პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი  კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი  კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა

წი­ნან­დლის ის­ტო­რი­ულ მა­მულ­ში, სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­ზო­ნი გრა­ფი­კო­სის, ფერმ­წე­რის, თე­ატ­რის მხატ­ვრის კი­რილ ზდა­ნე­ვი­ჩის გა­მო­ფე­ნით გა­იხ­სნა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­სა და სილქ როუდ ჯგუფს შო­რის, ხელი მო­ე­წე­რა ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სა­ხის კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ერ­თობ­ლივ გა­მარ­თვა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ დღეს, რომ ვიმ­ყო­ფე­ბით ამ ის­ტო­რი­ულ მა­მულ­ში და ხელს ვა­წერთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, ახალ­გაზ­რდე­ბის ხელ­შე­წყო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. აქ ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბა ის­ტო­რია და მო­მა­ვა­ლი. მე მჯე­რა, რომ ეს არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი და­სა­წყი­სი უამ­რა­ვი იდე­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდე­ბი­დან მო­დის და სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამ მუ­ზე­უმ­ში იწყე­ბა კი­რილ ზდა­ნე­ვი­ჩის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნის გახ­სნით.“ - ყა­რა­მან ქუ­თა­თე­ლა­ძე - სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი - კი­რილ ზდა­ნე­ვი­ჩის შთა­მო­მა­ვა­ლი.

კი­რილ ზდა­ნე­ვი­ჩის გა­მო­ფე­ნას ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უმას­პინ­ძლებს ის­ტო­რი­უ­ლი მა­მუ­ლი, რო­მე­ლიც სილქ როუდ ჯგუ­ფის ხელ­შე­წყო­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრის ფუნ­ქცი­ას ინარ­ჩუ­ნებს. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი გივი ფა­რას­ტაშ­ვი­ლის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ის ნა­წი­ლია.

„სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ას­პექტს შე­მა­ტებს წი­ნან­დლის კომ­პლექ­სის საქ­მი­ა­ნო­ბას. მა­შინ რო­დე­საც კი­რილ ზდა­ნე­ვი­ჩის ნა­მუ­შევ­რე­ბი წი­ნან­დალ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ვე­ნე­ცი­ის მე­სა­მო­ცე სა­ი­უ­ბი­ლეო ბი­ე­ნა­ლე­ზე ილია ზდა­ნე­ვი­ჩის შე­მოქ­მე­დე­ბას და­ეთ­მო­ბა ქარ­თუ­ლი პა­ვი­ლი­ო­ნი. ეს ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­სი­ა­მოვ­ნო და სიმ­ბო­ლუ­რი და­სა­წყი­სია“ - გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი- სილქ როუდ ჯგუ­ფი­სა და სილ­ქნე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

კი­რილ და ილია ზდა­ნე­ვი­ჩე­ბი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი მხატ­ვრო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფი­გუ­რე­ბი იყ­ვნენ. მათ დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით ნიკო ფი­როს­მა­ნის აღ­მო­ჩე­ნის და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში. ძმებ­მა შე­უ­წყვეს ხელი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დერ­ნის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას და მე-20 სა­უ­კუ­ნი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

წი­ნან­დლის მა­მულ­ში გა­მო­ფე­ნე­ბის სე­რია სილ­ქნე­ტის თა­ნად­გო­მით გრძელ­დე­ბა. კომ­პა­ნია არა­ერ­თი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რია. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა წი­ნან­დლის კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მელ­საც ის­ტო­რი­ულ მა­მულ­ში სილ­ქნე­ტი წელს უკვე მე­ექ­ვსედ წა­რად­გენს.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუნუ
0

რა კარგია, კარგი ამბები!

ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
4

ყოჩაღ, ზარალ!

კარგ საქმეებს აკეთებ მანდ.

ბაკურიანიც მაგარი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი  კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა

წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი  კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა

წინანდლის ისტორიულ მამულში, საგაზაფხულო სეზონი გრაფიკოსის, ფერმწერის, თეატრის მხატვრის კირილ ზდანევიჩის გამოფენით გაიხსნა. ღონისძიებაზე, სამხატვრო აკადემიასა და სილქ როუდ ჯგუფს შორის, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლივ გამართვასა და ხელოვნების პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, რომ ვიმყოფებით ამ ისტორიულ მამულში და ხელს ვაწერთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ახალგაზრდების ხელშეწყობას ემსახურება. აქ ერთმანეთს ხვდება ისტორია და მომავალი. მე მჯერა, რომ ეს არის შესანიშნავი დასაწყისი უამრავი იდეის განსახორციელებლად, რომელიც ახალგაზრდებიდან მოდის და სიმბოლურია, რომ ეს თანამშრომლობა ამ მუზეუმში იწყება კირილ ზდანევიჩის არაჩვეულებრივი გამოფენის გახსნით.“ - ყარამან ქუთათელაძე - სამხატვრო აკადემიის რექტორი - კირილ ზდანევიჩის შთამომავალი.

კირილ ზდანევიჩის გამოფენას ორი თვის განმავლობაში უმასპინძლებს ისტორიული მამული, რომელიც სილქ როუდ ჯგუფის ხელშეწყობით, საერთაშორისო მნიშვნელობის განათლებისა და ხელოვნების ცენტრის ფუნქციას ინარჩუნებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები გივი ფარასტაშვილის კერძო კოლექციის ნაწილია.

„სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს შემატებს წინანდლის კომპლექსის საქმიანობას. მაშინ როდესაც კირილ ზდანევიჩის ნამუშევრები წინანდალშია წარმოდგენილი, ვენეციის მესამოცე საიუბილეო ბიენალეზე ილია ზდანევიჩის შემოქმედებას დაეთმობა ქართული პავილიონი. ეს ჩვენი თანამშრომლობის სასიამოვნო და სიმბოლური დასაწყისია“ - გიორგი რამიშვილი- სილქ როუდ ჯგუფისა და სილქნეტის დამფუძნებელი.

კირილ და ილია ზდანევიჩები მეოცე საუკუნის ქართული მხატვრობის უმნიშვნელოვანესი ფიგურები იყვნენ. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ნიკო ფიროსმანის აღმოჩენის და პოპულარიზაციის საქმეში. ძმებმა შეუწყვეს ხელი საქართველოში მოდერნისტული მიმართულების დამკვიდრებას და მე-20 საუკუნი ხელოვნების განვითარებას.

წინანდლის მამულში გამოფენების სერია სილქნეტის თანადგომით გრძელდება. კომპანია არაერთი კულტურული ღონისძიების მხარდამჭერია. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელსაც ისტორიულ მამულში სილქნეტი წელს უკვე მეექვსედ წარადგენს.

R