ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თავდამსხმელი.
ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
სიდნეის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს პოლიციელმა ესროლა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირი, რომელიც სიდნეის Westfield Bondi Junction-ის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, მარტო მოქმედებდა. თავდასხმის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.