საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდება, თუ მზე ჩაქრება: მეცნიერების პროგნოზი - "დედამიწის დასასრული იმაზე უფრო საშინელი იქნება, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა"
რა მოხდება, თუ მზე ჩაქრება: მეცნიერების პროგნოზი - "დედამიწის დასასრული იმაზე უფრო საშინელი იქნება, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა"

ახალ კვლე­ვა­ში მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ დე­და­მი­წის აღ­სას­რუ­ლი უფრო ქა­ო­სუ­რი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ეგო­ნათ. უორ­ვი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რე­ბის აზ­რით, პლა­ნე­ტას გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი მზე გა­დაყ­ლა­პავს.

კერ­ძოდ, ვარ­სკვლა­ვი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ზო­მა­ში საგ­რძნობ­ლად იმა­ტებს და გზა­დაგ­ზა ყვე­ლა­ფერს სანსლავს; ამის შემ­დეგ, სა­კუ­თა­რი მა­ტე­რი­ის გარე ფე­ნე­ბის გა­ტყორ­ცნას იწყებს და სა­ბო­ლო­ოდ, პა­ტა­რა ვარ­სკვლა­ვურ ნარ­ჩე­ნად კო­ლაფ­სირ­დე­ბა.

თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით შეშ­ფო­თე­ბის მი­ზეზს ვერ ხე­და­ვენ და ამ­ბო­ბენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ვა­რა­უ­დოდ 6 მი­ლი­არ­დი წლის შემ­დეგ მოხ­დე­ბა.

ვარ­სკვლა­ვე­ბი, მათ შო­რის მზე, გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ სი­ნათ­ლეს და სით­ბოს წყალ­ბა­დის ატო­მე­ბის გახ­ლე­ჩის გზით. თუმ­ცა, ყვე­ლა ვარ­სკვლავს აქვს მხო­ლოდ შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით წყალ­ბა­დი, და რო­დე­საც ის იწყებს ამო­წურ­ვას, ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვარ­სკვლავს სტა­ბი­ლუ­რო­ბას უნარ­ჩუ­ნებს, წო­ნას­წო­რო­ბას კარ­გავს.

შე­დე­გად, ბირ­თვი შე­კუმ­შვას იწყებს, ვარ­სკვლა­ვის გარე ფე­ნე­ბი­დან ცენ­ტრის­კენ მი­აქვს წყალ­ბა­დი, რო­მე­ლიც ბირ­თვის გარ­შე­მო გარ­სის სა­ხით კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა და ვარ­სკვლა­ვი თავ­და­პირ­ველ ზო­მას­თან შე­და­რე­ბით ასო­ბით უფრო დიდი ხდე­ბა.

ამის შემ­დეგ, მზის მა­გივ­რად თეთ­რი ჯუჯა ვარ­სკვლა­ვი დარ­ჩე­ბა: მზის ბირ­თვის ულტრა მკვრი­ვი ნარ­ჩე­ნი, რო­მე­ლიც ანა­თებს ნარ­ჩე­ნი სით­ბო­თი და ნელ-ნელა ცივ­დე­ბა. მისი გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი ძალა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა, რომ ზო­გი­ერთ ას­ტე­რო­ი­დის, იუ­პი­ტე­რის, ვე­ნე­რას და დე­და­მი­წის "და­ქუც­მა­ცე­ბა" და მტვრად გა­დაქ­ცე­ვა შე­ეძ­ლე­ბა. ნაკ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი, თუ რა მო­უ­ვა მზის სის­ტე­მის და­ნარ­ჩენ ნა­წილს მას შემ­დეგ, რაც მზე თეთრ ჯუ­ჯად გა­და­იქ­ცე­ვა.

წყა­რო: dailymail

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასტრონომი
2

მზე სითბოს და სინათლეს წყალბადის ატომების დაშლით კი არა შეერთების შედეგად ასხივებს.მეტი ყურადღებით უნდა ყოფილიყავი სკოლაში

მარიამი
1

სანამ ყველაფერი ნეგატიური არ ჩამოგვშორდება; ბოღმა, შური, ლანძღვა გინება, მრუშობა ქურდობა, მკვლელობა, ეს ყველაფერი ილექება ზეცაში და ამიტომაც ბუმერანგივით დაგვიბრუნდება დედამიწაზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

რა მოხდება, თუ მზე ჩაქრება: მეცნიერების პროგნოზი - "დედამიწის დასასრული იმაზე უფრო საშინელი იქნება, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა"

რა მოხდება, თუ მზე ჩაქრება: მეცნიერების პროგნოზი - "დედამიწის დასასრული იმაზე უფრო საშინელი იქნება, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა"

ახალ კვლევაში მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწის აღსასრული უფრო ქაოსური იქნება, ვიდრე ეგონათ. უორვიკის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით, პლანეტას გაფართოებული მზე გადაყლაპავს.

კერძოდ, ვარსკვლავი სიკვდილის შემდეგ ზომაში საგრძნობლად იმატებს და გზადაგზა ყველაფერს სანსლავს; ამის შემდეგ, საკუთარი მატერიის გარე ფენების გატყორცნას იწყებს და საბოლოოდ, პატარა ვარსკვლავურ ნარჩენად კოლაფსირდება.

თუმცა, მეცნიერები ჯერჯერობით შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავენ და ამბობენ, ეს ყველაფერი სავარაუდოდ 6 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება.

ვარსკვლავები, მათ შორის მზე, გამოიმუშავებენ სინათლეს და სითბოს წყალბადის ატომების გახლეჩის გზით. თუმცა, ყველა ვარსკვლავს აქვს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით წყალბადი, და როდესაც ის იწყებს ამოწურვას, ძალები, რომლებიც ვარსკვლავს სტაბილურობას უნარჩუნებს, წონასწორობას კარგავს.

შედეგად, ბირთვი შეკუმშვას იწყებს, ვარსკვლავის გარე ფენებიდან ცენტრისკენ მიაქვს წყალბადი, რომელიც ბირთვის გარშემო გარსის სახით კონცენტრირდება და ვარსკვლავი თავდაპირველ ზომასთან შედარებით ასობით უფრო დიდი ხდება.

ამის შემდეგ, მზის მაგივრად თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი დარჩება: მზის ბირთვის ულტრა მკვრივი ნარჩენი, რომელიც ანათებს ნარჩენი სითბოთი და ნელ-ნელა ცივდება. მისი გრავიტაციული ძალა იმდენად ძლიერი იქნება, რომ ზოგიერთ ასტეროიდის, იუპიტერის, ვენერას და დედამიწის "დაქუცმაცება" და მტვრად გადაქცევა შეეძლება. ნაკლებად არის ცნობილი, თუ რა მოუვა მზის სისტემის დანარჩენ ნაწილს მას შემდეგ, რაც მზე თეთრ ჯუჯად გადაიქცევა.

წყარო: dailymail