ავტორი:

"თუ გამჭვირვალობაზე გველაპარაკებიან, რატომ ეშინიათ ამ კანონში ჩაწერონ რუსეთი, რუსეთის გავლენები და საერთოდ ხმას არ ამოვიღებ" - ნანკა კალატოზიშვილი

"თუ გამჭვირვალობაზე გველაპარაკებიან, რატომ ეშინიათ ამ კანონში ჩაწერონ რუსეთი, რუსეთის გავლენები და საერთოდ ხმას არ ამოვიღებ" - ნანკა კალატოზიშვილი

თუ გამჭვირვალობაზე გველაპარაკებიან, რატომ ეშინიათ ამ კანონში ჩაწერონ რუსეთი, რუსეთის გავლენები და საერთოდ ხმას არ ამოვიღებ. ასი ათასზე მეტი რუსი ცხოვრობს ჩვენ ქვეყანაში და არ ვიცი, ვინ არიან, - ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა პარლამენტთან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, საქმე ზუსტად იმაში მდგომარეობს, რა უნდა ხელისუფლებას, რომელმაც შარშან თქვა და პირობა დადო, რომ ამ კანონს არასდროს დაუბრუნდებოდა.

"ზუსტად იგივე ადამიანს, რომელმაც შარშან საკუთარი პირით თქვა უარი კანონზე, ხომ ხვდებით როგორ მოექცნენ - მისივე პირით გვითხრეს, რომ ამ კანონს უბრუნდებიან. გამოდის, რომ ბოლომდე შეულახეს თავმოყვარეობა, სინდისი და ყველაფერი. ეს ადამიანი, ჩემი აზრით, საერთოდ უნდა გადადგეს, თუ აქვს თავმოყვარეობა და მის სიტყვას ოდესმე რამე ფასი ჰქონია. თუ გამჭვირვალობაზე გველაპარაკებიან, რატომ ეშინიათ ამ კანონში ჩაწერონ რუსეთი და რუსეთის გავლენები და საერთოდ ხმას არ ამოვიღებ. ასი ათასზე მეტი რუსი ცხოვრობს ჩვენ ქვეყანაში და არ ვიცი, ვინ არიან. მე მათი ხაზგასმით კონტროლზე აყვანა გამიხარდებოდა“, - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.