სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თარგმანში დაკარგულები", ანუ რა თქვა შოლცმა, ვინ იყო თარჯიმანი და რას ამბობს ის "რადიო თავისუფლებასთან"?
"თარგმანში დაკარგულები", ანუ რა თქვა შოლცმა, ვინ იყო თარჯიმანი და რას ამბობს ის "რადიო თავისუფლებასთან"?

ჩვენ, მთე­ლი ევ­რო­კავ­ში­რი ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლად ვუ­ყუ­რებთ ამ კა­ნონს, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმა საქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის" შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა

მი­სი­ვე თქმით, "მას შემ­დეგ რაც ეს კა­ნო­ნი შე­ჩერ­და, ძა­ლი­ან დიდი იმე­დი ჰქონ­და, რომ ის აღარ დად­გე­ბო­და დღის წეს­რიგ­ში“. პირ­და­პირ ეთერ­ში თარ­გმნი­სას თარ­ჯი­მან­მა ეს კა­ნო­ნი მო­იხ­სე­ნია, "რო­გორც კა­ნო­ნი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ", რა­საც პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყვა. მათი თქმით, შოლცს კა­ნო­ნი ასე არ მო­უხ­სე­ნე­ბია და ეს თარ­ჯიმ­ნის ინ­ტერპრე­ტა­ცია იყო, თუმ­ცა ოლაფ შოლცმა ნამ­დვი­ლად გა­ნა­ცხა­და შემ­დე­გი:

"ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ შეც­ვლი­ლა და ის თით­ქმის იგი­ვეა, რაც შარ­შან. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ამ კა­ნონს არ მი­ი­ღებს სა­ქარ­თვე­ლო და პარ­ლა­მენ­ტი გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩვე­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის კრი­ტი­კულ პო­ზი­ცი­ას. ამი­ტომ ჩვენს სა­უ­ბარ­ში კი­დევ ერთხელ გა­ვუს­ვი ხაზი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, ოპო­ზი­ცი­ი­სა და მთავ­რო­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“.

პრე­მი­ერ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბას "ქარ­თუ­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის სახე თარ­გმნი­და". მან ქარ­თუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე ახ­სნა კან­ცლე­რის გან­ცხა­დე­ბის ქარ­თულ თარ­გმან­ში "უცხო ქვეყ­ნის გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ნაც­ვლად ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის ხსე­ნე­ბა.

"რო­დე­საც მე ვსა­უბ­რობ­დი ოფი­ცი­ა­ლურ პო­ზი­ცი­ა­ზე, მა­შინ ვახ­სე­ნე, რომ ბი­უ­როკ­რა­ტი­ის როლი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ბი­უ­როკ­რა­ტი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ მა­გა­ლი­თად კან­ცლერს მი­უ­ტა­ნონ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ჩანს, სა­თა­ნა­დოდ არ მოხ­და. ამის გაგ­რძე­ლე­ბა, რაც მოხ­და თარ­ჯი­მან­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თარ­ჯი­მა­ნი არის ღიად ერთ-ერთი რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ამის მი­უ­ხე­და­ვად ის თარ­გმნი­და ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას და ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა, რო­გორც იყე­ნე­ბენ ხოლ­მე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა ეს პრი­ვი­ლე­გია კან­ცლე­რის მიერ ნათ­ქვა­მი წი­ნა­და­დე­ბის გა­ყალ­ბე­ბის­თვის. მან გა­ა­ყალ­ბა კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა და იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სა­ერ­თოდ არ უხ­სე­ნე­ბია კან­ცლერს სი­ტყვე­ბი - "აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი", მან ეს ტერ­მი­ნო­ლო­გია გა­მო­ი­ყე­ნა, ანუ პირ­და­პი­რი გა­ყალ­ბე­ბა იყო. აქ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის კი არ არის, რომ ამ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა გა­ა­ყალ­ბა კან­ცლე­რის თარ­გმა­ნი, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში. მე იმე­დი მაქვს, რომ კან­ცლე­რის სამ­სა­ხუ­რი გა­ერ­კვე­ვა იმა­ში, თუ რო­გორ მოხ­და რა­დი­კა­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის ერთ-ერთი სა­ხის ჩარ­თვა თარ­ჯიმ­ნად ამ პრო­ცეს­ში და იმე­დი მაქვს, რომ ასე­ვე მოს­თხო­ვენ ამ კონ­კრე­ტულ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოსს პა­სუხს კან­ცლე­რის სი­ტყვე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

კო­ბა­ხი­ძემ და შოლცმა გან­ცხა­დე­ბე­ბი თბი­ლი­სის დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 15:15 სა­ათ­ზე გერ­მა­ნულ ენა­ზე გა­ა­კე­თეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას ქარ­თუ­ლი მხა­რის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თარ­ჯი­მა­ნი თარ­გმნი­და, შოლ­ცის სი­ტყვას კი ფე­დე­რა­ლუ­რი კან­ცე­ლა­რი­ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თარ­ჯი­მა­ნი ზაალ ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა გან­ცხა­დე­ბი­სას ახ­სე­ნა კა­ნონპ­რო­ექ­ტის სრუ­ლი სა­ხე­ლი ("უცხო ქვეყ­ნის გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ") და არა "აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი“, რო­გორც ამას ჩვენ­ში ხში­რად უწო­დე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რებს არა­ფე­რი უთ­ქვამთ შოლ­ცის სხვა ეპი­ზო­დე­ბის თარ­გმან­თან, მათ შო­რის კრი­ტი­კულ ნა­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

კო­ბა­ხი­ძემ შოლ­ცის კრი­ტი­კის პა­სუ­ხად "აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის" აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს კა­ნო­ნი ცნო­ბი­ლია, რო­გორც კა­ნო­ნი "აგენ­ტე­ბის" შე­სა­ხებ, რომ არ შექ­მნი­ლი­ყო გა­უ­გებ­რო­ბა და ვინ­მეს რომ არ ეფიქ­რა, რომ რა­ღაც სრუ­ლი­ად სხვა კა­ნონ­ზეა ლა­პა­რა­კი, ვარ­ჩიე ის სა­ხე­ლი, რომ­ლი­თაც კა­ნონს სა­ქარ­თვე­ლო­ში იც­ნო­ბენ“, - უთხრა "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" ზაალ ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "სა­თა­უ­რის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად იმის ში­ნა­არ­სი, რაც თქვა ფე­დე­რა­ლურ­მა კან­ცლერ­მა, კონ­კრე­ტუ­ლად ამ კა­ნო­ნის შე­სა­ხებ სი­ტყვა-სი­ტყვით სწო­რია და ყვე­ლას შე­უძ­ლია გა­და­ა­მოწ­მოს".

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

შენ სახელმწიფოს მეთაურთა მიერ გამართული ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიების სინქრონს აკეთებდი, სადაც ყველაფერს სახელმწიფოს სახელი და შინაარსი აქვს, თითოეულ მძიმეს და ინტონაციას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და პოლიტიკური წონა, პოეზიის საღამოზე კი არ იყავი თავისუფალი თემით მიწვეული, საკუთარი პარტიის კრებაზე კი არ ბრძანებულხარ, ფანტაზიას რომ მიმართე , რა ლექსი თქვა შოლცმა და გაურითმე გართულად?! თუ უკვე იცოდა ქართველმა ერმა, რომ შოლცი აგენტების კანონს გულისხმობდა და არა იმას, რაც კანონს ქვია ოფიციალურად, გეთარგმნა ნაძირალავ პირდაპირ ოფიციალურად როგორც მოიხსენიება და არა როგორც ტვინნაღრძობი ოპოზიციური ხროვა იხსენიებს? ერი ხომ მაინც აგენტების კანონად აღიქვამდა? რად დაამატე ცეცხლს ნავთი, შე მოლოტოვის კოქტეილით დასაწვავო ნაძირალავ?!

ექიმი პენსიონერი
6

თუ ზაალ ანდრონიკაშვილია ნაციონალების სახე.. ვაშა და ვაშა ნაციონალებს! აბა ხაინდრავა და რამიშვილი გირჩევნიათ. ზაალ ანდრონიკაშვილს!აბა თქვენა ყოფილხართ. გაუმარჯოს უკრაინას .. არა რუსულ კანონს!

ავტორი:

"თარგმანში დაკარგულები", ანუ რა თქვა შოლცმა, ვინ იყო თარჯიმანი და რას ამბობს ის "რადიო თავისუფლებასთან"?

"თარგმანში დაკარგულები", ანუ რა თქვა შოლცმა, ვინ იყო თარჯიმანი და რას ამბობს ის "რადიო თავისუფლებასთან"?

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ამ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა

მისივე თქმით, "მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“. პირდაპირ ეთერში თარგმნისას თარჯიმანმა ეს კანონი მოიხსენია, "როგორც კანონი აგენტების შესახებ", რასაც პრემიერის განცხადება მოჰყვა. მათი თქმით, შოლცს კანონი ასე არ მოუხსენებია და ეს თარჯიმნის ინტერპრეტაცია იყო, თუმცა ოლაფ შოლცმა ნამდვილად განაცხადა შემდეგი:

"ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“.

პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, მასპინძელი ქვეყნის ლიდერის განცხადებას "ქართული რადიკალური ოპოზიციის სახე თარგმნიდა". მან ქართული მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე ახსნა კანცლერის განცხადების ქართულ თარგმანში "უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ“ კანონპროექტის ნაცვლად ე.წ. აგენტების კანონის ხსენება.

"როდესაც მე ვსაუბრობდი ოფიციალურ პოზიციაზე, მაშინ ვახსენე, რომ ბიუროკრატიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიუროკრატიის პასუხისმგებლობაა, რომ მაგალითად კანცლერს მიუტანონ სწორი ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, სათანადოდ არ მოხდა. ამის გაგრძელება, რაც მოხდა თარჯიმანთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ თარჯიმანი არის ღიად ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი სახე, ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმომადგენელი, ამის მიუხედავად ის თარგმნიდა ამ პრესკონფერენციას და ბოროტად გამოიყენა, როგორც იყენებენ ხოლმე "ნაციონალები", ბოროტად გამოიყენა ეს პრივილეგია კანცლერის მიერ ნათქვამი წინადადების გაყალბებისთვის. მან გააყალბა კონკრეტული წინადადება და იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ უხსენებია კანცლერს სიტყვები - "აგენტების კანონი", მან ეს ტერმინოლოგია გამოიყენა, ანუ პირდაპირი გაყალბება იყო. აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააყალბა კანცლერის თარგმანი, მთავარი პრობლემა არის ბიუროკრატიაში. მე იმედი მაქვს, რომ კანცლერის სამსახური გაერკვევა იმაში, თუ როგორ მოხდა რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერის ერთ-ერთი სახის ჩართვა თარჯიმნად ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ ასევე მოსთხოვენ ამ კონკრეტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პასუხს კანცლერის სიტყვების გაყალბებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ და შოლცმა განცხადებები თბილისის დროით დაახლოებით 15:15 საათზე გერმანულ ენაზე გააკეთეს. როგორც ირკვევა, კობახიძის განცხადებას ქართული მხარის დაქირავებული თარჯიმანი თარგმნიდა, შოლცის სიტყვას კი ფედერალური კანცელარიის მიერ დაქირავებული თარჯიმანი ზაალ ანდრონიკაშვილი.

როგორც ირკვევა, გერმანიის კანცლერმა განცხადებისას ახსენა კანონპროექტის სრული სახელი ("უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ") და არა "აგენტების კანონი“, როგორც ამას ჩვენში ხშირად უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის ლიდერებს არაფერი უთქვამთ შოლცის სხვა ეპიზოდების თარგმანთან, მათ შორის კრიტიკულ ნაწილთან დაკავშირებით.

კობახიძემ შოლცის კრიტიკის პასუხად "აგენტების კანონის" აუცილებლობაზე ისაუბრა

"საქართველოში ეს კანონი ცნობილია, როგორც კანონი "აგენტების" შესახებ, რომ არ შექმნილიყო გაუგებრობა და ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ რაღაც სრულიად სხვა კანონზეა ლაპარაკი, ვარჩიე ის სახელი, რომლითაც კანონს საქართველოში იცნობენ“, - უთხრა "რადიო თავისუფლებას" ზაალ ანდრონიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, "სათაურისგან დამოუკიდებლად იმის შინაარსი, რაც თქვა ფედერალურმა კანცლერმა, კონკრეტულად ამ კანონის შესახებ სიტყვა-სიტყვით სწორია და ყველას შეუძლია გადაამოწმოს".