საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანის "ფუჭი გასროლა": დრონებით და რაკეტებით მასიური თავდასხმა ისრაელზე, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე- როგორ შეძლო ეს ისრაელმა და უპასუხებს თუ არა ის ირანს?
ირანის "ფუჭი გასროლა":  დრონებით და რაკეტებით მასიური თავდასხმა ისრაელზე, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე-  როგორ შეძლო ეს ისრაელმა და უპასუხებს თუ არა ის ირანს?

14 აპ­რილს, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ირა­ნი თავს და­ეს­ხა ის­რა­ელს. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის­რა­ელ­მა ირა­ნის პირ­ვე­ლი პირ­და­პი­რი შე­ტე­ვა წარ­მა­ტე­ბით მო­ი­გე­რია. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ქვეყ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ირან­მა 300-ზე მეტი დრო­ნი, ბა­ლის­ტი­კუ­რი და ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვა, თუმ­ცა მათი 99% გა­ნად­გურ­და. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სპი­კერ­მა ამ ფაქტს "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მიღ­წე­ვა" უწო­და.

ირა­ნის მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი დრო­ნე­ბი­დან სა­მიზ­ნემ­დე მიღ­წე­ვა ვერ­ცერ­თმა შეძ­ლო. 120-ზე მეტი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტი­დან მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა მოხ­ვდა ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ექ­ვსი თვის წინ "ჰა­მა­სის" შე­ტე­ვას სა­თა­ნა­დოდ ვერ დახ­ვდა. ამ­ჯე­რად უკვე მზად იყო და შეძ­ლო, მო­კავ­ში­რე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით ჩა­მო­ეგ­დო ასო­ბით დრო­ნი, ბა­ლის­ტი­კუ­რი და საკ­რუ­ი­ზო რა­კე­ტა ბევ­რად უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი მტრის­გან, ვიდ­რე "ჰა­მა­სია".

რა მოხ­და შა­ბათს ღა­მით ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ცაზე - და რო­გორ იმოქ­მე­დებს ეს და­სავ­ლე­თის მხრი­დან ის­რა­ე­ლის მხარ­და­ჭე­რა­ზე, არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს პო­ზი­ცი­ა­სა და ღა­ზა­ში ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე, ამ სა­კი­თხზე BBC ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს.

  • "პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში ირა­ნუ­ლი რა­კე­ტე­ბი გა­მოჩ­ნდა ალ-აქ­სას მე­ჩე­თის თავ­ზე" - რას ამ­ბო­ბენ მხა­რე­ე­ბი მომ­ხდარ­ზე?

ის­რა­ელ­ზე ირა­ნის თავ­დას­ხმა პა­სუ­ხი იყო და­მას­კო­ში ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის სა­კონ­სუ­ლო­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ავი­ა­ი­ე­რიშ­ზე, რა­შიც თე­ი­რა­ნი ის­რა­ელს ადა­ნა­შა­უ­ლებს. თუმ­ცა ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მსგავს ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არც ადას­ტუ­რებს და არც უარ­ყოფს.

ირა­ნი­დან და მისი მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნე­ბის ბა­ზე­ბი­დან ერაყ­ში, სი­რი­ა­სა და იე­მენ­ში 300-ზე მეტი უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვი და რა­კე­ტა გა­უშ­ვეს ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ის­რა­ელ­მა 99% ჩა­მო­აგ­დო, რა­შიც აშშ-ის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, საფ­რან­გე­თი­სა და იორ­და­ნი­ის სამ­ხედ­რო­ე­ბიც და­ეხ­მარ­ნენ.

რამ­დე­ნი­მე ბა­ლის­ტი­კურ­მა რა­კე­ტამ მო­ა­ხერ­ხა ნე­ვა­ტი­მის სა­ჰა­ე­რო ბა­ზა­ზე შეღ­წე­ვა, მაგ­რამ ზი­ა­ნი მცი­რეა. რაც შე­ე­ხე­ბა მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, ამ დრო­ის­თვის მხო­ლოდ ერთი გო­გო­ნას დაჭ­რის შემ­თხვე­ვაა ცნო­ბი­ლი.

შე­ტე­ვა უკ­რა­ი­ნა­ზე რუ­სუ­ლი არ­მი­ის თავ­დას­ხმე­ბის მსგავ­სი იყო. გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის დრო­ნე­ბი, საკ­რუ­ი­ზო და ბა­ლის­ტი­კურ რა­კე­ტე­ბი.

რა­კე­ტის ნამ­სხვრე­ვე­ბი, რის ნა­წი­ლიც ის­რა­ე­ლის ცნო­ბით, მოხ­ვდა გო­გო­ნას იუ­დე­ის უდაბ­ნო­ში, ქა­ლაქ არად­თან ახ­ლოს

უკ­რა­ი­ნა­ზე რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა 100-ზე მეტ დრონ­სა და რა­კე­ტას მო­ი­ცავ­და. 29 დე­კემ­ბრის შე­ტე­ვი­სას, სხვა­დას­ხვა ია­რა­ღით მა­სი­ურ­მა თავ­დას­ხმამ "გა­დატ­ვირ­თა“ უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა და მისი 100%-ით მო­გე­რი­ე­ბა ვერ შეძ­ლეს.

ის­რა­ე­ლის შემ­თხვე­ვა­ში სხვა ვი­თა­რე­ბა იყო. ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ირა­ნი სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე აფრ­თხი­ლებ­და ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბას, რა­მაც ქვე­ყა­ნას და მის მო­კავ­ში­რე­ებს დრო მის­ცათ, სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ.

ირა­ნი­დან გაშ­ვე­ბულ რა­კე­ტებ­სა და უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვებს სა­მიზ­ნემ­დე დიდი მან­ძი­ლის ფრე­ნა მო­უ­წი­ათ. ამე­რი­კე­ლებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა­ში. ჩა­მო­აგ­დეს მი­ნი­მუმ სამი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა და სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს მრა­ვა­ლი სა­მიზ­ნე. ასე­ვე იორ­და­ნი­ის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ათო­ბით დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს.

ის­რა­ე­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ ირა­ნის თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა იყო. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ირა­ნის თავ­დას­ხმას ის­რა­ე­ლის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი არ მი­უ­ყე­ნე­ბია, თე­ი­რა­ნის სა­ხელ­მწი­ფო მე­დია და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მას მტრი­სად­მი მკაცრ პა­სუ­ხად მი­იჩ­ნე­ვენ.

"პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში ირა­ნუ­ლი რა­კე­ტე­ბი გა­მოჩ­ნდა ალ-აქ­სას მე­ჩე­თის თავ­ზე, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი პა­ლეს­ტი­ნის დე­და­ქა­ლაქ იე­რუ­სა­ლიმ­ში“, - წერს ირა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო IRNA.

თუმ­ცა, კრი­ტი­კო­სე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გა­სუ­ლი წლის 7 ოქ­ტომ­ბერს "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ირან­მა სა­ჯა­როდ გა­აფრ­თხი­ლა ის­რა­ე­ლი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ.

"ირა­ნუ­ლი თავ­დას­ხმის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იყო "სა­სა­ცი­ლოდ დე­ტა­ლუ­რი გაფრ­თხი­ლე­ბა ამის შე­სა­ხებ", - ამ­ბობს დიმი რა­დე­რი, მე­მარ­ცხე­ნე, ოპო­ზი­ცი­უ­რი ის­რა­ე­ლუ­რი ჟურ­ნა­ლის "+972"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

"ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ირანს არ სურს ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა ის­რა­ე­ლის­თვის, უბ­რა­ლოდ, მას ნამ­დვი­ლად უნდა სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა“, - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

  • "თქვენ გა­ი­მარ­ჯვეთ, გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს გა­მარ­ჯვე­ბა ბო­ლომ­დე...“

ღა­ზა­ში მო­რი­გი ომი 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო, რო­დე­საც "ჰა­მა­სის" ბო­ე­ვი­კებ­მა შე­უ­ტი­ეს ის­რა­ელს, მოკ­ლეს 1200 ის­რა­ე­ლე­ლი და კი­დევ 250 მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს. "ჰა­მა­სის" მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ამ ღა­ზა­ში 33 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

ომის მას­შტა­ბებ­მა და ხან­გრძლი­ვო­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია ის­რა­ელ­სა და მის და­სავ­ლელ მო­კავ­ში­რე­ებს შო­რის.

ის­რა­ე­ლის პო­ზი­ცი­ის სა­პი­რის­პი­როდ, მარ­ტის ბო­ლოს ამე­რი­კელ­მა დიპ­ლო­მა­ტებ­მა არ დაბ­ლო­კეს გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცია ღა­ზა­ში ცე­ცხლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ. გა­სულ კვი­რას აშშ-ს კონ­გრე­სის ორ­მოც­და­ათ­ზე მეტ­მა წევ­რმა მო­უ­წო­და მთავ­რო­ბას ის­რა­ე­ლის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბის შე­ზღუდ­ვის­კენ. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს ქმე­დე­ბებს სა­ჯა­როდ შეც­დო­მა უწო­და.

მაგ­რამ ირა­ნის შე­ტე­ვამ ეს გან­სხვა­ვე­ბე­ბი უკა­ნა პლან­ზე გა­და­წია. და­სავ­ლელ­მა ლი­დე­რებ­მა თავ­დას­ხმა ცალ­სა­ხად დაგ­მეს.

და თუ ღა­ზის ომმა შე­ა­ჩე­რა ის­რა­ე­ლი­სა და არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა, რაც ბოლო წლებ­ში მოხ­და, ირა­ნის შე­ტე­ვამ კი­დევ ერთხელ გა­ა­ერ­თი­ა­ნა ისი­ნი სა­ერ­თო საფრ­თხის წი­ნა­შე. მა­გა­ლი­თად, ირა­ნუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი და რა­კე­ტე­ბი ჩა­მო­აგ­დეს, მათ შო­რის იორ­და­ნი­ის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰა­ში­მი­ტუ­რი სა­მე­ფოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის ქმე­დე­ბე­ბი ღა­ზა­ში გე­ნო­ციდს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

კვი­რას ის­რა­ელ­ში ცხოვ­რე­ბა ძვე­ლე­ბუ­რად გაგ­რძელ­და

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და მის­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა მო­ი­თხო­ვეს, რომ თე­ი­რან­მა შე­ა­ჩე­როს კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცია. ბა­ი­დენ­მა მო­იწ­ვია G7 ქვეყ­ნე­ბის სა­გან­გე­ბო შეხ­ვედ­რა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ისი­ნი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ "ერ­თი­ან დიპ­ლო­მა­ტი­ურ პა­სუხს" ირა­ნის თავ­დას­ხმა­ზე. დიპ­ლო­მა­ტი­ა­ზე აქ­ცენ­ტი არის ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო პა­სუ­ხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, რად­გან ამე­რი­კა ში­შობს, რომ ეს მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი კონ­ფლიქ­ტი გა­და­იზ­რდე­ბა ღია ომში რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს შო­რის, რა­საც შე­იძ­ლე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვეს.

ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Axios-ის წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, ბა­ი­დენ­მა გა­აფრ­თხი­ლა ნე­თა­ნი­აჰუ, რომ ის არ და­უ­ჭერს მხარს სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმას: ამე­რი­კა მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს.

"თქვენ გა­ი­მარ­ჯვეთ, გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს გა­მარ­ჯვე­ბა ბო­ლომ­დე“, - უთხრა ბა­ი­დენ­მა ნე­თა­ნი­აჰუს.

  • რო­გორ უპა­სუ­ხებს ის­რა­ე­ლი?

თუმ­ცა, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა იოავ გა­ლან­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ ირან­თან და­პი­რის­პი­რე­ბა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო კა­ბი­ნე­ტი გა­ნი­ხი­ლავს შე­საძ­ლო პა­სუხს. ის­რა­ე­ლის ვებგ­ვერ­დის Ynet-ის წყა­რო­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ომის კა­ბი­ნე­ტი ცდი­ლობს შე­ი­მუ­შა­ოს ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ტყმის ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც არ გა­მო­იწ­ვევს ეს­კა­ლა­ცი­ას და ერთ-ერთი გან­ხი­ლუ­ლი ვა­რი­ან­ტია თავ­დას­ხმა ატო­მურ ობი­ექ­ტებ­ზე.

იმავდრო­უ­ლად, ირა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­როს­მა, გე­ნე­რალ­მა მო­ჰა­მედ ბა­გე­რიმ და­ი­მუქ­რა: თუ ის­რა­ე­ლი სა­პა­სუ­ხო მოქ­მე­დე­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, "ჩვე­ნი შემ­დე­გი ოპე­რა­ცია გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რი იქ­ნე­ბა“. ის ასე­ვე იმუქ­რე­ბა, რომ თავს და­ეს­ხმე­ბა ამე­რი­კულ ბა­ზებს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, თუ ის­რა­ე­ლი ამე­რი­კის მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღებს.

ირან­ში მთავ­რო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმას სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ

ამა­ვე დროს კა­ი­რო­ში გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ღა­ზა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ კი­დევ ერთხელ შე­ვი­და ჩიხ­ში.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფის­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ჰა­მა­სის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უარ­ყვეს სა­ერ­თა­შო­რი­სო შუ­ა­მავ­ლე­ბის - შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ეგ­ვიპ­ტი­სა და კა­ტა­რის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის გეგ­მა.

"ჰა­მა­სი" აცხა­დებს, რომ ის­რა­ე­ლის­გან მო­ი­თხო­ვა წე­რი­ლო­ბი­თი და­პი­რე­ბა ღა­ზი­დან ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ ზა­ვის მე­ო­რე ფა­ზა­ში. გეგ­მა, ასე­ვე მო­ი­ცავს 7 ოქ­ტომ­ბრის მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ის­რა­ე­ლის ცი­ხე­ებ­ში მყო­ფი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მწარე სიმართლე
18

ირანი გამუდმებით ამბობდა ,ფაქტიურად ეუბნებოდა ისრაელს მოემზადეო,დროც მისცა,ირანის მიზანი არიყო ზიანის მიყენება,მიზანი რაც იყო შესრულდა.ეხლა თუ ისრაელის უტვინო თავები გადაწყვეტენ და დაარტყმენ ირანს რისიც ძაან მეეჭვება მერე დაიწყება ნამდვილი ომი.

პ.ს ისრაელის დღეები დათვლილია.ადრე თუ გვიან ეს ომი მაინც დაიწყება და ისრაელი როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს.

მარკი
21

ისრაელი ამერიკით განაგლდა.რას ესხმოდა თავს ირანის საელჩოს სირიაში?გამართლება არა აქვს.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ირანის "ფუჭი გასროლა": დრონებით და რაკეტებით მასიური თავდასხმა ისრაელზე, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე- როგორ შეძლო ეს ისრაელმა და უპასუხებს თუ არა ის ირანს?

ირანის "ფუჭი გასროლა":  დრონებით და რაკეტებით მასიური თავდასხმა ისრაელზე, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე-  როგორ შეძლო ეს ისრაელმა და უპასუხებს თუ არა ის ირანს?

14 აპრილს, ისტორიაში პირველად ირანი თავს დაესხა ისრაელს. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ირანის პირველი პირდაპირი შეტევა წარმატებით მოიგერია. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით ირანმა 300-ზე მეტი დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, თუმცა მათი 99% განადგურდა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ამ ფაქტს "მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევა" უწოდა.

ირანის მიერ გაშვებული დრონებიდან სამიზნემდე მიღწევა ვერცერთმა შეძლო. 120-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ მცირე რაოდენობა მოხვდა ისრაელის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ხელისუფლება ექვსი თვის წინ "ჰამასის" შეტევას სათანადოდ ვერ დახვდა. ამჯერად უკვე მზად იყო და შეძლო, მოკავშირეების მხარდაჭერით ჩამოეგდო ასობით დრონი, ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტა ბევრად უფრო სერიოზული მტრისგან, ვიდრე "ჰამასია".

რა მოხდა შაბათს ღამით ახლო აღმოსავლეთის ცაზე - და როგორ იმოქმედებს ეს დასავლეთის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერაზე, არაბული სამყაროს პოზიციასა და ღაზაში ომის მიმდინარეობაზე, ამ საკითხზე BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

  • "პირველად ისტორიაში ირანული რაკეტები გამოჩნდა ალ-აქსას მეჩეთის თავზე" - რას ამბობენ მხარეები მომხდარზე?

ისრაელზე ირანის თავდასხმა პასუხი იყო დამასკოში ისლამური რესპუბლიკის საკონსულოზე განხორციელებულ ავიაიერიშზე, რაშიც თეირანი ისრაელს ადანაშაულებს. თუმცა ისრაელის ხელისუფლება, ტრადიციულად, მსგავს ოპერაციებში მონაწილეობას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ირანიდან და მისი მოკავშირე ქვეყნების ბაზებიდან ერაყში, სირიასა და იემენში 300-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი და რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართულებით. ისრაელმა 99% ჩამოაგდო, რაშიც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იორდანიის სამხედროებიც დაეხმარნენ.

რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ მოახერხა ნევატიმის საჰაერო ბაზაზე შეღწევა, მაგრამ ზიანი მცირეა. რაც შეეხება მშვიდობიან მოსახლეობას, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი გოგონას დაჭრის შემთხვევაა ცნობილი.

შეტევა უკრაინაზე რუსული არმიის თავდასხმების მსგავსი იყო. გამოყენებული იყო სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის დრონები, საკრუიზო და ბალისტიკურ რაკეტები.

რაკეტის ნამსხვრევები, რის ნაწილიც ისრაელის ცნობით, მოხვდა გოგონას იუდეის უდაბნოში, ქალაქ არადთან ახლოს

უკრაინაზე რუსეთის ყველაზე დიდი დარტყმა 100-ზე მეტ დრონსა და რაკეტას მოიცავდა. 29 დეკემბრის შეტევისას, სხვადასხვა იარაღით მასიურმა თავდასხმამ "გადატვირთა“ უკრაინის საჰაერო თავდაცვა და მისი 100%-ით მოგერიება ვერ შეძლეს.

ისრაელის შემთხვევაში სხვა ვითარება იყო. ორი კვირის განმავლობაში ირანი სხვადასხვა დონეზე აფრთხილებდა ისრაელის მთავრობას, რამაც ქვეყანას და მის მოკავშირეებს დრო მისცათ, სათანადოდ მომზადებულიყვნენ.

ირანიდან გაშვებულ რაკეტებსა და უპილოტო თვითმფრინავებს სამიზნემდე დიდი მანძილის ფრენა მოუწიათ. ამერიკელებმა მონაწილეობა მიიღეს თავდასხმის მოგერიებაში. ჩამოაგდეს მინიმუმ სამი ბალისტიკური რაკეტა და სამხედრო თვითმფრინავებმა გაანადგურეს მრავალი სამიზნე. ასევე იორდანიის საჰაერო ძალებმა მის ტერიტორიაზე ათობით დრონი ჩამოაგდეს.

ისრაელელი პოლიტიკოსები და ექსპერტები თანხმდებიან, რომ ირანის თავდასხმის მოგერიება მნიშვნელოვანი წარმატება იყო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ირანის თავდასხმას ისრაელისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია, თეირანის სახელმწიფო მედია და პოლიტიკოსები მას მტრისადმი მკაცრ პასუხად მიიჩნევენ.

"პირველად ისტორიაში ირანული რაკეტები გამოჩნდა ალ-აქსას მეჩეთის თავზე, ოკუპირებული პალესტინის დედაქალაქ იერუსალიმში“, - წერს ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA.

თუმცა, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გასული წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" თავდასხმისგან განსხვავებით, ირანმა საჯაროდ გააფრთხილა ისრაელი თავდასხმის შესახებ.

"ირანული თავდასხმის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი იყო "სასაცილოდ დეტალური გაფრთხილება ამის შესახებ", - ამბობს დიმი რადერი, მემარცხენე, ოპოზიციური ისრაელური ჟურნალის "+972"-ის დამფუძნებელი.

"ეს იმიტომ ხდება, რომ ირანს არ სურს ზიანის მიყენება ისრაელისთვის, უბრალოდ, მას ნამდვილად უნდა სრულმასშტაბიანი ომის თავიდან აცილება“, - წერს ჟურნალისტი.

  • "თქვენ გაიმარჯვეთ, გამოიყენეთ ეს გამარჯვება ბოლომდე...“

ღაზაში მორიგი ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც "ჰამასის" ბოევიკებმა შეუტიეს ისრაელს, მოკლეს 1200 ისრაელელი და კიდევ 250 მძევლად აიყვანეს. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციამ ღაზაში 33 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ომის მასშტაბებმა და ხანგრძლივობამ სერიოზული განხეთქილება გამოიწვია ისრაელსა და მის დასავლელ მოკავშირეებს შორის.

