ავსტრალიაში, სიდნეიში დღეს კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. Christ The Good Shepherd-ის ეკლესიაში ეპისკოპოსი მარ მარი ემანუელი ქადაგებისას დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მაშინ მოხდა, როცა რელიგიური ღვთისმსახურება ონლაინ, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. დაჭრილია კიდევ რამდენიმე ადამიანი. მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის ოთხი 20-60 წლამდე მამაკაციცაა.
პოლიციის თქმით, თავდამსხმელი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად დააპატიმრეს, თუმცა მის ვინაობას ჯერ არ ამხელენ: "დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ და მათზე ექიმები ზრუნავენ", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. ერთ-ერთი გამოთქმული ვარაუდით, ახალგაზრდა მამაკაცი მრევლსა და ეპისკოპოსს საწერი კალმით დაესხა თავს.

Please note the following video is very disturbing.
A prominent figure in the Christian community has been attacked and stabbed on a live stream in a Wakeley church in Western Sydney. #sydney#nsw#Christianity pic.twitter.com/XErPwpVHmH
— Georgio Racheh (@GeoRacheh) April 15, 2024

უახლესი ინფორმაციით, ეპისკოპოსის მდგომარეობა სტაბილურია.
ხელისუფლება ადგილობრივებს მოუწოდებს, რომ შემთხვევის ადგილსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს მოერიდონ.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ სიდნეის პოპულარულ სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევიდა და 6 ადამიანი მოკლა, მათ შორის 55 წლის ქართველი ფიქრია დარჩიაცაა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა რაიმე კავშირი ამ ორ თავდასხმას შორის. წყარო: bbc
იხილეთ ასევე: