მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის, როგორ და სად შეიძენთ "ევრო 2024"-ის ბილეთებს - ფეხბურთის ფედერაცია ინსტრუქციას აქვეყნებს
როდის, როგორ და სად შეიძენთ "ევრო 2024"-ის ბილეთებს - ფეხბურთის ფედერაცია ინსტრუქციას აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია აქ­ვეყ­ნებს ინ­სტრუქ­ცი­ას თუ რო­გორ უნდა შე­ი­ძი­ნოთ "ევრო 2024"-ის ბი­ლე­თე­ბი. რო­გორც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი­სათ­ვის 15 აპ­რილს, თბი­ლი­სის დრო­ით 13:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

  • გთა­ვა­ზობთ ფე­დე­რა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბას და ინ­სტრუქ­ცი­ას:

"უე­ფას 2024 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი­სათ­ვის 15 აპ­რილს, თბი­ლი­სის დრო­ით 13:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა უე­ფას ბი­ლე­თე­ბის პორ­ტალ­ზე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი -

https://www.uefa.com/euro2024/ticketing/

პორ­ტალ­ზე შე­სას­ვლე­ლად სა­ჭი­როა შექ­მნათ პი­რა­დი გვერ­დი ან ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ი­ა­როთ ავ­ტო­რი­ზა­ცია. მომ­ხმა­რებ­ლის სრულ­ყო­ფი­ლი პრო­ფი­ლის შე­საქ­მნე­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ სა­იტ­ზე არ­სე­ბუ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვე­ლე­ბის შევ­სე­ბა: სა­ხე­ლი, გვა­რი, და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი, პი­რა­დი ნო­მე­რი ან პას­პორ­ტის ნო­მე­რი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და ელ-ფოს­ტის მი­სა­მარ­თი.

ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის პრო­ცე­სის და­წყე­ბი­სას უე­ფას პორ­ტა­ლი მო­გა­ნი­ჭებთ რი­გის ნო­მერს. რიგი ჩა­ირ­თვე­ბა 15 აპ­რილს, თბი­ლი­სის დრო­ით 13:00 სა­ათ­ზე. ერთ მომ­ხმა­რე­ბელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის თი­თო­ე­ულ მატჩზე 2 ბი­ლე­თის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა.

პორ­ტალ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ოთხი კა­ტე­გო­რი­ის ბი­ლე­თი:

პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რია - 200 ევ­რო­მე­ო­რე კა­ტე­გო­რია - 150 ევ­რო­მე­სა­მე კა­ტე­გო­რია - 60 ევ­რო­მე­ო­თხე კა­ტე­გო­რია - 30 ევ­რო­ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ რო­გორც Alipay-ის ელექტრო­ნუ­ლი სა­ფუ­ლით, ისე სა­ბან­კო ბა­რე­თე­ბით (VISA ან Mastercard). ბი­ლე­თის ფასს ბან­კის მო­საკ­რე­ბე­ლი არ ემა­ტე­ბა.

სა­სურ­ვე­ლი ბი­ლე­თის შერ­ჩე­ვი­სა და შეს­ყიდ­ვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, თი­თო­ე­ულ მომ­ხმა­რე­ბელს 15 წუთი აქვს. სა­ბან­კო ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბი­ლე­თის შე­ძე­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი წე­რი­ლი თქვე­ნი პი­რა­დი პრო­ფი­ლის შე­სა­ბა­მის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში აი­სა­ხე­ბა და თქვენს მიერ მი­თი­თე­ბულ პი­რად ელ-ფოს­ტა­ზე გა­მო­იგ­ზავ­ნე­ბა. თა­მა­შის ბი­ლეთს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მატ­ჩამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მი­ი­ღებთ.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე სამ შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს. 18 ივ­ნისს დორ­ტმუნდში, ჩვე­ნი გუნ­დი თურ­ქე­თის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. 22 ივ­ნისს, ჰამ­ბურ­გში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­ტო­ქე ჩე­ხე­თი იქ­ნე­ბა. ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის დას­კვნით შეხ­ვედ­რას ჩვე­ნი გუნ­დი 26 ივ­ნისს, გელ­ზენ­კირ­ხენ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს", - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

!!
4

ცოტა მეტს თუ გადაიხდით ფედერაცია თვითონ მოგყიდით ბილეთებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

როდის, როგორ და სად შეიძენთ "ევრო 2024"-ის ბილეთებს - ფეხბურთის ფედერაცია ინსტრუქციას აქვეყნებს

როდის, როგორ და სად შეიძენთ "ევრო 2024"-ის ბილეთებს - ფეხბურთის ფედერაცია ინსტრუქციას აქვეყნებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქვეყნებს ინსტრუქციას თუ როგორ უნდა შეიძინოთ "ევრო 2024"-ის ბილეთები. როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

  • გთავაზობთ ფედერაციის განცხადებას და ინსტრუქციას:

"უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

ქართველი გულშემატკივრებისთვის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი -

https://www.uefa.com/euro2024/ticketing/

პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.

ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე. ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი:

პირველი კატეგორია - 200 ევრომეორე კატეგორია - 150 ევრომესამე კატეგორია - 60 ევრომეოთხე კატეგორია - 30 ევრობილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარეთებით (VISA ან Mastercard). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება.

სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად, თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებთ.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.