ისრაელის პოზიციის საპირისპიროდ, მარტის ბოლოს ამერიკელმა დიპლომატებმა არ დაბლოკეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. გასულ კვირას აშშ-ს კონგრესის ორმოცდაათზე მეტმა წევრმა მოუწოდა მთავრობას ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეზღუდვისკენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ქმედებებს საჯაროდ შეცდომა უწოდა.

მაგრამ ირანის შეტევამ ეს განსხვავებები უკანა პლანზე გადაწია. დასავლელმა ლიდერებმა თავდასხმა ცალსახად დაგმეს.

და თუ ღაზის ომმა შეაჩერა ისრაელისა და არაბული ქვეყნების დაახლოება, რაც ბოლო წლებში მოხდა, ირანის შეტევამ კიდევ ერთხელ გააერთიანა ისინი საერთო საფრთხის წინაშე. მაგალითად, ირანული თვითმფრინავები და რაკეტები ჩამოაგდეს, მათ შორის იორდანიის საჰაერო ძალებმა, მიუხედავად იმისა, რომ ჰაშიმიტური სამეფოს ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები ღაზაში გენოციდს შეესაბამება.

კვირას ისრაელში ცხოვრება ძველებურად გაგრძელდა

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მოითხოვეს, რომ თეირანმა შეაჩეროს კონფლიქტის ესკალაცია. ბაიდენმა მოიწვია G7 ქვეყნების საგანგებო შეხვედრა.

პრეზიდენტის თქმით, ისინი უზრუნველყოფენ "ერთიან დიპლომატიურ პასუხს" ირანის თავდასხმაზე. დიპლომატიაზე აქცენტი არის ისრაელის სამხედრო პასუხის თავიდან აცილების მცდელობა, რადგან ამერიკა შიშობს, რომ ეს მარიონეტული კონფლიქტი გადაიზრდება ღია ომში რეგიონის ქვეყნებს შორის, რასაც შეიძლება დამღუპველი შედეგები მოჰყვეს.

ამერიკული გამოცემა Axios-ის წყაროების თანახმად, ბაიდენმა გააფრთხილა ნეთანიაჰუ, რომ ის არ დაუჭერს მხარს საპასუხო დარტყმას: ამერიკა მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

"თქვენ გაიმარჯვეთ, გამოიყენეთ ეს გამარჯვება ბოლომდე“, - უთხრა ბაიდენმა ნეთანიაჰუს.

  • როგორ უპასუხებს ისრაელი?

თუმცა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ირანთან დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა და ისრაელის სამხედრო კაბინეტი განიხილავს შესაძლო პასუხს. ისრაელის ვებგვერდის Ynet-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ომის კაბინეტი ცდილობს შეიმუშაოს ირანის ტერიტორიაზე დარტყმის ვარიანტი, რომელიც არ გამოიწვევს ესკალაციას და ერთ-ერთი განხილული ვარიანტია თავდასხმა ატომურ ობიექტებზე.

იმავდროულად, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა მოჰამედ ბაგერიმ დაიმუქრა: თუ ისრაელი საპასუხო მოქმედებებს განახორციელებს, "ჩვენი შემდეგი ოპერაცია გაცილებით მასშტაბური იქნება“. ის ასევე იმუქრება, რომ თავს დაესხმება ამერიკულ ბაზებს ახლო აღმოსავლეთში, თუ ისრაელი ამერიკის მხარდაჭერას მიიღებს.

ირანში მთავრობის მხარდამჭერები ისრაელზე თავდასხმას სიხარულით შეხვდნენ

ამავე დროს კაიროში გამართული მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კიდევ ერთხელ შევიდა ჩიხში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ "ჰამასის" წარმომადგენლებმა უარყვეს საერთაშორისო შუამავლების - შეერთებული შტატების, ეგვიპტისა და კატარის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების გეგმა.

"ჰამასი" აცხადებს, რომ ისრაელისგან მოითხოვა წერილობითი დაპირება ღაზიდან ჯარების გაყვანის შესახებ ზავის მეორე ფაზაში. გეგმა, ასევე მოიცავს 7 ოქტომბრის მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების სანაცვლოდ.