ავტორი:

"ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის მწვრთნელებს კრემლში" - ვიოლა ფონ კრამონი

"ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის მწვრთნელებს კრემლში" - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტის პოზიცია "ქართული ოცნების“ რუსულ კანონზე ძალიან ნათელია: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისი თქმით, ევროპარლამენტი კანონპროექტის შესახებ პოზიციას რეზოლუციებში დააფიქსირებს.

"ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის მწვრთნელებს კრემლში“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.