პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრული უფლება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისთვის მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ" - ირაკლი კობახიძე
"სრული უფლება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისთვის მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ" - ირაკლი კობახიძე

დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში გამჭვირ­ვა­ლო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია - ერ­თა­დერ­თი, რა­საც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს, არის ყო­ველ­წლი­უ­რად ფი­ნან­სე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა.

მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ყვე­ლა ძი­რი­თად პრინ­ციპს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, აქამ­დე ვერ მოხ­და და­სა­ბუ­თე­ბა იმი­სა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან, რა­ტომ არ უნდა იყოს და­ცუ­ლი გამჭვირ­ვა­ლო­ბის პრინ­ცი­პი.

„მას შემ­დეგ, რაც მე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ვი­ნიშ­ნე, გა­დავ­წყვი­ტე, რომ მთავ­რო­ბის ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდეს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მთავ­რო­ბის ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბის­თვის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის პი­რო­ბებ­ში სრუ­ლი უფ­ლე­ბა გვაქვს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს გამჭვირ­ვა­ლო­ბის­თვის მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტი მოვ­თხო­ვოთ. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უცხო­უ­რი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბით მოქ­მე­დე­ბენ, ახორ­ცი­ე­ლე­ბენ გარ­კვე­ულ ნა­ბი­ჯებს. 2020 წლის შემ­დეგ იყო ორი შემ­თხვე­ვა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს არა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გზით, არა­მედ ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლე­ბის გზით. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფი­ნან­სე­ბა მოხ­და მათ შო­რის არა­ლე­გა­ლუ­რი გზე­ბით, რაც ბოლო პე­რი­ოდ­ში პრაქ­ტი­კად ყა­ლიბ­დე­ბა.

ვხე­დავთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ხელს უწყო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ას.

ჰანს კენ­ზელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი დე­მოკ­რა­ტია უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს სა­მარ­თალს. მე ეს გერ­მა­ნი­ა­ში ვის­წავ­ლე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი ხელს შე­უ­წყობს ძლი­ე­რი, და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აქაური
0

დავიღალეეეეეტ. მტავრობას აქვს დაკისრებული ის რომ ქვეყანა იყოს ძლიერი. ქონდეს მშვიდობა. არ ყავდეს ღატაკები და ქუჩის მშიერი ბავშვები და სადაც უნდატ იქეტ წავიდნონნ. დანარცენები ნუ იფხრიწებიტ შუაზე. თქვენი მუცლის გულისთვის. წერტილი.

ფონ დერ ლაიენ
0

საქართველოში "დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე"(?!) მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები უარს ამბობენ გამჭვირვალობის კანონზე..."მათ უნდათ, შევიდეთ კანონის შინაარსში, „ქართული ოცნების“ ველზე არ უნდა გადავიდეთ, მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ, რომ კანონი არის რუსული "...."აგენტის ცნება კი ამოიღეს, მაგრამ უნდა ვიძახოთ, რომ უარესი შემოიღეს”....

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"სრული უფლება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისთვის მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ" - ირაკლი კობახიძე

"სრული უფლება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისთვის მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ" - ირაკლი კობახიძე

დემოკრატიულ სახელმწიფოში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია - ერთადერთი, რასაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიურად ფინანსების გასაჯაროება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი ყველა ძირითად პრინციპს შეესაბამება.

კობახიძის თქმით, აქამდე ვერ მოხდა დასაბუთება იმისა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რატომ არ უნდა იყოს დაცული გამჭვირვალობის პრინციპი.

„მას შემდეგ, რაც მე საქართველოს პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, გადავწყვიტე, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის ქმედუნარიანობისთვის.

აღნიშნული კანონის პირობებში სრული უფლება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისთვის მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს. 2020 წლის შემდეგ იყო ორი შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა დემოკრატიული არჩევნების გზით, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით. ბოლო წლების განმავლობაში დაფინანსება მოხდა მათ შორის არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში პრაქტიკად ყალიბდება.

ვხედავთ, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას.

ჰანს კენზელმა აღნიშნა, რომ ფუნქციონირებადი დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართალს. მე ეს გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.