ ეკლესიასთან, საიდანაც იგი კანონების დაუმორჩილებლობისა და სეპარატისტული ეკლესიის ჩამოყალიბების გამო განკვეთეს.

მარ მარი ემანუელი კოვიდ 19-ის დროს დაწესებულ შეზღუდვებსაც ეწინააღმდეგებოდა და ამტკიცებდა, რომ ვაქცინაცია უშედეგო იყო.

შეგახსენებთ, რომ Christ The Good Shepherd-ის ეკლესიაში ეპისკოპოსი ქადაგებისას დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მაშინ მოხდა, როცა რელიგიური ღვთისმსახურება ონლაინ, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მანამდე, სიდნეის პოპულარულ სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევიდა და 6 ადამიანი მოკლა, მათ შორის 55 წლის ქართველი ფიქრია დარჩიაცაა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა რაიმე კავშირი ამ ორ თავდასხმას შორის.

იხილეთ ასევე: