ავტორი:

როგორ გავარჩიოთ ლაზერული ეპილაციის ორიგინალი აპარატი არაორიგინალისგან

როგორ გავარჩიოთ ლაზერული ეპილაციის ორიგინალი აპარატი არაორიგინალისგან

თუ ეპილაციას რეგულარულად იკეთებთ და შედეგი არ გაქვთ, მიზეზი შეიძლება არაორიგინალი აპარატი იყოს. დღეს საქართველოში ბევრი ესთეტიკური ცენტრი ცდილობს მომხმარებლების მოზიდვას soprano–ს თუ სხვა ბრენდების აპარატებით. თუმცა რეალურად ბევრი მათგანი არაორიგინალია.

ბაზრის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეო“, რომელიც ორიგინალი აპარატებითაა აღჭურვილი და გვირჩევს, როგორ გავარჩიოთ ორიგინალი აპარატი არაორიგინალისგან.

  • პირველ რიგში, ეს არის მომსახურების ღირებულება. ორიგინალი აპარატის შეძენა საკმაოდ ძვირადღირებული ინვესტიციაა ესთეტიკური ცენტრისთვის და ამიტომ მომსახურებასაც შესაბამისი ღირებულება აქვს. ორიგინალი აპარატით მთლიანი სხეულის ეპილაცია ვერ ეღირება, მაგალითად, 85 ლარი, რასაც დღეს ჩვენს ბაზარზე საკმაოდ ხშირად შეხვდებით. მომხმარებლისთვის ეს პირველი ნიშანი უნდა იყოს, რომ აპარატი არაორიგინალია.
  • ორიგინალი აპარატები ფლობენ შესაბამის სერტიფიკატებს. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია აღნიშნული დოკუმენტის მოთხოვნა და მისი შემოწმება. ეს გახლავთ სერტიფიკატები, რომლებიც გაცემულია CE-სა და FDA-ის მიერ. FDA აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ნიშანია. აღნიშნული რეგულაციებით, სამედიცინო მოწყობილობა გადის სრულ კლინიკურ ტესტირებას, რათა დამტკიცდეს მისი: უვნებლობა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს მიმართ და მისი ეფექტურობა. სერტიფიცირების პროცესი ხანგრძლივია და მოწყობილობის საფუძვლიან შესწავლას გულისხმობს. CE ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობის ნიშანია და მიუთითებს, რომ მოწყობილობა აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს, არ აყენებს ზიანს ადამიანის ჯანმრთელობას და აკმაყოფილებს ევროპის ნებისმიერი ქვეყნის მოთხოვნას სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებით.
  • აპარატების შემომტანი კომპანია დაინტერესებულ ადამიანებს დეტალურ ინფორმაციას აწვდის აპარატების ავთენტურობის შესახებ. მათ საიტზე მოცემულია ინფორმაცია იმ ცენტრების შესახებაც, სადაც ორიგინალი აპარატებია განთავსებული.
  • ორიგინალ აპარატებს შესაბამისი სტიკერებიც უნდა ჰქონდეთ, თუმცა ბოლო წლებში ანალოგიური სტიკერების გამოყენება ჩინური წარმოების აპარატებზეც დაიწყეს.
  • მსგავსების მიუხედავად, ორიგინალი აპარატი არაორიგინალისგან ვიზუალითაც განსხვავდება. განსხვავებაა თავაკებს შორისაც. არაორიგინალი აპარატის თავაკი შედარებით დიდი და მოუქნელია.

„არაორიგინალი აპარატით ეპილაციის გაკეთება რამდენიმე მიზეზით არის არარეკომენდებული. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ ასე შედეგს ვერ მიიღებთ. არაორიგინალი აპარატით მომსახურების მიღების დროს, თქვენ შეიძლება უფრო მეტი თმა ამოგივიდეთ და შედეგს ვერც 10 ან 15 პროცედურის შემდეგ მიიღებთ. ორიგინალი აპარატით კი, თუ თქვენ დაიცავთ რეკომენდებულ შუალედებს, დაახლოებით 15 პროცედურის შემდეგ, თმიანობა გადავა რემისიაში. რემისიის ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, ასაკზეა დამოკიდებული. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩინური აპარატების უსაფრთხოების საკითხი არავის გამოუკვლევია და შესაბამისად, დადასტურებით არავინ იცის, რა სახის ზიანის მოტანა შეუძლია მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში მსგავსი აპარატების არსებობა რეგულაციებით კონტროლდება,“ - განმარტავენ ნეო-ნეოში“.

საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო რეგულაციები, რომლებიც ამ სფეროს და მომსახურებას დაარეგულირებს. შესაბამისად, ყველაფერი სერვისის მომწოდებლების კეთილსინდისიერებასა და მომხმარებლების სათანადო ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული.

R