ავტორი:

ომში დაღუპული სიმამრი და ულამაზესი მეუღლე, რომლის გამოც უკრაინული ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში მოხვდა - მილიონად შეფასებული ქართველი ფეხბურთელის ცხოვრება

ომში დაღუპული სიმამრი და ულამაზესი მეუღლე, რომლის გამოც უკრაინული ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში მოხვდა - მილიონად შეფასებული ქართველი ფეხბურთელის ცხოვრება

სპორტულ სამყაროში მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ინტერესი კვლავაც დიდია. ამჯერად, ნაკრების ცენტრალურ მცველზე დავით ხოჭოლავაზე მოგიყვებით, რომელიც კოპენჰაგენში თამაშობს. სპორტსმენის ამჟამინდელი ღირებულება 1 მილიონი ევროა.

თბილისში დაბადებულმა ხოჭოლავამ კარიერა "საბურთალოში", თავდამსხმელის რანგში დაიწყო, მოგვიანებით კი თამაში დაცვაში გააგრძელა.

2011 წელს ხოჭოლავა თბილისის დინამოში გადავიდა. ის ასევე თამაშობდა ფოთის კოლხეთში და ქობულეთის „შუქურაში.“

2015 წლის ზაფხულში კონტრაქტი ოდესის ჩორნომორეცთან გააფორმა და სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი გახდა. 2017 წლის მარტში უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში ითამაშა.

2017 წლის აპრილში დონეცკის "შახტარმა" დაადასტურა, რომ ხოჭოლავამ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, სადაც ბოლომდე თამაშობდა. 2021 წლის 6 ივლისს კი დანიის სუპერლიგის გუნდი F.C. კოპენჰაგენში ოთხწლიანი კონტრაქტით გადავიდა. ერთ თვეში კლუბის შემადგენლობაში თავისი გოლი გაიტანა. 2022 წლის 22 მაისს, კლუბთან ერთად მოიგო დანიის სუპერლიგა.

დავით ხოჭოლავას დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა.

პირადი ცხოვრება

2020 წელს მაშინდელი დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი "მის უკრაინის" კონკურსის ფინალისტზე იულია სიდორენკოზე დაქორწინდა. როგორც მაშინ ადგილობრივი მედია წერდა, უკრაინელი მოდელის გულისთვის დავით ხოჭოლავა პირველ მეუღლეს დაშორდა.

"სწორედ სიდორენკოს გამო მიატოვა ხოჭოლავამ მეუღლე, ყოფილი მოდელი ალინა, რომელზეც 2018 წლის მაისში იქორწინა", - აღნიშნავდა გამოცემა.

პირველი ქორწილი სპორტსმენმა პარიზში გადაიხადა. ალინამ მეუღლის გვარი მიიღო და ალინა ხოჭოლავა გახდა. ასე იყო ის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელშიც, სადაც ქართველ ქმარს რომანტიკულ პოსტებს უძღვნიდა.

პირველ ცოლ, ალინასთან ერთად

მეორე ქორწილი უკრაინაში შედგა. მეუღლის გვარზე გადავიდა იულიაც და ახლა ქალი იულია ხოჭოლავაა. ქორწილიდან რამდენიმე თვეში წყვილს პირველი შვილი, ალექსანდრე შეეძინა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისინი უკვე მეორე შვილს ელოდებიან, იულია რამდენიმე თვის ორსულია.

„მეორე შვილი, გილოცავ დაბადების დღეს საუკეთესო ადამიანს ამ სამყაროში! შენ ხარ ყველაზე კეთილი და ძლიერი ადამიანი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. შენთან ერთად გავიგე, რა არის ნამდვილი სიყვარული. მე ყოველთვის შენთან ვიქნები, რაც არ უნდა მოხდეს.“ - წერს იულია.

ომის ტრაგედია

2022 წლის 8 მარტს დავით და იულია ხოჭოლავების ოჯახში ტრაგედია მოხდა. კოპენჰაგენის მცველს რუსეთ-უკრაინის ომში სიმამრი დაეღუპა.

მაშინ, კოპენჰაგენის ოფიციალური გვერდი წერდა, რომ ხოჭოლავას სიმამრი რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის დასაცავად დაიღუპა. გუნდმა ფეხბურთელს შვებულება მისცა, რათა ოჯახზე ეზრუნა.

იულია ხოჭოლავა სოციალურ ქსელში აქტიურია. ქალი ხშირად აქვეყნებს პოსტებს და ჰყავს 47 ათასი გამომწერი.

წაიკითხეთ ასევე: